Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » ოთარ ჭილაძე ''გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა''
9:15 PM
ოთარ ჭილაძე ''გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა''

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.

მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,

მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.


გარეთ კი წვიმით სველი აბრები

აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.

მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს

ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.


გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,

არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ

და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს

შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში.


ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს

საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც….

შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,

შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.




კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 964 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.