Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 15 » წვიმის წვეთები
7:10 PM
წვიმის წვეთები
ტრიალ მინდორზე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით!
- ცრის..........
- მერე ? ? ?
- არა, არა არაფერი...........
- გეშინია?
- რისი ........
- შენ ხომ იცი რაზეც გეუბნები, ისიც ხომ იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება? ..............
- ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა ვიცი, ჩვენ ერთად ვიქნებით, ყოველთვის, და ვერავინ დაგვაშორებს, ვერც ვერაფერი, გარდაა..............
სიჩუმე ჩამოვარადა! მინდოდა შევწინააღმდეგებოდი, მეთქვა, რომ ვერაფერი, სიკვდილიც კი, ვერ შეგვიშლის ხელს, მინდოდა ეს მეთქვა, მაგრამ ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა და ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცხელი ცრემლებით, რომლებიც ნიაღვარივით მაწვებოდა და არ შემწევდა ძალა შემეჩერებინა.
წვიმამ იმატა. უკვე აღარ ცრიდა, ციდან დიდი წვეთები გვეცემოდა და უამრავ პაწაწინა წვეთებად იშლებოდა.
- ჩვენც წვიმის წვეთებს ვგავართ არა? დაარღვია სიჩუმე მარიმ.
- ჩვენ? რატო?
- არა, სისულელეა, დაივიწყე............... ნაღვლიანი ხმით მითხრა მარიმ და თავი ჩემს მხარზე დადო.
წვიმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ჩვენ ხის ქვეშ ვისხედით და ვგრძნობდი თუ როგორ მისველებდა მხარს ამდენ ცივ წვეთებს შორის მარის ცხელი ცრემლები. ამბობდა არ მეშინიაო, მაგრამ მე კარგად ვიცოდი, რომ ეს ასე არ იყო.
- მარი, ნუ ტირი გთხოვ............................ ან იტირე, იტირე რომ მოგეშვას.
- გოგა, მართლა რომ მოვკვდე? ვაი თუ მოვკვდე............... ექიმმა თქვა გადარჩენის შანსი ცოტააო, არ ვიცი რამდენი დღე, თვე, წელი, წუთი ან თუნდაც წამი დამრჩენია............
- სისულელეს ნუ ამბობ, დეპრესიაში ხარ და არც იცი რეებს ბოდავ. ნუ მაშინებ, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ საკუთარ თავს ხელში აიყვან და ბედნიერად ვიცხოვრებთ!
- მცივა, ძალიან მცივა..........
- გინდა სახლში წავიდეთ? აქ მართლა ცივა, წვიმს.......
- არა, პირიქით, მინდა აქ დიდხანს დავრჩე.
მარი გულში ჩავიკარი, მისი პატარა ხელი ჩემს ხელჩი უმწეო ჩიტივით იყო! წვიმა თანდათან მატულობდა..............
- გოგა, გახსოვს კოკისპირულ წვიმაში მინდვრის ყვავილებით ხელში რომ იდექი ჩემი სახლის წინ და მეხვეწებოდი შემირიგდიო? გახსოვს?
- როგორ არა, შენ კი ფანჯრიდან სრულიად მშრალი იყურებოდი და ტუჩებზე კმაკოფილი ღიმილი დაგთამაშებდა! ოხ რა ამაყი იყავი!
- იცი რა? მიყვარხარ! ძალიან ძალიან მიყვარხარ! გთხოვ მაპატიე თუკი როდესმე რამე მიწყენინებია! მაპატიებ? არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ..................
- მარი..................
- გთხოვ..........................
- რადგან ასე დაჟინებით მთხოვ კარგი! მიპატიებია ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია ყველაფერი გაპატიე!
- კარგია! აკანკალებული ხმით მითხრა მარიმ!
- მარი, გცივა თუ რატო კანკალებ? მგონი სჯობს წავიდეთ, თორე შენ გაიყინები..................
- არა, არ მცივა! მიყვარხარ! გოგა, ძალიან გთხოვ რამე მიმღერე, ხომ იცი როგორ მიყვარს შენი სიმღერა...............
- კარგი, მაგრამ ხომ იცი, რომ არ მიყვარს................... კარგი, კარგი........... გამეცინა და დავიწყე სიმღერა...............................
ვმღეროდი ჩუმად და მთელი გულით, სიჩუმეს მხოლოდ ჩემი ხმა არღვევდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მჯეროდა, უფროსწორად მინდოდა დამეჯერებინა, რომ ჩემი სიყვარული გადარჩებოდა, დიდხანს იცოცხლებდა და ჩემთან ერთად ბედნიერი იქნებოდა. მარი გასუსული უსმენდა ჩემს სიმღერას, თავი ჩემს კალთაში ედო და არ იძვროდა.
- მინდა გიყვარდე, მიყვარდე..... ასეთი იყო მიიიიიიიიიიიიინდააააააააააჼbr />?................. დავამთავრე სიმღერა და მარის დავხედე. ისევ განაბული იწვა.
წვიმამ ნელ-ნელა იკლო და ბოლოს საერთოდ შეწყდა.
მარის ხელი ჩემს ხელში მოვიქციე, საშინლად გაციებოდა. სახეზე შიშით დავხედე.........
- მარი! აკანკალებული ხმით ვთქვი მე და შევანჯღრიე.
მარი პასუხს არ მცემდა............
- მარი, მარი გაიღვიძე................... ვეუბნებოდი და ვანჯღრევდი რომ გაღვიძებოდა.
- მარიიიიიიიიიიიიიიიიიი.................
........ უკვე ყვირილით ვიძახდი და საშველად ვუხმობდი ვინმეს, მაგრამ ტყუილად, იქ ჩვენს მეტი არავინ იყო, ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა ვინმეს ყოფნა არ ყოფნას, უკვე გვიანი იყო, ძალიან გვიანი...... მოლოდინი...
წამები ზლაზვნით მიდიოდნენ!
მალე 2 საათი შესრულდებოდა რაც ოპერაცია მიდიოდა, ექიმი კი არ ჩანდა! მართალი გითხრათ მეშინოდა კიდეც მისი დანახვის, ვაითუ სახეზე მწუხარება აღბეჭდოდა.
ჩემი ფიქრები ისევ წარსულს დაუბრუნდნენ. მახსენდებოდა ჩვენი ლაპარაკი და ვხვდებოდი რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალი იყო.ისევ ნიკა გამახსენდა. იქნებ ის რომ არ გამოჩენილიყო ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ახლა მე და მარი სამოგზაუროდ ვიქნებოდით. თუმცა არა, თუ ნიკა არა სხვა იქნებოდა! მისი შესაფერი და თანატოლი, ვინც მას წამართმევდა. ლამაზი და ჯანსაღი. ვისაც შეეძლებოდა მასთან ერთად ცეკვა და ზღვის სანაპიროზე სიარული, ვისთანაც მაკა ბედნიერი იქნებოდა და არ შერცხვებოდა მასთან ერთად გავლა.
საკუთარი თავი შემზიზღდა. როგორ შეიძლებოდა ამ მძიმე წუთებში ასეთ რაღაცებზე ფიქრი. სწორედ ამ უაზრო ეჭვიანობის ბრალი იყო ის, რომ მარის სიცოცხლე ძაფზე ეკიდა. მივხვდი რომ ყოველთვის მაკაზე კი არა, მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობდი.
_"დაგრჩები სევდად" გამახსენდა მაკას სიტყვები რილკეს ლექსიდან. რა მეშველება უიმისოდ? _ გამიელვა გულში. ვაი თუ მოკვდეს, ვაი თუ ვერ გადავარჩინო, ვაი თუ ვეღარ გაუძლოს მისმა პატარა სხეულმა, გულმა, რომელმაც ასე ჩუმად ატარა ამხელა სიყვარული, ვაი თუუ........................................................
