Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 8 » სადღეგრძელოებების კრებული ...
12:25 PM
სადღეგრძელოებების კრებული ...
მოდით ხალხნო ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს გაუმარჯოს.
სა-ქართველოს
რო ორი ასო ჩამოაშოროთ დარჩება სიტყვა ქა-რთველო,მოდით ქართველ ხალხს გაუმარჯოს.
ქა-რთველოს კიდე ორი ასო რომ ჩამოვაშოროთ დარჩება სიტყვართ-ველო,მოდით ჩვენ ტრადიციებს გაუმარჯოს.
რ თ ვ ე ლ ო ს კიდე ორი ასო რომ ჩამოვაშოროთ დარჩება სიტყვავ-ე-ლ-ო,მოდით საქართველოს მინდორველებს გაუმარჯოს


მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმება მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს და
ამ ცრემლებით გავსებული შეუსვამს თასი.
მინდა დავლიო სადღეგრძელო მე მონატრების, დამეთანხმება მონატრების ვინც იცის ფასი
ვისაც უგრძვნია მონატრება ერთგულ მეგობრის, ვისაც უგრძვნია მონატრება მშობლიურ მიწის.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც, ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,
ჩემი ცხოვრება სიყვარულით მინდა გავლიო, რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია.


ჭიქა შემივსეთ, ჩამომისხით ღვინო კახური,
ბოლომდე შევსვათ და ვადღეგრძელოთ ჯიში ქართული,
მოდით დავლოცოთ ერთმანეთი, დიდება უფალს!
ასე ლამაზად, რომ იშლება ქართული სუფრა.

დედა დავლოცოთ, დავულოცოთ სიცოცხლის დღენი,
რომ კიდევ ზარდოს ვაჟკაცები ქართველი ერის,
ქართული ენა ვადღეგრძელოთ, ძმობა ქართული,
აროდეს გახდეს ჩვენი ჯილაგი ურჩი, თათრული.

წინაპართ ხსოვნა გავიხსენოთ, ვუნთოთ სანთელი,
სადაც არიან, იმ სამყაროში პოვონ ნათელი...
სიწმინდე ვლოცოთ, პატივი ვცეთ ღვთისმშობელ დედას,
მუხლდაჩოქილი, მოწიწებით შევვედროთ შველა.


გაუმარჯოს მაღლა ცას და დაბლა მიწას,ზღვაში წყალს და მთაში ჰაერს,საქართველოს გაუმარჯოს,მასთან ერთად ყველა ქართველს



ამ სასმისით დღევანდელი უდიდესი დგესასწაული მინდა ვახსენო,მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს მთელი ქრისტიანული სამყარო,დიდება უფალსა ჩვენსა,იესო ქრისტეს ჩვენი ცოდვებისთვის წამებულსა და მკვდრეთით აღმსდგარს,შეგვეცნოს და დაგვეფასებინოს ეს უდიდესი მადლი და ძალა მისი,დიდება უფალს,ამინ...


ქვეყნად მრავალი სიტყვა არსებობს გრძნობით აღსავსე
და ამ სიტყვების მნიშვნელობა მეტად დიდია,
ამ სიტყვებიდან მე ვაფასებ ერთადერთ სიტყვას ნეტას,
რომელიც ჩემი ცხოვრების ფრთშესხმულია.
ნეტას დაგილოცავთ მეგობრებო!!!



როდესაც ზიხარ ჩაფიქრებული და გეკითხებიან რაზე ფიქრობო,
შენ პასუხობ არაფერზეო
მოდი ამ არაფერს გაუმარჯოს, რომელიც
სხვისთვის არაფერია შენთვის კი ყველაფერი!!!



რას სწუხხარ გულო?!
მინდა ეს ჭიქაც შევსვა ბოლომდის,
ღვინოს თან გულის ხვაშიადს ვატან,
ვისგანაც სულაც არ მოველოდი,
დღეს აი, სწორედ მან მიღალატა...
დრო მიდის, ღამე წუთს წუთზე ითვლის,
ვინ მომიშუშებს მე ამ ნატყვიარს?!
რას სწუხხარ გულო, შენ ხომ არვისთვის,
შენ ხომ არვისთვის გიღალატია?!–––უღალატო ხალხს გაუმარჯოს



ჩვენს ლამაზ სამშობლოს
საქართველოს გაუმარჯოს.
საქართველოში სალოცავებს
გაუმარჯოს,სალოცავებში ხატებს
გაუმარჯოს,ხატების წინ ანთებულ
სანთელს გაუმარჯოს,სანთლის წინ
დაჩოქილ მუხლებს გაუმარჯოს,მუხლებში
ჩაღვრილ ცრემლებს გაუმარჯოს,და ამ
ცრემლებში ჩაქსოვილ ლამაზ და
წმინდა გრძნობას სიყვარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს!!!
ჩვენს
ლამაზ
სამშობ
ლოს
საქართ-
ველოს
გაუმარ-
ჯოს,
საქართველოში
სალოცავებს გაუმარჯოს,
ლამაზ წმინდა გრძნობას გაუმარჯოს.


ჩამოასხი, ერთიც უნდა დავლიო,
ეს ცხოვრება სულ ქეიფში გავლიო.
ჩამოასხი!
სანამ ღვინო მწყურია,
ეს ცხოვრება მართლა საამურია...



იმ კაცს გაუმარჯოს, ღვინო რომ უყვარს და ღვინოში არ გაგცვლის......ფული უყვარს და ფულში არ გაგცვლის....ქალები უყვარს და სხვა ქალში არ გაგცვლის!


ჩემს წასვლას და თქვენს დარჩენას გაუმარჯოს

კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 6770 | დაამატა: BASMACHA | რეიტინგი: 4.3/11
სულ კომენტარები: 1
2011-08-18 - 7:08 PM

იმ კაცს გაუმარჯოს, ღვინო რომ უყვარს და ღვინოში არ გაგცვლის......ფული უყვარს და ფულში არ გაგცვლის....ქალები უყვარს და სხვა ქალში არ გაგცვლის!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.