Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » ოთარ ჭილაძე '' რაც არ ყოფილა''
8:51 PM
ოთარ ჭილაძე '' რაც არ ყოფილა''


რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,

მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:

გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,

მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…


მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,

ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც

და ამოვწურო ეს სიმარტოვე,

ეს ფორიაქი ამოუხსნელი.


გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,

რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.

მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -

კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 1578 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.