Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 14 » მარი და დათო
11:44 PM
მარი და დათო

ღმერთო, რა მჭირს? ჩემს თავს რა ხდება?... ასე რატომ ვარ? ნუთუ ამ 3 თვის განმავლობაში ვერაფერი ვისწავლე?... ნუთუ არ მეღირსება რომ დავმშვიდდე? მაგრამ რა დამამშვიდებს? ის ხომ აღარ არსებობს, წავიდა........... მიმატოვა!

თავისთვის ჩუმად იჯდა მარი ხის ქვეშ, სკოლის უკანა ეზოში და თავჩაღუნული ჩუმად იცრემლებოდა. გამვლელ-გამოვლელის ფეხის ხმაზე კრთებოდა, არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია მისი ცუდად ყოფნა. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც შეეძლო ეფიქრა...... ეფიქრა სანამ არ დაიღლებოდა.
მარი თანდათან ცუდად ხდებოდა, თავს ცუდად გრძნობდა. ბოლოს აეშალა ყველა მოგონება, ცრემლები წამოსცვივდა ჩანთას ხელი დაავლო სიბრაზისგან წიგნების და რვეულების ამოყრა დაიწყო, აქეთ-იქით ისროდა და ერთიდაიგივეს გაიძახოდა ...... რატომ, მანდამაინც მე რატომო......
მეორე მხრიდან ხალხი მოდიოდა და ყურადღება გოგონასათვის არავის არ მიუქცევია, ყველა გაკვირვებული იყურებოდა, თუმცა სულაც კი არ მისულან, არც კი გამოლაპარაკებიან. მესრის იქით ბიჭმა ჩაიარა დაინახა მარის ირგვლივ წიგნები მიყრილ-მოყრილი, სკოლის ეზოს ჭიშკრით შემოსვლა არც უფიქრია, გადმოძვრა მესერზე და გოგონას წინ მოლანდებასავით დაუდგა, მიხვდა ყველაფერი ვერ იყო რიგზე, ხმა არ ამოუღია ისე დაიწყო მარის ნივთების აკრეფა. მარიმ თავი
ასწია, ზურგით მდგარი ბიჭი ჩუმად შეათვალიერა, ტირილი შეწყვიტა, თვალები მოიწმინდა და ჩუმად გაიღიმა (ესიამოვნა ბიჭის ასეთი საქციელი), მაგრამ მაინც დაიყვირა:
_ ხელი გაუშვი ჩემს ნივთებს.
ბიჭმა ყურადგება არ მიაქცია, ისევე თავისი საქმიანობა გააგრძელა.
_ ხელი გაუშვიმეთქი, ჩემს ნივთებს. შეეშვი!
მარის ამჯერადაც არაფერი გამოუვიდა ახლადმოსულმა კვლავ არ ისმინა მისი.
_ შენ, რა? დაყრუვდი? ყრუ ხარ? ჩემს ნივთებს შეეშვი - ბოლოს გოგონა მოთმინებიდან გამოვიდა და დაუყვირა - შენ რა? არ გესმის? გაუშვიმეთქი რამდენჯერ უნდა გითხრა.
ბიჭმა სანამ არ დაასრულა ყველა ნივთის აკრეფა და მარის ჩანთასთან არ დააწყო მანმადე ხმა არც ამოუღია, დაასრულა..და......
_ დათო, - წარმოთქვა თავისი სახელი და გოგონას ხელი გასაცნობად გაუწოდა.
მარი დაიბნა არ იცოდა რა ექნა. მიხვდა ბიჭს უხეშად მოექცა და ძლივს წაილუღლუღა
- მარი!
ბიჭი გოგონას გვერდით მიუჯდა და საუბარი დაუწყო.
- ასეთი პატარა ანგელოზი, რამ აგატირა? ვინმემ გაწყენინა?
მარი უფრო მოიბუზა, ბიჭის ძალიან შერცხვა, თვალებიდან ცრემლები უარესად მოსდიოდა ისევ მოაგონდა რაღაც. Bდათო მიხვდა მისმა კითხვამ გოგონა უფრო მეტად ააფორიაქა, გაჩუმდა, მერე ცხვირსახოცი ამოიღო და გაუწოდა, თვალებით ანიშნა მოიწმინდეო. გოგონამ არ გამოართვა. დათომ ახლა სხვა თემაზე გადაწყვიტა ყურადღება გადაეტანა.
- მარი მე ..... 16 წლის ვარ შენ? ............. მოიცა გამოვიცნობ....... შენ ხარ სადღაც 10 წლის და დაახლოებით V კლასში? ..... ხო მართალი ვარ?
- არა!
