Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 22 » უილიამ შექსპირი
8:18 PM
უილიამ შექსპირი

თუკი ოდესმე შემიძულებ, დღეს მიმატოვე,

როცა ქვეყანა წინ აღმიდგა, ვით მუხანათი,
უფრო იოლად გადავიტან ჩემს სიმარტოვეს,
თუ ბოლო წვეთი არ იქნება შენი ღალატი.

და თუ ოდესმე მოწოლილი სევდა განვდევნე,
არ მომეპარო და არ ჩამცე ზურგში ხანჯალი,
ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ,
ახლავ მომიზღე შხამი ჩემი დასატანჯავი.

ბოლო წუთისთვის ჩვენი გაყრა აღარ გადადო,
რომ ვერ მოვასწრო წვრილმან სევდით დაძაბუნება,
დღესვე მივიღო უდიდესი ჩემი სადარდო,
დღესვე მარგუნოს უშენობა ავმა ბუნებამ.

შენი დაკარგვით დაკოდილი გული ჩამწყდება
და დღევანდელი ყველა დარდი გამიქარწყლდება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 673 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.