5:13 PM საძმოს სახელით | |
ეს ყველაფერი არ დაწყებულა ერთ მშვენიერ დღეს, ეს ყველაფერი დაიწყო ერთ წვიმიან დღეს, როცა ქუჩაში არავინ მოძრაობდა გარდა გულჩათხრობილ;ი ადამიანებისა.... ,,- გამარჯობა’’ ღიმილით მომესალმა. მისი ღიმილი არასოდეს დამავიწყდება, ან როგორ უნდა დამავიწყდეს, მისი სახის თითოეული ნაკვთი ისე იყო შერწყმული ერთმანეთში სრულყოფილების შედევრი გეგონებოდათ. რვა წლის ბავშვივით, რომელიც შეყვარებულის წინაშე დგას და მუხლები უკანკალებს სირცხვილისაგან, ეგრე დამემართა მეც, მაგრამ არ ვიცი რატო, შეიძლება მისმა ღიმილმა, თუ მომწონს?! ეჭვი შემეპარა მაგრამ სად მქონდა მაგაზე ფიქრის დრო. არ უნდა შემემჩნია არაფერი თორე შევრცხვებოდი! ,,-გამარჯობა, მაგრამ კომპლიმენტს არ გეტყვი, რადგან მებეზრებული გექნება.” თუმცა ეს უკვე კომპლიმენტი იყო და ტვითონაც მიხვდა ამას. სრულიად უცნობი გოგო, რომელსაც წვიმა თმას უსველებდა და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა არემარეს. მისი სუნამოს სუნი დღესაც მახსოვს! რომლის სახეზეც წვიმის წვეტები იყო ცრემლების მსგავსი და სხვათაშორის უხდებოდა კიდეც! ,,- მე მარი მქვია.” ცოტა გაკვირვებული ხმით წარმოტქვა, რადგან ინიციატივა მისგან მოდიოდა, რაც არც თუ ისე ხშირად ხდებოდა ხოლმე. ,,-გიო...” ,,-რა გიო?” გაეცინა. ,,-მე გიო მქვია” შემამჩნია მორცხვობა.... ვაიმე, გოგოსთან საუბრისას ენა როგორ დამება ჩემთვის გავიფიქრე და შემრცხვა კიდეც ჩემი თავის. მისი შავი თვალები, ბევრისმთქმელი, სათნო და სევდიანი იყო. მემგონი ჩავიძირე მის თვალებში და ამოსვლაც არ მომნდომებია.... გასეირნება შევთავაზე და დამთანხმდა კიდეც. უაზროდ ვსეირნობდით და თავსაც არ ვაფარებდით წვიმას. ჩუმად ვიყავით ორივე, უბრალო ღიმილით შევხედავდით ხოლმე ერთმანეთს და ეგ იყო ჩვენი საუბარი. ერთმანეთის თვალებში ვკითხულობდით სათქმელს და ჩუმად ამიტომ ვიყავიტ. სახლამდე ისე მივაცილე ხმა არ ამოგვიღია არცერთს, ანდაც იყო რო ეს მისი სახლი? სახლში მისულს, არც სიცივე მახსოვდა და არც ის რომ სველი ვიყავი. მისი შავი თვალები მედგა თვალწინ და ვცდილობდი შიგნით ღრმად ჩამეხედა, მაგრამ არ გამომდიოდა, ჩვენ ხომ არც კი გვილაპარაკია. სამი დღე გავიდა მას შემდეგ, მაგრამ თავიდან არ ამომდიოდა მისი ღიმილი და თვალები! იმედიც აღარ მქონდა მისი ნახვის. იმ ადგილას ვსეირნობდი ხოლმე სადაც პირველად ვნახე, მაგრამ უშედეგოდ, ის მაინც არ ჩანდა! საღამოა დაახლოებით რვა საათი. ბნელა კიდეც. ლამპიონები ანათებენ ქუჩას. მარტო მივუყვები ტროტუარს და უეცრად უკნიდან სიცილის ხმა მესმის. ყურადღება არ მივაქციე. ,,- გიო შენ ხარ?’’ ,, - ვა! მარი?!’’ გამიხარდათქო არ დავწერ იმიტომ რომ ისეც მეტყობოდა სახეზე ბედნიერება! ამ საღამოზე კი ნამდვილად ვიტყვი მშვენიერი საღამო იყოთქო, რადგან მარი ვნახე. უკვე ამინდით კი არ ვწყვეტდი დღის სილამაზეს, არამედ იმითი, მარის ვნახავდი თუ არა! ერთხელ გავუშვი ხელიდან და მეორედ აღარ ვაპირებ ეგეთი სისულელეს ჩადენას. მარის თვალებში ჩახედვისას მივხვდი რა გრძნობა ჰქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა არ იმჩნევდა. ასე გრძელდებოდა 3 თვის განმავლობაში. ეს სამი თვე ჩემ ცხოვრებაში ლამაზი და დაუვიწყარი დრო იყო. ლაპარაკით მე და მარი მხოლოდ ტელეფონზე ვსაუბრობდით და იქაც შემოვლით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ანუ პირდაპირ არაფერს ვამჟღავნებდით. მეოთხე თვე იწურებოდა იმის შემდეგ რაც ქუჩაში გაწუწული შევხვდით ერთმანეთს და ეს ყველაფერი მოუბეზრებელი იყო. ყოველი დღე მისი ღიმილით იწყებოდა და მისი თვალებით მოდიოდა. უკუნეთი ღამესავით უკუნეთი თვალები ჰქონდა და მეც მსიამოვნებდა ამ სიღრმეში ხეტიალი. ვეძებდი რაიმე ხელჩასაჭიდს, დროს როდის გამოვუტყდებოდი ჩემს გრძნობებში, რაც უკვე ნათელი იყო! მაგრამ მეშინოდა საკუთარ გრძნობებში გარკვევა, რადგან მეშინოდა არ მომბეზრებოდა მისი სიახლოვე! მარი სწორედ ის პიროვნება იყო, რომელმაც გადამაჩვია მომავალზე ფიქრი და დღევანდელი დღით მაცხოვრა. ,,- მარი იცი....’’ შემაწყვეტინა საუბარი. ,,-კი ვიცი და ნუ მეტყვი იმას რაც ისედაც ნათელია!’’ ,, მარი მე...’’ ისევ შემაწყვეტინა. ,,- ნუ მეტყვი გიო იმას რამაც შეიძლება ერთმანეთი მოგვაბეზროს’’ ,,-მარი მე არასდროს მომბეზრდება შენი ლამაზი სახის ყურება! შენი ღამესავით ღრმა და ბნელ თვალებში ყურება. ,, -მეც გიო...’’ ღიმილით მიპასუხა. ,, -მარი იცი რა ძნელია, როცა სიტყვები ყელში გეჭედება და გარეთ გამოსვლა სურთ, იცი რა ძნელია ამის ატანა?’’ ,, - ვიცი გიო, მაგრამ ზოგჯერ უსიტყვოდ ჯობია ყველაფერი გაირკვეს....’’ საღამო იყო, უფრო სწორედ ღამე. ქუჩა ჩაბნელებული იყო, მხოლოდ ერთი ლამპიონიღა ბჟუტავდა მკრთალად, რომლის ქვეშაც მე და მარი ვიდექით. უეცრად ქუჩაში ხმაური ატყდა! სადარბაზოდან ჩემი ძმაკაცი გამორბოდა და უკან 2 იარაღიანი ბიჭი მოსდევდა! რაღა ბიჭი, დაახლოებით 25-26 წლის იქნებოდნენ. ,,-გიო გაიქეცი!!!!’’ განწირული ხმით დაიყვირა ძმაკაცმა. სროლის ხმა..... ,, - მარიიიიიიიიიიი!!!!” ,,- გიო მეშინია” ,, მარი შენთან ვარ ნუ გეშინია!!!” ჩემი ძმაკაცი აიყვანეს, თურმე იმ ახვრების ვალი ჰქონდა ჩემ ძმაკაცს და მალავდა ამას. ეთქვა მაინც ერთად გადავუხდიდით საძმაკაცო. აქ დიდ თანხაზე იყო საუბარი მაგრამ მაინც... ზაზას ძახილზე მიხვდნენ რომ მე მისი ძმაკაცი ვიყავი და მარისთან ერთად მეც ამიყვანეს. სადღაც ბნელ სარდაფში ჩაგვიყვანეს სადაც ერთი ნათურა, ისიც ობობის ქსელებში გახლართული თვალისმომჭრელად ანათებდა.... ისინი ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ, გამიგია