Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 2 » ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე
8:35 PM
ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე
ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე,

შემყვარებია შენი სახელი,

უბრალოდ, ასე...

არ მინახიხარ მაგრამ ვიცი ხშირად იცინი,

არ გამიგია მაგრამ მიყვარს შენი სიცილი.

გამიფრინდება ოცნებები ცაში ალებად,

ფიქრებიც თავგზაარეულად დამემალება,

ოცნების ბადეს გადავისვრი ტალღების ხმაზე,

თუ სიყვარული დაგიმალე,

არ გამიბრაზდე.შენ ხარ ოცნება...

შენ ხარ ნატვრა...შენ ხარ ამბორი...

შენ ხარ ნახატი ლეონარდოს,-

ან სალვადორის...

დარდიმანდი ხარ, გამუდმებით კოცნის მთხოვნელი,

შენ ხარ მუსიკა ან მოცარტის, ან ბეთჰოვენის...

შენ ხარ სონეტი, დაწერილი ალბათ ზეპირად,

შენი ავტორი იქნებოდა მხოლოდ შექსპირი...

ყველაფერი ხარ, რაც მე მიყვარს, და რაზეც ვფიქრობ,

უკვდავებასაც დავიბრალებ, ჩემი რომ იყო..
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 2616 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.9/10
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.