- აბა?! – ბიჭმა გაოცებული თვალები მიაპყრო გოგონას
- მე 13-ის ვარ და VIII კლასში
- რა? – დათომ ისევ გაიოცა ..... მოიაცა ..... მოიცა! ..... 13? როგორ? ....... ასეთი..... ადექი ერთი გთხოვ, მარი ადექი.
გოგონას არ უნდოდა ამ თხოვნის შესრულება, მაგრამ მაინც წამოდგა სხვა გზა არ ჰქონდა...
- აჰა!
- არ მჯერა... მოიცა... მოიცა... მატყუებ? – დათო უღიმოდა გოგონას და თვალებით ანიშნებდა სიმართლე მითხარიო. – არა, არ მჯერა მატყუებ!
- არა, არ გატყუებ მართლა 13-ის ვარ
- უბრალოდ, საქმე ისაა რომ... ძალიან პატარა ხარ… ხო პატარა... პატარა ბავშვი ხარ... სახე... ტანი... თვალები... ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ თვალები სხვანარია არა ბავშვის არა... უფრო გამოცდილი, ტკივილს ვხედავ!
გოგონა სდუმდა რცხვენოდა, ნელ-ნელა კანკალებდა უცებ ძლიერად შეაჟრჟოლა...
ბიჭმა შეხედა, მიხვდა ყველაფერი ცუდად იყო, გოგონას რაღაც ემართებოდა, ცოტაც და......... - მარი! - დაიყვირა ბიჭმა ორი წამიც და მარი დათოს მკერდზე ჰყავდა მიკრული, გოგონა უგონოდ იყო, თავი ცუდად იგრძნო, თავბრუ დაეხვა, ცოტა ხანში აზრზე მოვიდა ბიჭს უფრო მაგრად ეკვროდა, თითქოს არ უნდოდა მოსცილებოდა მაგრამ ცოტაც და...... მარი დათოს მოშორდა, თრთოდა, კანკალებდა, ასეთი რამ არასოდეს გამოეცადა, ასე არცერთი ბიჭი მის სიახლოვეს არ მისულა, ახლა კი ორ წამში მარიმ რაღაც უჩვეულო იგრძნო. გოგონა შეშინებული იყო ცახცახებდა ადრე ასეთი რამის უფლება არავისთვის მიუცია და საკუთარ თავზე ბრაზობდა ასე როგორ მოიქცა, მაგრამ რა მისი ბრალი იყო? ის ხომ ცუდად იყო? გონება დაკარგა და დათომ რომ არა... გოგონა ბიჭს დაუფრთხა სასწრაფოდ გაშორდა, უკან-უკან წავიდა, დათო კი უახლოვდებოდა ისევ ნელ-ნელა. ასე იყო მანამ სანამ მარი მესერს არ მიეყრდნო, მის იქით გზა არ იყო, დათოც შეჩერდა.
- მარი როგორ ხარ?!
- უკეთ! - გოგონამ ხმა ძლივს ამოიღო მის თვალებში რაღაც შიში იგრძნობოდა თუმცა სრულებით უმიზეზო და უსაფუძვლო. დათოც მიხვდა
- მარი, შენ რა... ჩემი გეშინია?
გოგონა ამ კითხვას არ მოელოდა არ იცოდა რა ეპასუხა, ფაქტი იყო ასეთმა სიახლოვემ დააფრთხო და ახლა მას ასეთი შეშინებული თვალებით უცქეროდა
- ხო, მეშინია – ბოლოს დაიყვირა, ხესთან გაიქცა ნივთები ჩანთაში ჩაყარა და გაქცევა უნდოდა, მაგრამ დათომ არ დაანება, ხელი დაუჭირა და თავისკენ მიიყვანა.
- თავხედი და უზრდელი ხარ მარი! მადლობის მაგიერია? მიპასუხე... ჩემი რატომ გეშინია? ხმა ამოიღე!
ახლა უფრო შეეშინდა გოგონას, სიტუაცია შეიცვალა. დათო ახლა ბრაზით ელაპარაკებოდა, ცოტაც და მარიმ გაბედა ხმის ამოღება, აცრემლებულმა თავი დახარა და
- მტკივა... ხელი გამიშვით
- არა, სანამ არ მიპასუხებ არ გაგიშვებ!
- ხელიიიიიიიი!
- ხელი?... ხელი კი არა ახლა მე გული მტკივა, ასე რომ ფიქრობ ხომ არ მიცნობ? რატომ გეშინია?
