Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 22 » წყეული ღამე
8:27 PM
წყეული ღამე

გული გულსა სცემს, ბაგე კი ბაგეს,
არა თენდება წყეული ღამე.
ბორგვით ტანჯული ვეღარ ვოსვენებ
რა გაათენებს ამხელა ღამეს.

ფიქრი ფიქრსა სდევს, გონება ისევე,
დაძაბული მაქვს და შენსკენ იწევს.
ვეღარ ვიოკებ გრძნობათა ტალღებს,
ამ ტანჯულ ღამეს რა გადალახავს.

და იქნებ ისევ შენ შეძლო რამე,
რომ დამავიწყო წყეული ღამე.
ო, ღმერთო ჩემო! მიშველე რამე,
გადამავიწყე მტანჯველი ღამე.

ღამეა წყნარი, ღამეა მშვიდი
მე აღარაფრის აღარ მაქვს რიდი.
გავრბივარ უგზოდ, უკვალოდ ბნელა
და უკან მომდევს ვიღაცა ნელა.

უცებ გავჩერდი, ისევე ბნელა
და კვლვ ვიღაცა მოდის ნელ-ნელა.
შიშმა დამრია სხეულში ხელი.
წუთი - წუთს მხოლოდ სიკვდილსა ველი.

- ნუ გეშინია, არ ვარ მავნე.
უცებ ჩამეს ყურში და ავდექ
- ადამიანი დგას მხოლოდ ჩემს წინ,
გამოგზავნილი ღვთისაგან ერთი.

მითხრა გოგონამ და უცებ გაქრა,
გამოვიღვიძე შიშისგან კაცმა.
გონს რომ მოვედი ავდექი ნელა,
სარკმელთან მივედ, ისევე ბნელა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 680 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.