Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » გარდა მიყვარდე
4:18 PM
გარდა მიყვარდე


სიცოცხლის მეტი საქმე არა მაქვს,
სხვაც არა მინდა, გარდა მიყვარდე,
გარდა გხედავდე, სადმე ამაღამ
სულის ცხონებად გადამიყვანდე,

გადამაფრენდე, გადამაგდებდე,
როგორც ვარსკვლავი ცას ეჯახება,
გზასაც ვკარგავდე, ანდა ვაგნებდე,
მომწონს სიჩუმე ხმის შეთანხმებად,

აგე, ის კაცი – არაფრის მქმნელი,
აგე, ის კიდევ – გელათს აშენებს,
თანაბრობა მღლის ნათელი-ბნელის,
ძაღლიც მთვარეს ღრენს, მგელთა ნაშინებს,

ჭეშმარიტება – მტკნარი სიცრუე,
მკვდარი ბარტყივით, მტკვარივით მღვრიე,
მაინც ვიფრინე, მაინც მივცურე
ფიქრიც საფენად გადავიხვიე,

გარდა მიყვარდე სხვა საქმე არ მაქვს,
შენც ჩემთან გინდა, მაგრამ ვინ გიშვებს,
შენი სიზმრებით სადმე ამაღამ
აბსოლუტური, დიდი სიგიჟე

შემომიფინე, შემომიხიზნე,
გავყვე საგიჟეთს – გავყვე ქარავანს,
ვერ მოვითმინე თრობა-სიფხიზლე
სიცოცხლის მეტი საქმე არა მაქვს,

სხვაც არა მინდა გარდა მჯეროდეს,
ისევ სიცოცხლით ტკბობის თანახმად,
უწმინდეს მხარეს, იქაც ჯერ, ოდეს
დაე მიყვარდე სიზმრის გადაღმაც.
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 810 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.