11:52 PM სიტყვები | |
სიტყვები არ მყოფნის ეს რომ დავწერო ეს ნათქვამი გავს უაზრო ბოდვას, მე არ მინდა რომ ვინმე გავთელო მე მინდა ავცდე სიკვდილის ცოდვას. ქვეყნად მოვედი სიმშვიდისათვის მინდოდა გული მქონოდა სუფთა, მაგრამ უაზრო ცხოვრებისათვის ყურებთან მესმის სიკვდილის სუნთქვა. მე არ მინდოდა ჯოჯოხეთის გზას რომ დავდგომოდი ეული მარტო, მხოლოდ მინდოდა სამოთხის გზაზე წავსულიყავი წმინდა და სათნო. მაგრამ უნდოა წუთისოფელი მე ვერ შევძელი ცოდვის აცდენა, თუმცა ძილშიც კი მიფიქრია ღმერთისკენ მავალ გზიდან გაცდენა. მხოლოდ ერთსა გთხოვ უფალო ღმერთო გზა გამინათე შენსკენ მონავალს, უნეტარესო და ერთადერთო მე შენ გაბარებ ჩემსვე მომავალს... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |