Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » სადღეგრძელოები♥


ჩამოასხი, მერიქიფევ, აბა, მალე, პირნაკლულიყველაფერი მეზარება, სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინცმიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ჩამოასხი, მადლიანი ყურძნის წვენი, კიდევვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება, ჩამოასხი, აბა რად ღირს ყოფა ჩვენი, თუღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება.

კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1423 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (2)


მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა
და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს
თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,
იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები
გულიდან გულთან მიაქვს.
მოდით იმ ღრუბლებს
გაუმარჯოს
იდუმალ მოჩურჩულე ღამეს
გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას,
წარსულზე რომ ეტყვის რამეს.
იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ შენი
ცხოვრების ორ გზას,
ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და
კოცნას!
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1150 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (1)



იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს,
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს,
მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები
და ცრემლებისას დააყენებ გუბეს,
იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს,
მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ
მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას
მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1256 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


მე ვადღეგძელებ იმ დიდი სიყვარულს ჩუმად , უსიტყვოთ გულში რომ კვდება,
მე ვადღეგძელებ იმ მონატრებას რომლის შეგრძნება არასდროს ქრება...
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1252 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)



ღვინოს აირჩევ სუფრის მშვენებად 
დალევ ,გაფანტავ გულის დარდებს, 
დამწველს ,დამდაგველს, 
მერე,მოგისვრის ლაჩარივით დარდის მორევში, 
დაგაფქვევინებს საიდუმლო გულის არაკებს. 
ხანაც გაგლექსავს,ხან აგამღერებს, 
ხან წვიმად დაგღვრის ,მეტს არას გავნებს, 
ნიკალასავით გახეტიალებს და გაქარგიებს 
უცხო ტილოებს. 
ხან ვაჟასავით მთებს დაგაჭიდებს, 
ოქროს საწმისებს ცრემლით აგივსებს, 
მუზების მეფე აღსარებების 
სავსე ფიალებს დაგაცლევიებს. 
მერეეე...,მოგივლენს გიჟმაჟ ქარიშხლებს, 
მაჯლაჯუნებით გზა-კვალს აგირევს, 
გიჟ-პოეტობით სამოთხის ჩიტსაც 
ერთი შეხედვით მოგინადირებს... 
მოდით დავლიოთ წვეთწვეთობით სულის შარბათი, 
და თავი მივცეთ ამ ცხოვრების უწყვეტ შაირებს, 
მერე,თუნდ მოვხვდეთ ჯოჯოხეთის ბასრა კლანჭებში 
რაა სიცოცხლე ,თუ სიკვდილთან არ დავაჭიდეთ.'''
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1578 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 6 7 8
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.