Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 8 » სადღეგრძელოები სიყვარულზე
12:18 PM
სადღეგრძელოები სიყვარულზე
პირველ კოცნას გაუმარჯოს
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს
მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები
და ცრემლებისას დააყენებ გუბეს
იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს
მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ
მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას
მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ.


როდესაც ზიხარ ჩაფიქრებული და გეკითხებიან რაზე ფიქრობო,
შენ პასუხობ არაფერზეო
მოდი ამ არაფერს გაუმარჯოს, რომელიც
სხვისთვის არაფერია შენთვის კი ყველაფერი!!!


წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს,
ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს,
თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს
იმ მზერით,რომ ყველაფერს გეტყვის.
სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს,
ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს.
დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს.
იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს.
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს,
ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს . .

დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს,
ყველაზე მოწყენილ დღეს,
თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს
უფსკრულს,ბილიკსა და გზას,
ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,
ყველა გზააბნეულ მგზავრს,
ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს,
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს,
ყველაზე დაჩაგრულ გულს,
ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზადაკარგულს ერთს,
ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის
მადლი მოვახსენოთ ღმერთს


მე სიყვარულის სადღეგძელო
მინდა დავლიო,
ნება მომეცით მოვიმარჯვო
ხელში ფიალა და ამ სასმისით
გაუმარჯოს მოდით იმ გულებს ,
სადაც ამ გძნობამ მთელი
ძალით დაიფრიალა!

პირველი სიყვარული არ გაგვახარებსო, მართალი უთქვამს ხალხს,
პირველი სიყვარული არ გამართლდებაო მართალი უთქვამს კაცს.
პირველი სიყვარული ყველას ეკარგება,
როგორც მარგალიტი რამ,
პირველი სიყვარულით ვინც ისარგებლა იმ კაცს გაუმარჯოს კვლავ!!!


მე ვადღეგძელებ იმ დიდი სიყვარულს ჩუმად , უსიტყვოთ გულში რომ კვდება,
მე ვადღეგძელებ იმ მონატრებას რომლის შეგრძნება არასდროს ქრება...



ამ ჭიქით
ყველა იმ გულგატეხილ ქალს გაუმარჯოს
ვისზედაც ცხოვრებას მწარედ დაუთოვია
გულში უტირია არ დაუმჩნევია
ტკივილის წამალიც არვისთვის უთხოვია.
ამჭიქით
ყველა იმ ბედნიერ ქალს გაუმარჯოს
ვინც დღეს ნამდვილად ბედნიერია,
ვისაც არ ტკივა სული ღუღუნებს
და სიყვარულით დაუმღერია.
ამ ჭიქით
ყველა იმ ქალს გაუმარჯოს
ნაღდი სიყვარული ვისაც შეუძლია
გულში ჩაგახუტებს ოჯახს შეგიქმნის
და სიკვდილამდე შენი ერთგულია.
ამ ჭიქით
ყველა იმ გოგოცუნას გაუმარჯოს
ვინც საქალბატონოდ გასაზრდელია
მადლი უფლისა აღარ მოშლოდეს
აშოროს ყველა განსაცდელია!
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 2240 | დაამატა: BASMACHA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.