Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 17 » წვიმა
3:48 AM
წვიმა

წკაპ, წკუპ, 
წკაპ, წკუპ, 
წვიმის წვეთები ფანჯარას ეხეთქება, ეწვეთება ძირს და კვდება, 
არ მინდა, რომ წვიმა მოკვდეს, ძალიან მიყვარს წვიმა. 
ფანჯრის რაფაზე მიდევს თავი და ვაკვირდები ბუნების ამ ლამაზ მოვლენას, 
რაც უფრო მატულობს წვიმა, მით უფრო მინდა მასთან, 
მიყვარს წვიმა, მასთან საუბარი, მუნჯურ ენაზე, 
მიყვარს მისი ნაზი მოფერება. 
ისე მშვიდად ვარ, რომ უკვე სიმშვიდისგან გული მიწუხს, 
საკლასო ოთახში ვიხუთები, 
ბოლო გაკვეთილს ვეღარ ვუძლებ, 
მისი სახე წინ მიდგას და ძალას მაცლის. 
ის, რომ მასთან არ ვარ ეს ერთია, მაგრამ მას მოწყენილს ვხედავ,
ეს კი ძალიან მძიმეა. 
მეც მოწყენილი ვარ და სიამოვნებით ვუცქერ წვიმას, 
ხალხი ქოლგებით დარბის, 
ცდილობენ წვიმას გაასწრონ, 
მე კი ეს სასაცილოდ არ მყოფნის. 
ჩემს გუნებაშიც წვიმს, საოცრად წვიმს, 
ეტყობა ჩემი დაღლილი, დაქანცული გული ტირის, 
მე კი ეს ცრემლებად გადმომდის. 
ფანჯრის ერთ მხარესაც წვიმს და მეორე მხარესაც, 
მე ჩემ ფიქრებში დავცურავ, მაგრამ მძიმედ ვარ, 
მენატრება ის სიგარეტი, რომელსაც ორ თითს შორის გავიჩრი და ტუჩთან მივიტან, 
საოცრად მენატრება, 
მენატრება მისი თბილი გაღიმება, 
ოცნებად მაქვს ქცეული მისი ფიქრები რომ ჩემსკენ იყოს მომართული. 
იქნებ ჩემზეც კი ფიქრობს? 
არ ვიცი, და ვერც გავიგებ. 
ცა ბობოქრობს, კიდევ უფრო წვიმს და უფრო გამალებით მღერის წვიმა, 
წკაპ, წკუპ, 
წკაპ, წკუპ. 
მე ვეღარ ვუძლებ წვიმის გამოწვევას, 
კლასიდან გავრბივარ, 
ჩავრბივარ კიბეებზე და უკითხავად გავრბივარ გარეთ, 
იმ წამსვე წვიმის ნაწილი ვხდები, 
მე სველი ვარ, 
მე წვიმას ვეკუთვნი. 
ის ისე ნაზად მეფერება სახეზე, 
ისე მიფრთხილდება, 
ვიცი, რომ ჩემნაირად არავის არ ეფერება და 
განსაკუთრებით ვუყვარვარ. 
გაუჩერებლივ ვბზრიალებ, 
კაბა ტანზე მეკვრის, 
ჩემს შიგნით წვიმს, ჩემს გარეთაც წვიმს, 
მას ვერ ვეხუტები, 
თუმცა წვიმის ჩახუტება უფრო ბევრს ნიშნავს, 
არ მცივა, 
წვიმა მათბობს, 
ყურში ჩუმათ მიჩურჩულებს, 
მიყვარხარ. 
ვიღიმი, ვცეკვავ და ვცეკვავ, 
ფანჯრებიდან იყურება ყველა, 
მე გიჟი ვარ, 
დიახ გიჟი ვარ. 
გაოგნებული სახეები, 
მისი სახე ყველაზე შორს ჩანს, 
მაინც არ მიყურებს გამბედავად, 
ეღიმება, ღაწვები ეკუმშება, 
მის თვალებში სიყვარული ჩანს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ უყვარს, 
მთავარია მას სიყვარული შეუძლია. 
არ ვარ მარტო, 
წვიმას ძალიან ვუყვარვარ, 
ბზრიალი არ მღლის. 
შემოდგომის ფოთლები მეყრება თმებზე, 
გაქცევა მინდა, 
არ მინდა გაჩერება, 
მე, ხომ სულ გავურბივარ ყველაფერს, 
ამ ცხოვრებასაც დიდი ხანია გავაცწარი, გრძნობებით. 
მიხარია, 
მე სიყვარული შემიძლია, 
მე ყველა და ყველაფერი მიყვარს, 
სახეზე ვეფერები ნაზ და ლამაზ წვეთებს, 
ტუჩებს ვაცმაცუნებ და ცეკვას ვაგრძელებ. 
ცელქი, პატარა ბავშვივით ვტანტალებ. 
არაა საჭირო ფეხსაცმელები, 
ამიტომ ვიხდი, 
მართლაც პატარა ბავშვივით ვარ, დავტანტალებ წვიმაში, ბედნიერებისგან ვანათებ. 
არ მოველოდი, რომ ის ჩამოვიდოდა, 
რადგან ის ისედაც ჩემთან იყო, 
მე მისი განუყრელი ნაწილი ვიყავი, 
ჩვენ ცხოვრებამ გადაგვაბა ერთმანეთს, 
და ჩვენ ჩემი სიყვარული გვაერთიანებს. 
მე მტირალა ვარ, 
ზეცაც მტირალაა, 
ისიც მტირალაა, 
მიყვარს ყველაფერი, მინდა ყველაფერს შევეხო, 
არ გავჩერდები, 
კიდევ დიდი ხანი, 
ეს მე ვარ, გიჟი და თბილად მომღიმარი ადამიანი. 
მე წვიმის ნაწილი ვარ .
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1837 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.