Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » მიყვარსო, მიყვარსო მიყვარსო!
11:38 AM
მიყვარსო, მიყვარსო მიყვარსო!
ზოგჯერ სიგიჟე ისე მოგივლის
გინდა რომ მთელი ძალით იყვირო.
მიწას ჩასძახო. ზეცას ასძახო:
მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!

გინდა ქვეყანა შემოიობინო
ყველას აუწყო. ყველას აცნობო.
გვერდში მდგომს ყურში მაგრად ჩასძახო.
მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!

თოვლის ფიფქს ამცნო და წვიმას უთხრა.
ძირს დაიხარო. ჭიას ახარო.
ვარდი დასუნთქო.გული გაუხსნა:
მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!

გული ვერ იტევს საზღვრებს გადაღმა
გადადის ძალა სიყვარულისო.
და მთელ ცხოვრებას შენი გზით აწერ:
მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!

თუ სიყვარული გაგყვა მეგზურად
თუნდ ეს სიგიჟე გადაიტანო
ბედნიერი ხარ. თუ შეგეძლება
რომ კვლავ იყვირო მ ი ყ ვ ა რ ს ო!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 749 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.