ვიგრძენი გული როგორ გამიცხელდა და თვალებიდან სისხლის ცრემლები წამსკდა.
_ ღმერთო რა დაგიშავე? რა შეგცოდე ასეთი, რომ ასე მიხდი სამაგიეროს. Mმარიმ რაღა დაგიშავა? ამ პატარა, უბიწო არსებამ? მე წამიყვანე, ოღონდ ის არა, ოღონდ ის არა ღმერთო..............................................................
...
მუხლებზე დავეცი და ღმერთს გულამოსკვნილი ვემუდარებოდი გადაერჩინა ჩემი ერთადერთი სიყვარული. მაშინღა მივხვდი რომ დიდი ხანი გასულიყო, რაც ღმერთისთვის აღარ მიმემართა, გულზე ჯვარიც კი არ მეკეთა, არც ხატები მქონდა სახლში, ჩემი პატარა ანგელოზი კი მიკვდებოდა. მასაც ვერ მოვუფრთხილდი, ისიც ვერ დავიცავი. არარაობა ვარ _ გავიფიქრე და თითქოს ამ აღიარებამ გული გამითავისუფლა. თვალებიდან სიმწრის ცრემლები გადმომცვივდა. აღარ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი ასე დაჩოქილი, მერე წამოვდექი, ძალები მოვიკრიბე და პალატისაკენ წავედი. ოპერაცია გრძელდებოდა. ალბათ უკვე გამთენიის ხანი იქნებოდა როცა საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა.
_ რა ხდება ექიმო? როგორაა? გადარჩა? ცოცხალია? სწრაფად უსვამდა შეკითხვებს მაკას ბებია. მე გასუსული ვიდექი და ექიმის პასუხს ველოდებოდი. ნუთუ ამ კაცის ერთ მიმიკაზე იყო დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე? თვალები ისევ დამებინდა.
_ ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩემს პრაქტიკაში ჯერ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. _ თქვა ექიმმა. ნუ გეშინიათ, ცოცხალია, მაგრამ ძალიან სუსტადაა. სულ ვიღაც გოგას კითხულობს. მე უფლება არ მაქვს, რომ პალატაში ვინმე შევუშვა, მაგრამ თუ ეს ადამიანი არ ნახა შეიძლება მდგომარეობა გართულდეს, მისი ნერვიულობა არ შეიძლება.
ამ სიტყვებმა გონზე მომიყვანა. _ ვჭირდები, ვიფიქრე და მაშინვა პალატისაკენ გავემართე.
ახალგაზრდავ_ შემაჩერა ექიმმა. პირბადე მომაწოდა და მანიშნა გამეკეთებინა. მე ექიმის მოთხოვნა შევასრულე და პალატაში შევედი.
თეთრ საწოლზე ჩემი პატარა ანგელოზი იწვა. სუსტ ხელებზე წვეთოვანები ეკეთა. ისეთი უსუსური იყო. სულ გაფითრებულიყო. ახლოს მივედი. თვალები გაახილა და გამიღიმა.
_ მარი................................. შეშინებული, აკანკალებული ხმით აღმომხდა მე. მინდოდა ძლიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ შევძელი, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და ვიგრძენი ჩემი უსუსურობა.
მაკას გაეღიმა. ცისფერი თვალები უბრწყინავდა.
_ გოგა. მითხრა მან. _ რამე მომიყევი.
მე გვერდზე ჩამოვუჯექი, მისი ხელი ჩემს ხელებში მოვიქციე და და დავიწყე გერდასა და კაის სევდიანი ისტორიის მოყოლა.
_ თოვლის დედოფალი. გაეღიმა მარის, მერე კი გაინაბა და ყურადღებით მისმენდა, თითქოს ჯერ არ გაგონილ ამბავს ვყვებოდი. შიგადაშიგ სევდა დამძლევდა ხოლმე და მაკას ლამაზ ხელებს ცრემლებით ვუსველებდი, მაკა კი იღიმოდა. იღიმოდა ჩემს სიყვარულში დარწმუნებული.
