Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 23 » პირველი შენ დამემშვიდობე
10:22 PM
პირველი შენ დამემშვიდობე

შიში. . . რომ ერთ დღესაც არ გათენებულიყო და უარი არ გვეთქვა ერთმანეთზე. ჩვენ ხომ ერთმანეთს სიცოცხლე ვაჩუქეთ და პატარა ბავშვებად ვაქციეთ. ძალიან უბრალოდ, მაგრამ შენ აღიარე, შენს მერე ცხოვრება საინტერესო გახდაო.
მაშინაც იყო დრო, როცა თითქოსდა არ გვესმოდა ერთმანეთის, ან ძალიან ვგავდით ერთურთს ხასიათის ყველა წარმართავ ასპექტში და ვიბუტებოდით. ასეთ დროს გიჩნდებოდა სურვილი, გულში გაჩენილი წყენა, ყინულზე გადაგეტანა და მზის ამოსვლას დალოდებოდი.
მაშინ იმ დროს მივსტიროდით, როცა ერთმანეთის გულის ცემას სულგანაბულები ვუსმენდით. ცხოვრების თავიდან დაწყებისა და ათასი გზის არსებობის შემთხვევაშიც კი, ამ გზის არჩევას გადავწყვეტდით. ხან მაბრალებდი, გულთან ერთად სულიც მატკინეო, მაშინ როცა მე ვაღმერთერბდი შენ დიდ და თბილ გულს. . . მთელი გონებით შენთან ვიყავი ყოველწამიერად, რაც არუნდა გაგეკეთებინა. ჩვენ თითქოს ერთმანეთში ჩავსახლდით.
შენი ხასიათიდან გამომდინარე, ხშირად აღმოჩნდებოდი ბინდისფერ სოფელში, მაგრამ საკმარისი იყო, შორეული ციალისათვის მოგეკრა თვალი, ფარვანას ემსგავსებოდი, რათა მიახლოებოდი იმ ნათებას, თუნდაც სიცოცხლის ფასად.
ჩემს გამოჩენას ზამთრის ცივ, სუსხიან ღამეში, სათუთი თოვლის ფანტელის ციდან ფარფატით ვარდნას ადარებდი, რომელსაც თრთოლვით იკრავდი გულში. . . ისინი კი მოდიოდნენ დაუსრულებლად შენი გულის სითბოსაკენ და შენც თოვლის ფიფქობას ნატრობდი მისნაირი დასასრულით.
. . . მერე კი დაიღალე. ის, დღეს სახელ დაურქმეველი რაღაც გახუნდა შენში და პირველი შენ დამემშვიდობე, ალბათ პირველი მოსვლა, ამართლებს წასვლის პირველ ქმედებას.
სამყარო, სადაც ვიცხოვრეთ, იმდენად ილუზიური იყო, მაგრამ ჩვენივე შექმნილი და სასურველი, რომ მან გაანადგურა რეალური.
აღარ ვიცი რა ვიწამო, რა არსებობს და რა არა. რაღა დარჩა ჭეშმარიტებას, მაშინ, როცა ყველაფერი უბრალოების და უფასურების გორგალად დაიხვია , სათავე კი იმ ადამიანმა დაიკავა, ვისაც ვაიდეალებდი, შეიძლება ვაღმერთებდი კიდეც, ოღონდ ჩემებურად, როგორც შემეძლო. . . შეცდომაც ეგ ჩემებურობა იყო. ვერ შევიცვალე. და ის რაც ადრე ძალიან მიმზიდველი იყო, აუტანლად გადაგექცა.
წასვლა, მოსვლაზე უფრო ადვილი ყოფილა და თანაც იმდენად, რომ დილაც თენდება და ღამეც ღამდება.
მზეც ამოვა. . . მზე. . . მთავარია რომ ამოვა. სარკმელში ისევ შემოვა მისი სხივები, ოღონდ არ შემოიპარება. . . მოხეტიალე სულიც ჩასახლდება სხეულში, რადგან ნაცემი ძაღლივით არ იაროს უკვე შინაარსდაკარგულ სამყაროზე, ვინმე რომ არ გადაეყაროს და შეეჩვიოს. ელიოზიც იპოვის ნატვრისთვალს, მზე-მთვარეს. . . ოღონდ შენ მე ვეღარ, იმიტომ რომ, ჩვენს შორის ციცინათელა, მთელი თავისი შინაარსით, შენ გამოდექი.
ხანდახან მიკვირს, როგორ უნდა გაძლო ამ აფეთქებულ გაზაფხულზე, როგორ უნდა ისუნთქო? სხეულს გააჩერებ, ან სულაც, მიეცემი ხორციელ სიამოვნებას, რისთვისაც შენი აზრით დედამიწაზე უნდა იცხოვრო, მაგრამ სულს როგორ გაიტან, შენი სულიერება და ხორციელება ხომ თითქმის ტოლი ნიშნულია?
ალბათ ეს ურთიერთობა ცოტახნის საგზალი იყო შენი სულისათვის, სხეული კი მშიერი დარჩა და ტვინმა თავისი იმპულსური სიგნალებით უარყოფა გამოუცხადა მიუწვდომლობას.
რატომღაც ახლა მივხვდი სიცოცხლისა და ცხოვრების, ამ თითქოს ერთნაირი ფენომენის უდიდეს განსხვავებულობას. . .
ზაფხულში, როცა ცას ავხედავ, არასოდეს დაველოდები, როდის დაიწყება ვარსკვლავების წვიმა.
უდიდესი სურვილი, მეპოვა დედამიწის მამოძრავებელი ძალა, სიყვარული, ერთ მოწყვეტილ ვარსკვლავს გავატანე, ვინ იცის რომელ დროში გარდაცვლილს.
ჰოდა ამ ძალამაც, კომეტასავით ჩაიქროლა ჩემს ცხოვრებაში. . . .
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 877 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.