Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 15 » წერილი რომელსაც ადრესატი ვერასდროს ნახავს
0:10 AM
წერილი რომელსაც ადრესატი ვერასდროს ნახავს

ეხლა სანაპიროს ჩამოვუყევი... შენზე ვფიქრობ... თურმე ვტირი... მე კი ვერც ვამჩნევ...:( თუმცა რა გასაკვირია... მე ხომ სულ ვტირი... ცრემლები თავისით მოგორავს და იმედი აქვს რომ შენამდე მოაღწევს... როგოოორ?... თუნდაც წვიმის სახით... მე გამუდმებით ვფიქრობ... სულ ტვინი მეჭყლიტება... ნუთუ შემიძლია მე ამ უსუსურ არსებას, ისეთი რამე გავაკეთო, რომ შეგიყვარდე... sad მე დავდივარ... სულ ფეხით დავდივარ... ნეტავ რატომ?! ალბათ შენ გეძებ... ალბათ ჩემში ის პაწაწინა ნაპერწკალი, რომელიც ძლივსღა ბჟუტავს... მაინც არსებობს და გაღვივებას ელოდება... მაგრამ ეჭვი მეპარება ეს ნაპერწკალი როდესმე თუნდაც პაწაწინა კოცონად დაგაიქცეს...:(
ბნელა... ხალხი აქაიქ დაბოდიალობს... ალბათ ისინიც ჩემნაირი გიჟები არიან... ყველა ბიჭის დანახვაზე გული თოთო ბარტყივიტ მიხტის... ყველა შენ მგონიხარ... მგონი გავრეკე... თუმცა ამას ველოდი კიდეც... ერთ ბიჭს მხარზე ხელი დავადე, რომ შემომხედა და ჩემი შეშლილი სახე და ცრემლებით სავსე თვალები დაინახა უკანმოუხედავად გაიქცა... ალბათ შენც ესე მოიქცეოდი... ვის რაში ვჭირდები?!... მითუმეტეს შენ... გამოთაყვანებული სიფათით... ტირილისგან ჩაცვენილი... არაფრისმთქმელი და სისხლიანი თვალებით?!... უცმელობისგან ჩამომხმარი, ჩონჩხად ქცეული სხეულით?!... მე ხომ ერთი არარაობა ვარ... რომელიც მოჩვენებასავით დადის და მხოლოდ ერთ რაღაცაზე ფიქრობს...
უცებ მტკვარს გადავხედე... თითქოს ისიც დარდიანად, ნელა, ჩაუწვდომელი სევდით მიდიოდა... ისე მოდიოდა თითქოს ეზარება და აძალებენო... მაგრამ მტკვარსაც რაღაც აცოცხლებდა ჩემსავით... ისიც ვიღაცისთვის ცოცხლობდა... უცებ გავჩერდი მტკვარში შენი სახე აშკარად ჩანდა... ასეთი რეალური მოჩვენება არასდროს არ მინახავს... ჩემი სევდით სავსე გული გაბრწყინდა... მე შენთან წამოვედი... გაშლილი ხელებით წამოვედი და ჩაგეხუტე...
დილა გათენდა... ეს სევდიანი დილა იყო...მაგრამ თავისუფალი,რადგან ამ დედამიწას ერთი არარაობა გამოაკლდა...
წამყვანები დამწუხრებული სახეებით აცხადებდნენ მტკვარში დამხრჩვალი გოგოს შესახებ... დედაჩემი გათიშული ეგდო სავარძელში და თვალებით ჭერს მიშტერებოდა...
შენ ფეხშიშველა გამოტანტალდი... თვალები მოიფშვნიტე... დაამთქნარე... პულტი ხელში აიღე და ტელევიზორი ჩართე... შენთვითონაც გაგიკვირდა ესეთი რამე რატომ გააკეთე... არასდროს გაინტერესებდა ქვეყანაში მომხდარი ამბები... ეხლა კი დიდი ინტერესით დააჭირე შენი პატარა თითები პულტს და ჩართე... იქიდან მე გიღიმოდი... სევდიანი თვალებით გიყურებდი... კორესპოდენტმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა ჩემი სახელი და გვარი... შენ პულტი ხელში გაგიშეშდა და მოძრაობის უნარი დაკარგე...
ეხლა კი გხედავ ჩემს საფლავზე ხელებში თავჩარგულს 15 წითელი ვარდი გიდევს კალთაში... შენი უძიროდ ლამაზი თვალებიდან კი გამალებით ეცემიან ცრემლები ჩემს გაყინულ გულზე.........:(
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1224 | დაამატა: anano_oo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.