- ხელიიიიიიიი! – პატარა ბავშვივით დაიწყო მარიმ ფეხების ბაკუნი, სტყუოდა არაფერიც არ ტკიოდა უბრალოდ არ იცოდა მისგან თავი როგორ დაეხსნა, ჭირვეულობდა და ბიჭთან ლაპარაკს გაურბოდა. - ხელი გამიშვი, დებილოოოოო! – უცებ მიაძახა
- დებილო?! – დათოს სახე ეცვალა, გაიღიმა , ბრაზი გაუქრა და გოგონას გაოცებული უყურებდა – მარი! საოცარი გოგონა ხარ!... რაც გაგიცანი კინაღამ ამატირე, გამაბრაზე და ეხლა მაცინებ! ღმერთო ჩემო, ეს ვის გადავეყარე! – ბიჭმა თქვა და გოგონას ხელი გაუშვა.
მარიმ იგრძნო თავისუფლება, უნდოდა გაქცევა, მაგრამ შეჩერდა ასე არ მოიქცა მიხვდა ეს შეცდომა იქნებოდა და უცნობი მასზე მერე ცუდად იფიქრებდა ამიტომ ჩვეულებრივად სახლისკენ წავიდა, დათო დაედევნა მოახედა და...
- მარი! კიდევ გნახავ?
- რა?
- ხო, მაინტერესებს კიდევ გნახავ?!
- არ ვიცი!
- რატომ? არ გინდა ჩემი ნახვა?
- არა უბრალოდ...
- რა?!
- საქმე ისაა რომ...
- რა?!
- მე აქ აღარ ვისწავლი ხვალიდან ძველ სკოლას ვუბრუნდები, ჩემებს მოვენატრე სიურპრიზს ვუკეთებ, არ იციან რომ ვბრუნდები.
- რომელ სკოლაში გადადიხარ არ მეტყვი? – მარი დადუმდა ხმას არ იღებდა. მოულოდნელად დათოს მობილურმა დაურეკა. უპასუხა, უნდოდა მარისთვის ეთქვა ,,მოიცადე ერთი წამითო
,, და... გოგონა აღარსად არ იყო

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- აბა რა ქენი? ბავშვებს დაემშვიდობე?
- ხო!
- ხვალვე მიდიხარ სკოლაში?
- ხო! - ისევ მოკლედ მოუჭრა მარიმ დედას
გოგონა ოთახში დანაღვლიანებული შევიდა, ლოგინზე წამოწვა უნდოდა დაეძინა, მაგრამ ვერ იძინებდა სულ დათოს მომღიმარი სახე და სულ ის აგონდებოდა გულში როგორ იკრავდა
- ღმერთო, მომაშორე ამ თავხედი ადამიანის სახე! – ესღა თქვა მარიმ და თავი ბალიშში შეყო და მაინც ვერ მოისვენა, ისევ მასზე ფიქრობდა, ასე ფიქრში ჩაეძინა და რომ გამოიღვიძა უკვე დილა იყო... გუშინდელი აღარც ახსოვდა, მაშინვე მოწესრიგდა, პატარა ჩანთა გადაიკიდა და სკოლისკენ წავიდა. გული ღმერთო, რა დღეში ჰქონდა, ერთი სული ჰქონდა ბავშვები როდის გაიგებდნენ რომ ის დაბრუნდა, ან იქნებ უბრალოდ მიეღოთ, გაეღიმათ, გადაეკოცნათ... ამას ვერ გადაიტანდა ასე არ უნდოდა, უნდოდა ყველას სიხარულისგან ეყვირათ, თბილად მიეღოთ, გაკვეთილები მისი ხათრით ჩაშლილიყო, ბავშვებთან ყველაფერი მოეყოლა მოკლედ…
მარიმ შეაბიჯა დაცარიელებულ სკოლაში, ყველა გაკვეთილებზე ისხდნენ, ზარი დარეკილიყო. გოგონას დაბლა დამრიგებელი ელოდებოდა, გადაკოცნა მოიკითხა ,,რა ლამაზი გამხდარხარო, სულ შეიცვალე , ცოტაც წამოიზარდეო,, - ესეც უთხრა,. მერე ავიდნენ კლასში დამრიგებელმა მარი გარეთ დატოვა თვითონ კი გაკვეთილზე შევიდა. მის შესვლამდე ერთი ამბავი იყო კლასში,
ერთი ღრიანცელი რუსულის გაკვეთილი იყო და ყველა თავისთვის რაღაცას აკეთებდა, ზოგი კამათობდა, ზოგი აქეთ-იქით დადიოდა, მაგრამ შევიდა თუ არა დამრიგებელი ყველა გაჩუმდა და თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ.
- ბავშვებო! თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს – დაიწყო მასწავლებელმა
- მასწ! რა?
- ახალი მოსწავლე გვყავს!
- გოგოა თუ ბიჭი? – ვიღაცამ წამოიძახა
- გოგოა!
გოგონები შეწუხდნენ ,,ჩვენ ბიჭებს კიდევ გოგოს შემომატება უნდოდათო,, აბუზღუნდნენ
- არა რა გოგო სულ სხვაა!...... მასწ! ლამაზია?
- კი, ძალიან! – მასწავლებელმა ბიჭს გაუღიმა
- აუფ! მასწ როგორ გამოვიყურები? – მეორემ კეპი შეისწორა . კლასში სიცილი დაიწყეს მარიც იცინოდა გარეთ, არ მოელოდა ასე თუ ილაპარაკებდნენ მასზე
- ჰა! მასწ! არ შემოდის?
- მოიცა რა? მასწ! სად უნდა დაჯდეს? ვისთან?
გოგოებს არ სიამოვნებდათ გოგონას შემომატება ხმა არც კი ამოუღიათ, ბიჭებმა ერთი ამბავი ატეხეს ,,თუ ლამაზია მას ჩემთან რა, ჩემთან დასვითო,, მოკლედ ერთ ამბავში იყვნენ. მასწავლებელი გავიდა და კლასში მარი შემოიყვანა. ბავშვებმა მარი დაინახეს, გაჩუმდნენ, ხმას არ იღებდნენ, სიტუაცია დაიძაბა, ყველა ჩუმად იყო უცებ...
- მარი?! – წამოიძახა ერთმა - მარი?! შენ ხარ?
ამის თქმა იყო და მთელი კლასი აიშალა მარიო ყველა აყვირდა სიხარულისგან ერთ ამბავში იყვნენ ყველანი ერთდროულად მისცვივდნენ. ბავშვების კორიანტელიდან მასწავლებელმა გოგონა ძლივს დაიხსნა
- ყველანი ადგილებზე! - უცებ დაიყვირა
ბავშვები თავთავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ, ერთ ამბავში იყვნენ უხაროდათ მარის დაბრუნება
მოკლედ ჩაიშალა ყველა გაკვეთილი, მარის დაბრუნება დღესასწაულად აქციეს, განსაკუთრებით ბიჭებმა, მათი წყალობით გადაწყვიტა გოგონამ სკოლაში დაბრუნება. რაც კოლეჯში გადავიდა დღე არ გავიდოდა რომ რომელიმე ბიჭს არ დაერეკა მისთვის, არ მოეკითხა და მარის რამე არ გაეგო. ყველანი დაბრუნებას თხოვდნენ გოგონამ კი თხოვნა შეუსრულა ამხანაგებს და ბევრი ფიქრის მერე მაინც დაბრუნდა.
დამთავრდა გაკვეთილები ყველანი წავიდ-წამოვიდნენ, სკოლის ეზო ბავშვებით იყო სავსე. ერთ-ერთმა მარის გაცილება შესთავაზა, გოგონაც დაეთანხმა კიბეებზე ერთად ჩამოდიოდნენ, ბიჭები წინ მოდიოდნენ მარი უკან მიჰყვებოდა, გასასვლელთან ჭყლეტვა იყო, გოგონამ ფანჯარასთან მოიცადა ბიჭები კი მის წინ იდგნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ
- მორჩა, დერეფანი დაცარიელდა, წამო მარი!
- ხო ეხლავე, ამას ჩავდებ და... მარიმ ჩანთა გახსნა რაღაც ჩააგდო, უნდა გადაეკიდა და ბიჭებს უნდა გაყოლოდა, რომ წინიდან ვიღაც მთელი ძალით დაეჯახა. გოგონამ სახეზე ხელები აიფარა, თვალები დახუჭა და აზრზე რომ მოვიდა მიხვდა რომ უბრალოდ დაეჯახნენ, მაგრამ თვალების გახელისთანავე გამშრალი დარჩა, გაიხედა და დაინახა რომ მისი ამხანაგები ვიღაცას ეჩხუბებოდნენ
- ბიჭო, თვალები არ გაქვს? ვერ გაივლი ისე რომ გოგოს არ დაეჯახო?
- რა? რა ხდება? რამე მოხდა? რამე ვატკინე?
- შეიძლება არა მაგრამ წინ იყურე და ბოდიში მოუხადე!
- გოგო სად არის?! – იკითხა ბიჭმა, რომელიც გოგონას დაეჯახა
ეს რომ მარიმ გაიგო მაშინვე მათთან მივიდა თრთოდა, რომ არ მისულიყო მისიანები მაინც დაუძახებდნენ და ჯობდა თავისი ნებით მისულიყო. მივიდა ბიჭს არც შეუხედია გოგოსთვის ბოდიში ისე მოიხადა და წასვლა დააპირა , წასვლა დააპირა როცა მარიმ ხმა ამოიღო
- არაფერია... ბოდიში საჭირო არ არის! - თქვა და თავის ამხანაგებს მიუბრუნდა
ბიჭმა იცნო ხმა შემოტრიალდა და... მის მახლობლად მარი იდგა
- მარი შენ?!
