Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » ♥სადღეგრძელოები♥
10:24 PM
♥სადღეგრძელოები♥

მოდით იმ მონატრებას გაუმარჯოს,გვერდით რომ გეჯდეს და მაინც გენატრებოდეს!!!
***
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც ეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლა და მაინც სიყვარული შეუძლია,
ვისაც სიყვარულზე წმინდა გრძნობა, არსად არასოდეს ეგულება,
ვისაც უსულგულოდ უღალატეს, მაგრამ მაინც დარცნენ ერთგულებად.
ვინც ბევრი ღამე მწარედ ფიქრში ან თამბაქოს კვამლში გაათია,
ვინც უსაზომო სიყვარული, მუჭისხელა გულში ჩაატია.
ვისაც ხვთაებრივი სახატები წვრილი კენჭებითაც აუგია
ვისაც საფიცარი სეუბღალეს, მაგრამ გულში სიავე არ გაუვლია,
ვისაც არაერთხელ დაუნგრიეს ლოცვით ნაშენები ეკლესია,
ვინც ქრისტესათვის ჯვარს ეცვა და გვირგვინს დაატარებს ეკლიანს,
ვისაც იმედები პურად ჰყოფნის, ვისაც მთელ ქვეყანაზე უვლია,
ვისაც სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს ვისაც შ ე ც ო დ ე ბ ა შეუძლია
***
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას,წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,იმ შენი ცხოვრების ორ გზას,ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და კოცნას.
***
თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს,
უსარულო ბილიკს და გზას,
ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,
ყველა გზა აბნეულ მგზავრს...
***
ეს იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს.რომელიც მეორეზე არ გაფიქრებინებს და ეს იმ მეორე სიყვარულს გაუმარჯოს,რომელიც პირველს დაგავიწყებს
***
მოდი იმ სიყვარულს გაუმარჯოს გოგოს თვალებიდან ცრემლს რომ ჩამოღვრის და ბიჭის ტუჩებთან შეაჩერებს
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 2396 | დაამატა: NooNuuK | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.