Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 27 » მინდა, ვიყოთ ერთად...
11:34 PM
მინდა, ვიყოთ ერთად...

მინდა, ვიყოთ ერთად,
სოფელში და წვიმდეს.
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს.
იფარვიდეს შინდი,
შეციებულ ჩიტებს,
შენ კი... ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
არა ვგავდეთ დიდებს…
მიკითხავდე ლექსებს..
მიკოცნიდე ლამაზ,
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე ხშირი
თბილი წვიმით წვიმდეს.
შენ კი . . .
ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1139 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.