11:07 PM პრაქტიკული რჩევები როგორ უნდა მივიღოთ კომპლიმენტი | |
თუნდაც ქება გადაჭარბებული გეჩვენებოდეთ, ის მეორე ადამიანის შეხედულებად მიიღეთ. მას სრული უფლება აქვს, ვარდისფერი სათვალეებით გიყურებდეთ. კომლიმენტზე ადეკვატური რეაქცია არის ფრაზა „გმადლობთ კომპლიმენტისთვის" ან „გმადლობთ, რა თავაზიანობაა თქვენი მხრიდან". თავაზიანობაზე თავაზიანობით მაშინვე ნუ უპასუხებთ, ცნობილი არაკის მამალსა და გუგულს არ დაემსგავსოთ, რომლებიც ერთმანეთს მონაცვლეობით გაუთავებლად აქებდნენ. ისეთ შემთხვევას დაელოდეთ როცა თქვენი კომპლიმენტი დროული იქნება. თუ ძალიან გიჭირთ კომპლიმენტების მიღება, თვითშეფასებაზე მუშაობა მოგიწევთ. იშრომებთ მანამ, სანამ საკუთარი თავის სიყვარულს არ ისწავლით და არ დარწმუნდებით სხვების შექების გულწრფელობაში. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |