Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » ოთარ ჭილაძე '' რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით''
9:39 PM
ოთარ ჭილაძე '' რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით''

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით,

ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,

მარადიული ის არის მხოლოდ

და ასეთია ყოველთვის ბოლო

ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების

და მეც ამ დიდი კანონის ნებით

!

მაგრამ ამ სიტყვას ახლა

იაფი სცენის სურნელი ახლავს

რაც არც უხდება და არც სჭირდება,

ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება

მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს,

მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს

არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,

შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.

და გზა რომელიც გაიყო ორად

და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად

იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,

თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით

ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:

ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის,

გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,

რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,

რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთთან და მოვიგონე

ეს გრძნობა ჩემთვის,

ჩემს დასაცავად და დასაღუპად

და რისხვა გულმა რაც დააგუბა,

რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,

წვრილმან გრძნობების წასალეკავად

გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით

შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი.

და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით

და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით

იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,

დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება

რომ ფრთებშეკვაცილ ფრინველის მსგავსად

აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.

მერე რა მოხდა თუ უცხო თვალი

ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,

ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს

და იმ ღიმილის უხეში ქიმი

გაგვივლის გულში...

შენ კი გახსოვდეს,

რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,

რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც

და ჩემი სულის ყველა ნაფოტი

იმ კოცონისთვის მზადდება ახლა,

რომელზეც შენი სურვილით ახვალ.

კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 2390 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.