გოგონამ გაიგონა ბიჭმა რომ დაუძახა და მისკენ შეტრიალდა
- ხო, მე ვარ – ჩუმად თავისთვის თქვა გოგონამ
ბიჭი მაშინვე მასთან მივიდა
- მარი, რამე ხომ არ გატკინე? ხომ კარგად ხარ?
- ხო, ხო მშვენივრად!
- მარი ვინ არის? – მარის მეგობარი საუბარში ჩაერია
გოგონა სდუმდა
- ეს…
- მე დათო ვარ, მარის ახალი ნაცნობი.
- ახალი ნაცნობი? – ეხლა მეორემ გაიკვირვა
- მარი რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვინ არის ეს ბიჭი?
მარიმ კარგად იცოდა რომ ეს ბიჭი დათო იყო, გუშინ რომ გაიცნო და ცოტა არ იყოს უხეშად რომ მოქცა.
- მარი ვინ არის?! – მეგობარმა გოგონას იგივე შეკითხვა გაუმეორა
- გიო, ეს... ეს დათოა! როგორ ვთქვა!
- უბრალო ნაცნობი ვარ მეტი არაფერი... მოკლედ მოუჭრა ბიჭებს დათომ
ცოტა ხნით ყველა სდუმდა და ბოლოს ისევ გიომ ამოიღო ხმა:
- მარი მოდიხარ?
- კი
- მარი მიდიხარ? – ახლა გოგონას დათომ ჰკითხა
- ხო
- კი მაგრამ... მე რომ შენთან საქმე მაქვს?
- ჩემთან?
- მარისთან?! – საუბარში კვლავ გიო ჩაერია
- საქმე მაქვს რა არ შეიძლება?! – უხეშად უპასუხა დათომ ბიჭს
მარიმ შეატყო რაღაც რიგზე ვერ იყო და დათოს და გიოს მგონი ერთმანეთი არ მოსწონდათ.
- ბავშვებო იქნებ გეყოთ? იქნებ მოისვენოთ?
- მარიიიიი! – გიომ მკაცრად დაუძახა გოგონას
- არავითარი მარი! გიო, წადი დიდი მადლობა, მაგრამ სახლში თვითონ მივალ, მანამდე დათოს საქმე აქვს და მოვუსმენ!
- კარგი, როგორც გინდა, თუ რამეა აქ ვართ - გიომ გოგონას უთხრა და დათოს უნდობი თვალებით შეხედა.
- არა არ არის საჭირო, უჩემოდ წადით!
- ხო, ხო კარგი მივდივართ! – მარის ამხანაგებმა ერთამნეთს გადახედეს და წავიდნენ
გოგონა ფანჯარასთან მივიდა. დათო იქ ელოდებოდა.
- დათო, რა გინდათ? ვერ დაინახეთ ჩემი ამხანაგები როგორ გაანაწყენეთ?
- მე? რა ჩემი ბრალია? თვითონ შენზე ეჭვიანობდეს
- დათო!
- რა? უყვარხარ!
- დათო!
- აჰა გასაგებია. ამიტომაც გევლება თავს
- დათო-მეთქი!
- იმედია გარეთ არ გელოდება შენც გიყვარს?
- დათო-მეთქი! - მარი მოთმინებიდან გამოვიდა, ვერ გაუძლო ამდენ სისულელეებს და ბიჭს დაუყვირა.
- ხო კაი, კაი ნუ ბრაზობ!
- რა გინდა რა საქმე გაქვს? ან აქ რა გინდა?
- აქ შენს გამო მოვედი... იცი შენ რომ გამეპარე იმ ხის ძირში დავჯექი... კარგი ადგილია საფიქრად, მომეწონა... არა რა? ფიქრისთვის არაჩვეულებრივი ადგილია რა
- დათო რა გინდა? მორჩი და პირდაპირ მითხარი?
- პირდაპირ ხომ არ გაჯახებ?
- დათო გელოდები!
- ასე არა რა? ასე არ შემიძლია. ჯერ მომიკითხე, როგორ ვარ რას ვშვრები... ჩემი კიდევ გეშინია?
მარიმ ვეღარ გაუძლო ამდენ სისულელეს მოთმინებიდან გამოვიდა და წასვლა დააპირა, დათო მიხვდა გოგონაგაანაწყენა და წასვლის უფლება არ მისცა, წინ გადაუდგა
- დათო გამატარე!
- მაცადე!
- რა გაცადო? ღმერთმა იცის ვინ ხარ, ან რა გინდა... მომეშვი კარგად!
- მარი მოიცა!
- არა! შემეშვი!
- მარი მოიცადე!
- არა მომეშვი! დავიღალე უაზრობების მოსმენით
- მარი მოიცა!
- მომშორდი! ვერ გაიგე?
- მარი დაიცადე არ წახვიდე! ვა შენ ვინ ყოფილხარ? – დათომ გოგონას ხელი მაჯაში ჩაავლო და პირველიდან მეორე სართულზე აიყვანა ძალისძალათი.
- ხელი გამიშვი დეგენერატო!
- არა!
- გამიშვიიიიიიიიიი!
- არა! სანამ არ მომისმენ და ჭკუას არ გასწავლი ვერ მოვისვენებ!
გოგონა ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა დათო მასზე ძლიერი აღმოჩნდა, მოკლედ ბავშვები მეორე სართულზე ასე კამათით და ჩხუბით ავიდნენ, იქ არავინ იყო
- დავიღალე შენი თრევით, არ შეგეძლო ნებით წმომყოლოდი!
- იქნებ ეხლა მაინც გამიშვა? მეტკინა! არანორმალურო
- რომ გაგიშვა გამექცევი
- არ იცი რომ?!
- ხოდა ასე იქნები სანამ არ დაწყნარდები, პატარა ბავშვივით ჭირვეულობას არ მოიშლი და...
- გამიშვიიიიიიიიიიიიი!
- არა!
- გამიშვი-მეთქი მეტკინააააააა!
- არა-მეთქი!
- გამიშვი დეგენერატო, გამიშვიიიიიიიიი!
- გოგოოოოოოოოო! – დათო მოთმინებიდან გამოვიდა და გოგონას დაუყვირა
მარი შეკრთა, შეეშინდა, თავი დახარა, თვალები აემღვრა
- მარი. კაი ხო მაპატიე! არ მინდოდა უბრალოდ შენ მაიძულე
დათომ გოგონას ხელი გაუშვა.
- კარგი პირდაპირ გეტყვი - …ჯიბეში ხელი ჩაიყო და რაღაც სურათი ამოიღო – მარი ეს შენია?
- არა! – გოგონამ უკმეხად უპასუხა
დათომ სურათი შემოატრიალა . ორი ბავშვის სურათი იყო ბიჭისი და გოგოსი, პატარაობის.
მარიმ შეხედა... თვალები აუჭრელდა... პირზე ორივე ხელი აიფარა... ცრემლები წამოსცვივდა და მერე ორივე ხელი სურათისკენ გასწია... დათოს გამოართვა და გულში მთელი ძალით ჩაიხუტა... ბიჭი სახტად დარჩა მარის ასეთი ქცევით. ორივენი ჩუმად იყვნენ, ბოლოს მარიმ ამოიღო ხმა
- ეს სურათი საიდან?
- დაგივარდა!
- სტყუი!
- არა, მარი!
- ნუ, მატყუებ!
- მარი რა სისულელეა? რაში დამჭირდებოდა ამ ორი პატარა ბავშვის სურათი? თან მე რომ მოეპარა უკანდაგიბრუნებდი?
- ნუ, მატყუებ!
- მარი! რაში მჭირდება ორი ვიღაც პატარა ბავშვის სურათი?
- ესენი ვიღაცეები არ არიან – გოგონამ უცებ ბიჭს დაუყვირა
- ვიღაცეები არიან აბა რა? მე რავიცი ვინ არიან?
- ესენი...
- რა?
- არაფერი!
- მარი ხმა ამოღე თქვი რაღანდ ამბობდი!
- არა! მომეშვი
- არა!
- შემეშვი არ გეტყვი!
- გელოდები!
- არა-მეთქი არაფრის ახსნას არ ვაპირებ
- მოგიწევს!
- არა, არა და არა!
- თქვი!
- არა და მორჩა თავი დამანებე!
- გელოდები! - ბიჭმა ხელები ერთმანეთს გადააჭდო და მარის მომლოდნელი თვალებით მიაცქერდა
- წადი! შემეშვი!
- აჰა! მდლობას ასე მიხდი არა? ყველაფერზე წავედი რომ გამეგო სად გადმოხვედი სასწავლებლად, მოვსულიყავი და სურათი დამებრუნებინა. – ბიჭი გაბრაზდა, ხელიდან სურათი გამოგლიჯა გოგონას – აი, ეხლა ნახე რა მოუვა ამ სურათს, დავხევ!
გოგონა შეკრთა
- არა, დათო გთხოოოოოვ! – გოგონამ ცრემლები გადმოყარა – გთხოვ არ დაიხიო! გეტყვი ოღონდ არ დახიო გთხოოოოოოვ!
- არა, აღარ მაინტერესებს ნუ მეტყვი მაინც დავხევ!