მათი სახელები, უაზროდაც კი მოუკლავთ ხალხი, მაგრამ ფულიანი მამიკოს ბიჭები იყვნენ და ყოველთვის ამართლებდა სასამართლო... რა მექნა არ ვიცოდი... გაიქცევი გესვრის. მოწმეები არ სჭირდებთ ჩემებსაც დახოცავენ. ვიჯექი ჩემთვის და ბოლო წითებით ვტკბებოდი. მე თუ მომკლავდნენ ბედნიერი მოვკვდებოდი, რადგან მარის და ჩემი ძმაკაცის გვერდით მოვკვდებოდი და საიქიო ცხოვრებასაც ერთად გავაგრძელებდით! გვერდზე პატარა ოთახი იყო, სადაც ის ტიპები იყვნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ, თან სიცილის ხმა გამოდიოდა, რაც უფრო და უფრო მიშლიდა ნერვებს! გამოვიდა ერთი და ეუბნება ჩემ ძმაკაცს. ,,- განახებ როგორ უნდა გადაგდება! წამება ნახე არჩევანის წინაშე როცა დადგები!’’ ,,- რა არჩევანი?!’’ ჩემმა ძმაკაცმა გაკვირვებული ხმით უთხრა ,,-უყურე ერთი ამ ლაწირაკს! რა არჩევანი და აირჩიე, ან გოგო ან ბიჭი” ,,- ვერ მივხვდი რაზე მელაპარაკები!” გადატენა იარაღი და მიხვდა ჩემი ძმაკაცი რა არჩევანის წინაშე იდგა! თუმცა მიხვედრა ძალიანაც არ უნდოდა! ,,- ჰა ბიჭო! მიმიხვდი რაზე გელაპარაკები. მე მოწმეები ფეხებზე მკიდია ხვალ მაინც საზღვარგარეთ მივფრინავ! ერთ-ერთი ამოირჩიე რომელი გააგრძელებს დამძიმებული ამ სიცოცხლეს და რომელი მოკვდება შენი არჩევანის შემდეგ!” ჩემი ძმაკაცი მუხლებზე დაეცა და ხმამაღლა ღრიალი დაიწო! არ იცოდა რა ექნა, მაგრამ მე ხო ვიცოდი ვისაც აირჩევდა და მე მარის გარეშე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებდი. მე: ,,- ძმა ძალიან გთხოვ მე მომეცი ამ არჩევნის გაკეთების უფლება!” ძმაკაცი: ,,- რას ამბობ გიუშ?!” გაკვირვებულმა მითხა. მე: ,,-მომეცი არჩევანის გაკეთების უფლება ბიჭო!” ნერვებმა მიმტყუნა და დავუყვირე. ძმაკაცი: ,,-შემიძლია ჩემ ძმაკაცს მივცე აღჩევანის გაკეთების უფლება?!” თავჩაღუნულმა წარმოთქვა. ,,-რაც გინდა ის გიქნია, მთავარია უნდა გაწმარდე გესმის შენ!” ზიზღის თვალებით შეხედა ჩემს ძმაკაცს. ძმაკაცი: ,, -მიდი გიო” ისე მითხრა ეს ორი სიტყვა, რომ მასში სინანული და შიში არ იგრძნობოდა! მე: ,,- სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ შეიძლება პასტა და ფურცელი რომ მომცეთ?” ,,-გვერდზე ოთახში ყრია და აიღე!” მე: ,,- შეიძლება რაღაც დავწერო, შევალ გვერდზე ოთახში და დავწერ რაღაცას თუ შეიძლება?!” ,,-მიდი მიდი ოღონდ მალე ქენი!” აგდებული ხმით შემომყვირა. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ის რომ ჩემმა ძმაკაცმა მომცა არჩევანის გაკეთების უფლება ამით აიხსნა ჩვენი ძმობის სიწმინდა! მას არ ეშინოდა სიკვდილის და არა იმიტომ რო მე გოგოს გავწირავდი არამედ იმიტო რომ ის უკვე ამაღლდა, რადგან საკუთარი სიცოცხლე მანდო!... | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |