Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » ოთარ ჭილაძე “რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ”
9:05 PM
ოთარ ჭილაძე “რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ”



რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ,

რაც სანახავი არსებობს- ვნახე.

და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,

მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.


ვერ დავარბიე ჩემში ველური,

კანდაშაშრული მზით და მარილით,

ვერ მივაჭედე სულს სახელური,

რომ გამოაღოს ყველამ კარივით.


ყველა ზეიმზე დავიგვიანე,

ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.

არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,

მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.


მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,

თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ

და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,

მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 982 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-12-01 - 2:40 PM

bolomde dadet ra es leqsi :)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.