11:43 AM ცხოვრება ქვებში | |
გასაგებია ყველაფერი.
მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა – ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა: შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი, უზარმაზარი გალავანი ამოშენდა ჩემს გარშემო, და იმსიმაღლე – გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის, ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ, ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა. განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები და მომსრისონ. ვზივარ უძრავად და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ; ზოგიერთი მიყვარდება, მაგრამ ვერ ვუმხელ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |