Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 22 » მოგდომებია როსმე ტირილი?
8:30 PM
მოგდომებია როსმე ტირილი?

მოგდომებია როსმე ტირილი?
როდესმე ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე,
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია.

ღამე მთვარესთან გითენებია?
ზღვასთან თამაში თუ გყვარებია,
წვიმაში თმები დაგსველებია?
თვალები ცრემლით გისველებია?

თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია,
ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით,
ალბათ სიმღერა მოგნატრებია?

თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში,
თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?
თუ გიცინია აცრემლებამდე?
ნამტირალევს თუ გაგღიმებია?

თუ გყვარებია წიგნი ოდესმე,
ოდესმე ლექსი თუ გყვარებია?


ქალი ხარ, თვალებში გიელავს სიბილწე,
თამაშობ ბედით და განგებით მარტივად.
ზეციდან თითებით ჩამოხსნი სიმშვიდეს,
თუმც რაში გარგია სიმშვიდე? - მარტი ხარ.

შენს ტუჩის კიდეზე დაყრდნობილ სიგარეტს
შიში აქვს დროის და შეხებას ნებდება,
ჯერ კიდევ ცხრამეტი ღერია კოლოფში
და ეს მარტოობაც სისხლივით დედდება.

ჰო, ასე გართობით თამამად მიიწევ,
შენ ერთადერთობა გარგუნა ცხოვრებამ,
და მიდის წუთები ტკივილად ნაჩენი
სადღაც კი განცდები იქცევა ცოდვებად.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 713 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.