Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » დღიურიდან
6:42 PM
დღიურიდან

 


_ კაი, სად?
_ რავი, თუ გინდა თურქულში, ან "პროფილში", როგორც გინდა..."
არ მაქვს ამ ბაიათების თავი და თუ გინდა მომკალი...
"_ პროფილი იყოს..."
და მე, სუნთქვაშეკრული, მთელი 10 წუთით ადრე მოვიოდოდი, ჩვენ საყვარელ მაგიდასთან დავჯდებოდი, პაპიროზს (მუდამ თავისუფლებას რომ ქადაგებს, იმას) მოვუკიდებდი, მერე სიმპათიური ოფიციანტი გოგონას ტრადიციულ შეკითხვაზე - "რას ინებებთ?" - ასევე ტრადიციულად მივუგებდი "ველოდები, გმადლობთ..." და მერე...
და მერე შემოანათებდი და მე მექანიკურად ავდგებოდი და ალბათ საფერფლესაც ავკრავდი იდაყვს და არ შევიმჩნევდი და შენ გაიღიმებდი და მე ვინ იცის მერამდენედ გამიხარდებოდა რომ ხარ და კიდევ უფრომერამდენედ ვინატრებდი რომ მხოლოდ ჩემთვის გეარსება და მარცხენა ლოყებით ერთმანეთს ვეამბორებოდით ნახევარი წამით და მე მეორე ნახევარი წამისთვის მთელი ჩემი ცხოვრების ნახევარს დავთმობდი, მაგრამ ამბორი დამთავრდებოდა იქ სადაც ყველაზე კარგია ცხოვრება და მეც გაუფასურებული ფულივით, ხელში შემრჩებოდა ჩემი ნახევარი ცხოვრება...
და შენ დაჯდებოდი...
მერე მეც მივხვდებოდი რომ უნდა დავმჯდარიყავი და დავიწყებდი რაიმე არც ისე მნიშვნელოვან თემაზე ლაპარაკს და შენც ხალისით ამყვებოდი... წამით ორივეს დაგვავიწყდებოდა, რომ შენ საქმეზე დამიბარე...
მე იმ ყველაზე ბედნიერ დროს შევინახავდი და გამოვიზოგავდი, რასაც "მჯერა, რომ იმას მეტყვის" ჰქვია... გულის სიღრმეში მშვენივრად მივხვდებოდი, რომ სულ სხვა საქმეზე დამიბარე, მარა ხო იცი, გულს უხარია და ამიტომაც, სანამ საბოლოოდ დავრწმუნდები, რომ ის, რაზეც უნდა მელაპარაკო შორს დგას გრძნობისგან, აღარ გაჩქარებ და გულის იმ კუნჭულს ვახარებ, რომელსაც ჯერა რომ იტყვი:
"_ იცი, ვიფიქრე და მე და შენ..."
ზუსტად ასე იტყოდი, არ დაიბნეოდი, უბრალოდ ნახევარწამიანამბორიანი ლოყა ოდნავ შეგივარდისფრდებოდა და ალბათ მაგიდის შუაში დადებულ საფერფლეს გაუსწორებდი მზერას... მერე ალბათ ამომხედავდი...
მერე მე რაღაც ისეთს ვიზამდი, რისი დაგეგმვაც შეუძლებელია, მერე შენ სახელს ვიყვირებდი მაჟორულ ტონალობაში და ბევრსბევრსბევრს გიმღერებდი და გამიხარდებოდა, რომ ერთადერთი რაც საკამათო დაგვრეჩებოდა კინოსა და თეატრის და "რეალისა" და "იუვენტუსის" შედარებითი დახასიათებები იქნებოდა და აქაც დაგითმობდი...
მერე მართლა ვიბოდიალებდით ჩვენი დიდი ქალაქის პატარა ქუჩებში და მე ამაყად გადავხედავდი სამყაროს... სამსახურებიდან დავურეკავდით, მივწერდით ერთმანეთს, შენს საყვარელ კინოშიც წავიდოდით და ჩემ საყვარელ თეატრშიც... მერე ზაფხულში შვებულებებს დავამთხვევდით და ზღვაში ჩამავალ მზეს შევხედავდით ერთად... მერე ბევრს ავისრულებდით ისეთს, აი, მაშინ, მატარებელში რომ�� დავგეგმეთ...
ადგილები რომ არ იყო და ერთ საწოლზე რომ აგმოვჩნდით კუპეში, ორივვეს რომ გვრცხვენოდა დაძინების და მთელი ღამის ლაპარაკის შედეგად რომ აღმოვაჩინეთ _ თურმე ორივეს გვყვარებია უბრალოება და ძილის წინ ნინო ქათამაძის რაიმე რომანტიკული მუსიკის მოსმენა... სადმე უკაცრიელ კუნძულზე წასვლა და ოქროსფერ პლაჟზე მხოლოდ ერთ ადამიანთან ერთად ყოფნა...