- მოიცადეეეეეეეეე!
- არა დავხევ - დათოს უნდოდა სურათის დახევა უნდა დაეწყო რომ მარი ატირდა და დაიყვირა
- დათო ეს არ ქნა! ჩემი და ჩემი დაღუპული შეყვარებულის სურათია! – თქვა და აკანკალდა უარესად ატირდა, თრთოდა.
დათო ჩუმად იყო გოგონას გაოცებული უყურებდა, მარის თვალები სურათის დაბრუნებას სთხოვდნენ, დათოც შეიცვალა, ფერი ეცვალა. მგონი მარიზე უარესად იყო, თავზე ხელი გადაისვა და სურათი ხელიდან გაუვარდა. ორივენი ერთმანეთს უყურებდნენ, დათო აზრზე მოდიოდა ხვდებოდა გოგონა რა ზომამდე მიიყვანა რომ ასეთი რამ ათქმევინა
- მარი მაპატიე, პატარავ! არ მინდოდა არ მეგონა თუ...
გოგონა დაიხარა სურათი აიღო, ისევ ჩაიხუტა გულში მთელი ძალით, ფანჯრისკენ გატრიალდა, გარეთ უაზრო თვალებით იყურებოდა არ ეჯერა რომ გაამხილა ასე უცებ რომ ვინმემ მასზე რაღაც გაიგო, არ ეჯერა რომ ეს თვითონ უნებლიედ წამოსცდა.
- დათო, წადი! - ბოლოს ამის თქმაღა მოახერხა.
- არა მარი, ასე უბრალოდ ვერ წავალ! გთხოვ მაპატიე!
- წადი დათო!
- მარი მაპატიე, არ მინდოდა
- დათო წადი-მეთქი! - მარიმ დაუყვირა უნდოდა შემოტრიალებულიყო, ბიჭს გასცლოდა მაგრამ შემოტრიალდა და... ნაბიჯიც ვერ გადადგა, დათო ისე ახლოს იყო. ორივენი გაჩუმდნენ ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, უცებ მარიმ თავი ცუდად იგრძნო ხვდებოდა რომ თავბრუ ეხვეოდა ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა ყველაფერი თვადაყირა იყო, ისევ იგივე განმეორდა.
მარი ისევ ცუდად გახდა და ისევ დათოს მკლავებში აღმოჩნდა, ბიჭმა გოგონა მკერდზე მიიკრა მიხვდა თავს ცუდად გრძნობდა, სერიოზული არაფერი იყო ცოტაც და გაუვლიდა. მარი გონს მოვიდა მიხვდა ცუდად გახდა და დათოსთან ისევ ასე ახლო აღმოჩნდა, ისევ მოშორდა, ყველაფერს უაზრო თვალებით უყურებდა, გოგონა ცდილობდა ბიჭისთვის სახე აერიდებინა ძალიან რცხვენოდა უნდოდა ცრემლების დამალვა, მაგრამ არ გამოუვიდა. დათო მიუახლოვდა, თავისკენ შემოაბრუნა, სახეზე ნაზად შეეხო, თვალები დაუხუჭა, ცრემლები მოწმინდა მერე გაახელინა და ცრემლი ისევ ჩამოუგორდა. რაც თვალები გაახილა დათოსი აღარ ეშინოდა, ისევ თრთოდა, მაგრამ ეს იმის გამო იყო რომ ბიჭი ასე მიუახლოვდა, მანამდე ასეთი რამ არც კი შემთხვეოდა უცნაური იყო მისთვის.
- მარი დამშვიდდი?
- ხო!
- უკეთ ხარ?
- კი!
- ასე რატომ გემართება? შენს თავს რა ხდება?
- დათო! – მარიმ ბიჭის სახელი წარმოთქვა თავი დახარა სურათს დახედა და ისევ გაჩუმდა.
- მარი მომიყევი, გთხოვ მენდე!
გოგონა ისევ დუმდა.
- მარი ვიცი რთულია უცნობს მენდო მაგრამ გთხოვ მომიყევი, მინდა ვიცოდე რა ხდება შენს თავს.
- არ ვიცი, ეს არავისთვის მითქვამს
- არაუშავს მე მითხარი, მოგისმენ და გაგიგებ!
- არ ვიცი
- მარი უცნაური ხარ, საყვარელი მინდა... მინდა ვიცოდე შენს თავს რა ხდება, ვხედავ ცუდად ხარ, დახმარება გჭირდება ისეთი ადამინი გინდა ვინც განუგეშებს და სულ შენთან იქნება რომ კარგად იყო...
- ხო, ვიცი
- მარი, მომიყევი, გპირდები ყველაფერს ვფიცავ არ გავამხელ, ძალიან მომწონხარ...
