Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 15 » შენ გაზაფხულზე მიმატოვე მშვიდი თვალებით
4:18 PM
შენ გაზაფხულზე მიმატოვე მშვიდი თვალებით

შენ გაზაფხულზე მიმატოვე მშვიდი თვალებით,
როცა აპრილის ფერად კაბებს სიო არხევდა,
როცა სიცოცხლის ყმაწვილური შემოძალებით
ზეცამ სატურნიც ეშმაკურად ჩამოახედა.

როცა ზაფხულის მობრძანების ხმებიც გაისმა,
როცა ბულბულსაც მოენატრა ვარდთან გალობა,
მე ზღაპარივით გაფრენილმა ტურფა მაისმა
შენთან შეხვედრის ერთი წამიც არ მიწყალობა.

ახლა შევყურებ შემოდგომის დღეთა თენებას,
ყველა სიკეთემ ჩამიქროლა ახლა ქარივით
და რომ ვიხსენებ შენს უსაზღვროდ მდიდრულ მშვენებას
წუთისოფელიც მეჩვენება მათხოვარივით.

ზამთარი მოდის უშენობის ბნელი ზმანებით...
მე და ოცნება შენს აჩრდილსღა ვეთაყვანებით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 903 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.