იცი, ახლა ჩემი ოცნებები ერთადერთს მოიცავს... მინდა მქონდეს ოროთახიანი ბინა, სადმე გარიყულში, იქ, სადაც ცოტა ხალხი ცხოვრობს, მოვაწყობდი ჩვენებურად, მოვახატვინებდი ვინმე უცნობ, ნიჭიერ მხატვარს კედლებს, ჭერზე ფოსფორის ვარსკვლავებს მივაკრობდი, ოთახშიკომპიუტერს დავიდგამდი და ვწერდი და ვწერდი... მანქანა მეყოლებოდა, რაიმე უბრალო, თვეში 100 $, დღეში 1 კილოფი პაპიროზი და... და გამგები მდედრი... აი, სახლში დაღლილი რომ მოვიდოდი:
"_ დაიღალე?" _ მეტყოდა.
"_ არა, არც ისე..."
"_ ახლავე გასადილებ." _ გამიღიმებდა.
კომპიუტერს მივუჯდებოდი, წერას დავიწყებდი, ზურგიდან მომეპარებოდა, კისერში მაკოცებდა და მე წერას შევწყვეტდი...
სითბო მინდა... სითბო მინდა მე!!!
გახსოვს, ურეკიდან ქობულეთში შუაღამით ფეხით რომ წამოვედით? ჰეი, რა მაგარი იყო არა? ბოლოს ვიღაც ჯიგარმა ბიძამ რომ გაგვიჩერა მანქანა და წაგვიყვანა... მერე შენ ფეხზე რომ გაიხადე და "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გავიარე რაა მამული" რომ დადგი ცოცხლად...
შუაღამით უკაცრიელ ადგილას, ჩაბნელებულ ზღვისნაპირს მივუყვებოდი და აი, მაშინ მივხვდი, რომ ფეხებზე მეკიდა მთელი ცივილიზაცია თავისივე ცივილური სამყაროთი, იმიტომ, რომ ყველაზე "თბილილური" არსება გვერდით მყავდა...
მალთაყვაში, ბევრნი რომ ვიყავით, სულ ჩვენები და შენზე რომ ჩამეძინა გახსოვს? მერე გამოღვიძებულს რომ შემცივდა და შენი პირსახოცი რომ მომასხი და რომელიღაცა ჩვენთაგანმა ხელი რომ გადაგხვია და ეჭვით რომ მოვკვდი...
მერე ზუგდიდში, დადიანების სასახლეში რაღაც რომ დაიბადა და მალევე რომ მოკვდა... ქობულეთში რომ მოკვდა, კარაოკეში, "გნებდები" რომ გიმღერე და შენ რომ მალე წახვედი...
მერე ტაოში რომ დავადგინე _ სულ გა-ცივი-ლებულხარ _ და ერთერთ სასტუმროში, (მგონი ხოფაში) შუაღამით, აივანზე რომ გავედი და:
"_ ქეთიიიიიიიიი!" _ ვიყვირე მინორულ ტონალობაში...
შენ მაშინ ალბათ ტკბილად გეძინა. მე სასტუმროს ადმინისტრატორმა დამირეკა ნომერში და ინგლისურნარევი თურუქლით რაღაც მითხრა... ვერ გავიგე, ალბათ, გაჩუმდი, როგორ არ გრცხვენია, ხალხს ძინავსო, ან თუ მაინც და მაინც, ცოტა მაჟორში ქენიო! _ და რაღაც ამდაგვარი... მეთქი, ბებიაშენისამ, თქვენი მოლა ყოველი დილის 6 საათზე სულ თურქული მარშით მაღვიძებს და მთელი სასტუმრო კმაყოფილია მაგის მოთქმით რა! მაგას ისევ გიგა კვენეტაძის მოსმენა ჯობია და ვაბშე, მოცარტს თქვენი ფოლკლორული მუსიკა მოსმენილი რომ ჰქონოდა ამ მარშს სულ სხვა სახელს დაარქმევდა-თქო. მე ქართულ-რუსულად ვიბლატავე, მარა შენი გადამკიდე ისე მქონდა ნერვები, რომ თურქული რომ მცოდნოდა იგივეს გავუმეორებდი კაკ მონიმუმ...
იმის მერე აღარ ვყვირი, უბრალოდ ბევრს ვფიქრობ და სიზმრებს ვხედავ... მერე ვერთობი ხოლმე და მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჩემი არსებობა უხარიათ და ვწყნარდები მანამ სანამ შენ გნახავ... მერე ყველაფერი თავიდან იწყება...
"კარგო, მინდა რომ გავდე მაისს, მინდა გიყვარდე მაინც"...
ამას როცა გიმღეროდი მაშინ რას წარმოვიდგენდი...
და ბევრი ვნახე კიდევ შენს შემდეგ და კიდევ ბევრს ვნახავ და ხანდახან მართლა აღარ არსებობ დიდი ხნით და ხანდახან მეც ჩავყვინთავ და უდარდელად მძინავს, მაგრამ მაინც ასეა და ჰა... რომ დაგინახავ ასე ვფიქრობ:
"ქეთი _ ყველაზე მაგარი სახელი მსოფლიოში!"
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1002 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-01-07 - 7:48 PM

dry thumb kargi iyo smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.