Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » შენ
11:41 AM
შენ
არა ხარ ღირსი, რომ კვლავ მიყვარდე
და ამას უკვე მოვთქვამ გოდებით.
მაინც მიყვარხარ და იცი რატომ?
შენ გამიღვიძე გულში გრძნობები.

შენით ვიგრძენი მე სიყვარული
და შენ მასწავლე ღრუბლებში ფრენა.
შენ მომანიჭე მე სიხარული
და ახლა უკვე ვერ დაგთმობ, ვერა.

თუნდ უკვე ჩემად ახარ ითვლები,
ჩემი გრძნობები ფეხ ქვეშ გატელე.
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო გელი.
რამდენი ხამე თეთრად ვათენე...

ღამე უძინარს, კვლავ შენზე ფიქრში,
თეთრად მათოვდა თოვლის ფანტელი.
შენ კი ყოველთვის იყავ მშვიდი,
მე კი ამავ დროს - ღამენათევი.

შენ მშვიდი ძილით გეძინა როცა,
ბალიში მლაშე ცრემლებით ვნამე.
და გავიხსენე პირველი კოცნა,
კოცნა, რომელიც გულში დავმალე.

და ამდენი ხნის განმავლობაში,
ამის შესახებ არავინ იცოდა.
გულმა ვერ გასძლო მორტოობაში
და საიდუმლო გამხელა სცოდა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 814 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.