თხრობა დავამთავრე და ცრემლიანი თვალები მარის თვალებს მივაპყრე. ნელ_ნელა ვუახლოვდებოდი მის პატარა სახეს და მის თვალებში შიშიც მატულობდა. უკვე ახლოდან ვხედავდი მის მთრთოლვარე ტუჩებს. თეთრ ყელზე ცისფერი ძარღვი აუთამაშდა, გულის ბაგაბუგი მესმოდა და მეშინოდა................................
_ მიყვარხარ! ვუთხარი და მის ტუჩებს დავეწაფე. კარგა ხანს თვალები არ გაუხელია, მე გაოცებული ვუყურებდი. მერე დიდი ცისფერი თვალები მომაპყრო, გამიცინა, ცრემლები გადმოცვივდა _ მეც მიყვარხარ _ მითხრა და პატარა თავი ჩემს ხელებში ჩადო. მეგონა სრცხვენოდა და იმალებოდა, მაგრამ როცა დავხედე, თვალები დაეხუჭა და ეძინა. წითელ ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა. შუბლზე ვაკოცე.
_ მადლობთ ღმერთო! ვთქვი ჩუმად! მადლობთ რომ გადამირჩინე ჩემი პატარა ანგელოზი. მერე სავარძელს თავი მივაყრდენი და ჩამეძინა.
ალბათ ძალიან ცოტა ხანი მეძინა, რადგან როცა თვალები გავახილე ახალი გათენებული იყო. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა მაკა გამეღვიძებინა. ჩუმად დავიხარე და შუბლზე ვაკოცე.
სახე საშინლად გაციებოდა.
_ მარი. ვუთხარი და თან თითქოს შემეშინდა არ გაღვიძებოდა. მისი პატარა ხელი ჩემს ხელებს შორის უსულოდ ესვენა.
_ მარი! ვთქვი უფრო ხმამაღლა. მარი არ მპასუხობდა. მერე ხელი გულზე დავადე, სიჩუმე იყო. გული არ ცემდა. უნებურად მის ტუჩებს შევეხე, ტუჩები საოცრად თბილი ჰქონა.
_ მარი. განწირული ხმით აღმომხდა გულიდან. არ დამტოვო მარიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!.
ყვირილზე ექიმი შემოვარდა. მე მაგრად ჩავეხუტე მაკას უსულო სხეულს და არ ვუშვებდი. ექიმი ცდილობდა მოვეცილებინე, მაგრამ უშედეგოდ. მერე თვალთ დამიბნელდა. როცა გამოვფხიზლდი მოსაცდელში ვიწექი და თავს ვიღაც ახალგაზრდა გოგო დამტრიალებდა.
5 დღის შემდეგ მარის სხეული მიწას მივაბარეთ! ამ ხუთი დღის განმავლობაში მასთან ერთად ვიყავი და ერთი წუთითაც კი არ დამიტოვებია. ვგრძნობდი, რომ ჩემი პატარა სიყვარული ბეღურასავით ჩამაკვდა ხელში, მე კი ვერ ვუშველე. განუწყვეტლივ ველაპარაკებოდი, ვუყვებოდი რილკეს ლექსებს, მის საყვარელ "თოვლის დედოფალს", ვახსენებდი ერთად გატარებულ ლამაზ დღეებს, ვეხუმრებოდი, ხან სევდიან ისტორიებსაც ვუყვებოდი, მაგრამ პასუხს არ მცემდა. მხოლოდ ხანდახან თუ აუთამაშდებოდა თეთრ ყელზე თავნება ცისფერი ძარღვი.................
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1046 | დაამატა: anano_oo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-05-16 - 2:02 PM

zalian magaria :) momewonaa :) da cota ar iyos moviwyine

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.