7:29 PM უჩინმაჩინი | |
"მინდა ვიყო უჩინარი…” – ეს აზრი მიტრიალებს თავში, თან მიშტერებული ვარ ტელევიზორს, რომლის ეკრანიდან მულტფილმის ფერადი კაცუნები ხტებიან ჩემს თავში და ორგანზომილებიანი ფეხებით, როგორც სამართებლით, ისე მისერავენ ტვინს. გარედან პოლიციის მანქანის სირენის ხმა მომდის… ციმციმას წითელი და ლურჯი შუქი თვალებს მიბრმავებს, თუმცა ამ განათებებს ვერ ვხედავ… შავ, ძველ ტელეფონზე გოგო მირეკავს და მეუბნება, უნდა მოგძებნოო, მე კი ვპასუხობ, არც კი სცადო მეთქი… გუშინ ერთმა ადამიანმა მთხოვა, შენი ნახვა მსურსო, მე კი მკვახე უარი ვუთხარი… აი, შეღებულ ფანჯარაში ღამის პეპელა შემოფრინდა. მისი დაძინება გადავწყვიტე, მაგრამ ძილი არ მინდა – სიზმრებში მახინჯი როგორ მინდა, მხოლოდ მუსიკითა და ფურცელზე დაწერილი ასოებით ვიურთიერთო ხალხთან… მინდა სიოდ ვიქცე და მივეალერსო ლამაზ ბაგეებს… ძალიან მინდა მივიდე იმ გოგოსთან, რომელსაც უნდა, რომ მიპოვოს… მისი მალე ამიხდება ჩემი სანუკვარი ოცნება – გავხდები უჩინმაჩინი… | |
|
სულ კომენტარები: 0 | |