Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 26 » თურმე მყვარებიხარ
10:34 PM
თურმე მყვარებიხარ

ისევ, ჩვენს მუსიკას ვეფერები...
ისევ, ისე ვმღერი, ჩემებურად...
ისევ, აკორდებით გეფერები...
თურმე მყვარებიხარ, ძველებურად...

აკორდი შემეშალა, ავირიე...
სული ყინულივით გამიცივდა,
უცებ დაგინახე, გადამრიე...
თითებზე აკორდი შემაცივდა...

მუსიკა აზრებად ავამღერე...
სიტყვები ტუჩებზე მიმოდიან,
გთხოვ ნუ გამაჩუმებ, ამამღერე...
ნუღარ შეაჩერებ მელოდიას...

ისევ, აკორდები მელანდება...
გულშიც აკორდები გროვდებიან,
თითები კლავიშს ებლანდება...
როცა, ეგ თვალები მშორდებიან...

ისევ, ვერ ავიღე ის აკორდი...
ისევ, ფალშია და ისევ მეძნელება...
ისევ, ოცნებებად ამიგორდი...
ისევ, მიგვატოვეს ენძელებმა...

ისევ, ჩვენს მუსიკას ვეფერები...
ისევ, ისე ვმღერი, ჩემებურად...
ისევ, აკორდებით გეფერები...
თურმე მყვარებიხარ, ძველებურად
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 844 | დაამატა: anano_oo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.