Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » მარტოობის დროშა
11:37 AM
მარტოობის დროშა
მერე რა, რომ ყველა კარია ღია,
მე გაქცევა მინდა, შენ არ გამიშვა.
გარეთ ცხელი დღეა,
მინატრე და შინდისფერ თმას გავიშლი...
დედა ჯავრობს, ჯავრი რაა მერე,
იჯავრებს და დაყუჩდება მერე,
დაღამდება, გათენდება მერე,
გახუნდება ჩემი თმების ფერი_
უაზრო და შენთვის გამოგონილი...

მხევალივით მე ვიცეკვებ შენთვის
და ჩხრიალით ამევსება მკერდი
და თვალები გამიხდება სველი
და მძივები დამებნევა შენსას...

და თუ წავალ, მომიტევე მე,
ვერ ვიგუე ალბათ მძიმე ჭერი
და სიჭარბე შენი ნაცრისფერის...
იჯავრებ და დაყუჩდები მერე...
მე ხომ ყველა ქალში ვმეორდები
და შენს სახელს უაშველო თოვლში
ავაფარე შინდისფერი თმები_
ჩემი დიდი მარტოობის დროშა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 748 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.