7:26 PM ყინვის ვნებები | |
იმ დღეს ქუჩაში მივდიოდი, მივსეირნობდი. ჩემი საყვარელი ამინდი იდგა, სუსხიანი... სუნთქვის შემაჩერებელი ყინვა ჩემს სახეს ელაქუცებოდა, ცივ მარწუხებში აქცევდა ლოყებს, თვალებსა და შუბლს, თითქოს ეფერებოდა ყინვისაგან დაწითლებულ ტუჩებს, ნელ_ნელა ჩადიოდა, კისერში, ყურში კი ჩუმად რაღაცას ჩამჩურჩულებდა... გაშეშებული ვიდექი შუა ქუჩაში... ვგრძნობდი ძლიერ ხელებსა და მკლავებს, ვგრძნობდი ტკივილსა და სიამოვნებას, შიშს... წამში გამიელვა ცხოვრებამ თვალწინ... წუთში შევიგრძენი ვნების ტალღები... ყინვის ხელები თავს არ მანებებდნენ... მისი მკლავები უფრო და მცივა და მცხელა... ყინვის სიცივე მაციებს, მისი ვნებები ვიდექი შუა ქუჩაში... შუა ქუჩაში თვალდახუჭული. მეკიდა ხალხი... ხალხი ირევა... გულები ირევა... მე კიდე გული მერევა მათ ვდგევარ ვნების მკლავებში გაშეშებული... გრძნობის კვნესაში ყინვის შეხება ტუჩებთან, თვალებთან... მისი მკლავების ძლიერება ტუჩებზე ჩამოსული ცრემლები... მისი სიცივე, ჩემი ცრემლები. მუხტები. გაჩერებული ქუჩა... გაშეშებული ხმები და უგრძნოობის, უსულობის შემზარავი უფსკრული. მე ისევ იქ ვარ, ყინვის მკლავებში გადარეული, თითქოს პატარა, .................. რატომ არასდროს არ თოვს ზაფხულში.... რატომ ყინვისგან ვხურვარ, როცა თქვენ ყველას გცივათ... ჩემთვის ზაფხულშიც წამოვა თოვლი... და ყინვაც ისევ დამდუღავს ვნებით... მკიდია ცვილის გაშეშებული ფიგურები. საპირისპირო მუხტები... პლიუსები და მინუსები.... მე ვდგევარ პლიუსი....მინუსი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |