Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » ლამაზი იყო ის დრო
6:41 PM
ლამაზი იყო ის დრო

 


...ლამაზი იყო ის დრო...დრო, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ლამაზ ფერებში იქარგებოდა, როდესაც სიყვარულით აღსავსე გულს მუდამ ემღერებოდა... განა შეიძლება ოდესმე დავივიწყო ის გაზაფხული, ყვავილები და ჩვენი სიყვარული.
...პაემანი... ჩვენი ერთად ყოფნის წამები, წუთები, საათები, რა მალე გარბოდა ჩვენთვის დრო, სულ უფრო და უფრო დიდხანს გვინდოდა ერთად ყოფნა, ვნატრობდით შეჩერებულიყო წამი... წამი რომელიც ასე ლამაზი და ტკბილი იყო ჩვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ ჩერდებოდა, გარბოდა და დგებოდა განშორების მწარე წუთები.პაემანი, წვიმაში,ქარში,თოვლში... ჩვენ ხომ ყოველთვის ერთმანეთს ვათბობდით ჩვენი სიყვარულით, ჩვენთვის არ არსებობდა სიცივე... მართლაც რომ მშვენიერი იყო ის დრო.პირველი თოვლი, პირველი პაემანი, პირველი კოცნა...
ჩვენ ხომ ერთად არავინ და არაფერი გვახსოვდა, თავდავიწყებას ვეძლეოდით, ვსაუბრობდით მომავალზე, თუმცა არ ვიცოდით ცხოვრება რას გვიმზადებდა. გულის სიღრმესი ერთმანეტის დაკარგვის შიში ბობოქრობდა... სიხარულით გვიბრწყინავდა თვალები, თუმცა ბევრი ცრემლიც დაგვდენია, განა არსებობს სიყვარული ცრემლ;ის გარეშე? არა, მას ხომ მუდამ თან დასდევს ცრემლთა წვიმა... გადიოდა დრო, ჩვენი სიყვარული კი დღითი დღე ძლიერდებოდა, ღრმავდებოდა, მას ვერავინ და ვერაფერი ვერ მოერეოდა, თუმცა ის დროც დადგა როდესაც დიდი წინააღმდეგობა გადაგვეღობა, ეს კი თითქოს ერთგვარი გამოცდა იყო ჩვენი სიყვარულისა, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, სიყვარული მუდამ იმარჯვებს, ნამდვილ სიყვარულს ხომ დაბრკოლების არ ეშინია, ჩვენ გადავლახეთ ეს გამოცდა და კიდევ უფრო გაძლიერდა ჩვენი სიყვარული. არასოდეს გვიოცნებია, რადგან ოცნების კოშკის აგება მუდამ მეშინოდა, იქნებ უეცრად თავზე დაგვენგრას ეს კოშკი? ჩვენ მუდამ რეალურად ვუყურებდით ცხოვრებას და მუდამ გვჯეროდა, რომ ერთად ვიქნებოდით, გვჯეროდა, რომ ჩვენი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გაგვყვებოდსა და იქაც, იმ ქვეყნადაც მუდამ იარსებებდა.
"ჩემო სიცოცხლე რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, სიყვარულით აღსავსეს, გიშერივიტ შავ თვალებს... როგორ მიყვარდა მათში ჩახედვა, რადგან მათში ვკითხულობდი უდიდეს სიყვარულს! შენი ხელის შჱხებით როგორ თრთოდა ჩემი სხეული, ყოველი შენი სიტყვა როგორ ახარებდა ჩემს გულს, რა ტკბილი იყავი მუდამ სათუთად მეპყრობოდი და ჩვ ენს სიყვარულს ალამაზებდი, თუმცა ხშირად მაწვალებდი და შერიგების ტკბილი წუთებით ტკბებოდი, მართლაც რომ ტკბილია შერიგების წუთები... შენ მუდამ არაჩვეულებრივი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი იყავი, ხარ და მჯერა მუდამ ისეტი იქნები როგორიც შემიყვარდი."
ლამაზი იყო ის დრო და დღესდრეობით კიდევ უფრო ლამაზი და მშვენიერია, რადგანაც ჩვენი სიყვარულის წყალობით ერთად ვართ და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ერთად ვიქნებით!
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1358 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.