Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » სიყვარული თავდავიწყებაა♥

 


_ კაი, სად?
_ რავი, თუ გინდა თურქულში, ან "პროფილში", როგორც გინდა..."
არ მაქვს ამ ბაიათების თავი და თუ გინდა მომკალი...
"_ პროფილი იყოს..."
და მე, სუნთქვაშეკრული, მთელი 10 წუთით ადრე მოვიოდოდი, ჩვენ საყვარელ მაგიდასთან დავჯდებოდი, პაპიროზს (მუდამ თავისუფლებას რომ ქადაგებს, იმას) მოვუკიდებდი, მერე სიმპათიური ოფიციანტი გოგონას ტრადიციულ შეკითხვაზე - "რას ინებებთ?" - ასევე ტრადიციულად მივუგებდი "ველოდები, გმადლობთ..." და მერე...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1011 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (1)

 


..ლამაზი იყო ის დრო...დრო, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ლამაზ ფერებში იქარგებოდა, როდესაც სიყვარულით აღსავსე გულს მუდამ ემღერებოდა... განა შეიძლება ოდესმე დავივიწყო ის გაზაფხული, ყვავილები და ჩვენი სიყვარული.
...პაემანი... ჩვენი ერთად ყოფნის წამები, წუთები, საათები, რა მალე გარბოდა ჩვენთვის დრო, სულ უფრო და უფრო დიდხანს გვინდოდა ერთად ყოფნა, ვნატრობდით შეჩერებულიყო წამი... წამი რომელიც ასე ლამაზი და ტკბილი იყო ჩვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ ჩერდებოდა, გარბოდა და დგებოდა განშორების მწარე წუთები.პაემანი, წვიმაში,ქარში,თოვლში... ჩვენ ხომ ყოველთვის ერთმანეთს ვათბობდით ჩვენი სიყვარულით, ჩვენთვის არ არსებობდა სიცივე... მართლაც რომ მშვენიერი იყო ის დრო.პირველი თოვლი, პირველი პაემანი, პირველი კოცნა...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1366 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



არ დაგვავიწყდეს, რომ გარდა ხორცისა, არსებობს სული... და სულის წარწყმედას უეჭველად თან სდევს ხორცის ხრწნა.
კაცობრიობას დაღუპვა ემუქრება! - ხალხმა დაკარგა: ზნეობა, გაგება, ადამიანობა.
ერთადერთი ხსნა მგონია: სიყვარული, დიდი სიყვარული!
მინდა: ვიარო სიყვარულით!
დავთვრე სიყვარულში!
გავხდე სიყვარული!
ფხიზლად! - ცხოვრება წუთია!
ადამიანებო! მოგმართავთ ყველას:
ვიყოთ ერთად!
გვიყვარდეს ერთმანეთი!
მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ ერთმანეთს! - რა არის ამაზე ლამაზი, ამაზე ძვირფასი, ამაზე მშვენიერი?!..
აი, სულის დევიზი: სიყვარული შინ და გარეთ!
სიყვარული წინ და უკან!
სიყვარული ყველგან და ყველაფერში!..
მაშ, ვაფრქვიოთ:
სითბო,
სიტკბო,
სათნოება!
წინ სიყვარულისაკენ!..
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 986 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (1)




ზღვისფერი გაქვს თვალები და,თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და ,მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს,შენს სიყვარულს_ქარს,
და მოგიკლავ,მოღალატევ,მაგ ნაფერებ ქმარს...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1041 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



სიცოცხლის მეტი საქმე არა მაქვს,
სხვაც არა მინდა, გარდა მიყვარდე,
გარდა გხედავდე, სადმე ამაღამ
სულის ცხონებად გადამიყვანდე,

გადამაფრენდე, გადამაგდებდე,
როგორც ვარსკვლავი ცას ეჯახება,
გზასაც ვკარგავდე, ანდა ვაგნებდე,
მომწონს სიჩუმე ხმის შეთანხმებად,

აგე, ის კაცი – არაფრის მქმნელი,
აგე, ის კიდევ – გელათს აშენებს,
თანაბრობა მღლის ნათელი-ბნელის,
ძაღლიც მთვარეს ღრენს, მგელთა ნაშინებს
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 814 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



თენდება.....................
ახალ ცხოვრებას იწყებს ყველა ცოცხალი არსება,ყველასთვის ბედნიერებისა და იმედის მომცემია ახალი დღის გათენება. ერთადერთი ვინც ამ ბედნიერებას ვერ იზიარებს ეს სიყვარულით ტანჯული და განადგურებული გოგონაა. რომლისთვისაც ეს ცხოვრება უფერო და ამაოა. ძნელია გაუგო გოგონას რომელსაც ტკივილი, იმედგაცრუება და უზომო ტანჯვა უსერავს გულს.,ძნელია გაუგო მას ვისაც უიმედოდ უყვარს და რომელსაც სიყვარულში არ გაუმართლა.მას ხომ ყოველი დღის გატენებასთან ერთად საკუთარ თავთან ჩიდილი უწევს რათა ახალი თვალით დაინახოს სამყარო მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა იგივე ფიქრებსა და განცდებს უბრუნდება. ახალი დღე რომელიც ადამიანებისათვის ახალი ცხოვრების საწყისია ამ გოგონასასათვის რომელსაც უიმედოდ უყვარს ტკივილისა და ტანჯვის ახალი საწყისია. ......................................................................გადის დრო ტანჯვასა და ვაებაში გოგონა ნაღვლიანი შესცქერის ქუჩაში მოსიარულე ბედნიერ წყვილებს. და მისი ტკივილი კიდევ უფრო მძაფრთება რადგან მას აღარ აქვს ბედნიერების იმედი და ეს ტკივილი კლავს მის გულს რომელიც აღარასოდეს გაცოცხლდება სიყვარულისათვის და სწორედ აქ იწყება დასასრული ამაო ყოფისა.
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 831 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (1)


მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას...

...

მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და კიდევ, საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე მუდამ ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1594 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 19 20 21 22 23 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.