Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 22 » თუ მოგენატრო...
8:31 PM
თუ მოგენატრო...

ისევ გაწვიმდა...
ისევ აჩურჩულდნენ ტირიფის ტოტები...
მე უშენობით თვალები ხომ არასოდეს დამინამია.
ალბათ გამიგებ,
დავიღალე და მეც უკვე სხვისთვის ვცოცხლდები,
ნუ გამამტყუნებ,
თავად ხვდები – ყველაფერი შენი ბრალია...
თუ მოგენატრო,
ისე, როგორც ჯერ არავინ მოგნატრებია,
ლამაზ სიზმარში
იქნებ შენთან ერთხელ მაინც კიდევ მოვიდე.
თუ მოგელანდო...
ჩათვალე, რომ ყველაფერი დაგსიზმრებია
და ის ბავშვობაც
მხოლოდ ლანდად გაიყოლია აპრილობის თვემ.
ნუ დაღონდები,
მოვა დრო და ვიცი მაინც დაგავიწყდები,
შენი ცრემლებიც
გაზაფხულის წვიმასავით გადაივლიან...
და თუ ნაღვლიან
აპრილობის ღამეს ისევ დაგესიზმრები,
მაშინ მიხვდები,
რომ უჩემოდ არსებობა არ შეგიძლია...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 751 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.