- მოგწონვარ?
- ხო მომწონხარ!... არა ისე არა შენ რომ გაიფიქრე ისე არა, ნუ გეშინია... როგორც პატარა დაიკოს ისე გიყურებ მინდა დაგეხმარო და შენთან ვიყო – დათო ისევ შეეხო მარის თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლი მოწმინდა, გოგონა შეკრთა – ნუ, გეშინია გთხოვ მენდე, აბა რას იტყვი?
- არა, ვერ შევძლებ!
- შეძლებ აი, ნახე გპირდები ამის მერე მე და შენ და-ძმანი ვიქნებით, მე შენი უფროსი ძამიკო, შენ კი ჩემი უსაყვარლესი პატარა დაიკო, მარი გთხოვ!
- არა დათო, არ შემიძლია არ შემიძლია ამხელა განცდები გამოვხატო... არა ვერ შევძლებ! ვერაააააა!
- არა მარი დამიჯერე ერთადერთი რაც მინდა მინდა რომ დაგეხმარო და...
- არა, არა არ გინდა დამეხმარო ...........
- რას ამბობ?!
- არა შენ გეცოდები, წეღან ცუდად გავხდი, ეხლა ვტირი და... არა შენ გეცოდები... არა ჩემი დახმარება არ გინდა!
- არა, მარი ცდები მთელი გულით მინდა!
- არა!
- მარი, გთხოვ დამიჯერე ყველაფერს ვფიცავ არ მეცოდები, შესაცოდი რა გჭირს? გამაგებინე ერთი? უბრალოდ არ მინდა ასეთმა პატარამ... ამხელა ტვირთი მარტომ ზიდო, ერთი ციდა ხარ და არ მინდა გული გეტკინოს, გთხოვ შენი ტკივილი გამიზიარე, დაგეხმარები, სულ შენთან ვიქნები, უფროსი ძმასავით მოგეპყრობი დაგიცავ და ტკივილის დაძლევაში დაგეხმარები
- არ ვიცი!
- მარი!
- რა?
- მარი!... მარიმეთქი... მარი შემომხედე! ხო აი ასე... ეხლა მითხარი რას ხედავ ჩემს თვალებში?
- არ ვიცი!
- მარი, კარგად დამაკვირდი!
- არ ვიცი!
- მარი, შემომხედე და მითხარი ცუდ ადამიანს ვგავარ?
- არა!
- არა? მაშინ რატომ არ გჯერა ჩემი?
- საქმე ისაა რომ... ისე უბრალოდ...
- არა მარი, ჩემი არ გჯერა, საკმარია, ამ ლაპარაკსაც აზრი არ აქვს... შენ მე არ მენდობი! არც გესმის არაფერი, მინდოდა... კარგად მარი... იმედია ვეღარასოდეს მნახავ! – თქვა დათომ დანაღვლიანებული მარის გაშორდა, უნდოდა კიბეებზე ჩასულიყო, მაგრამ...
- 3 თვის წინ, მე ის დავკარგე, 3 თვეა ჩემში ეს ჯოჯოხეთია დღემდე, მის სიყვარულს ვებრძვი, მაგრამ მაინც მიყვარს ვერ ვივიწყებ...
დათო გაიღიმა მიხვდა მარის ნდობა ბევრი წვალების და თხოვნის შემდეგ მოიპოვა, უბედნიერესი იყო იმ წამს, მისკენ შეტრიალდა, უცებ... ეცა და… ატირებული გოგონა მთელი ძალით ჩაიხუტა, ამშვიდებდა. მერე ხელი მოჰკიდა და იქვე კიბეებზე ჩამოსხდნენ. მარიმ ყველაფერი უამბო დათოს ამ მტკივნეულ თემაზე მთელი გრძნობები დაუფარავად გამოხატა. ის კი უსმენდა და ხვდებოდა ამ პატარა გოგოში რამხელა სევდა და ტკივილი იმალებოდა.
დათო მართლაც სანდო აღმოჩნდა, არაჩვეულებრივი ადამიანი, ამ დღის მერე მარის ცხოვრება შეიცვალა საგრძნობლად დამშვიდდა, ცხოვრებისეული შიში გაუქრა ნელ-ნელა ტკივილი გადაჰქონდა, ამ ყველაფერში კი ის ეხმარებოდა ვინც დაპირდა, რომ ყველაფრის მიუხედავად ის მას არასოდეს დაშორდებოდა და სულ ერთად იქნებოდნენ, როგორც საუკეთესო მეგობრები. ორივენი ერთმანეთისთვის ბევრს ნიშნავდნენ, ერთმანეთი უზომოდ უყვარდათ.
დღეები მიდიოდა, თვეები და ყველაფერი მარის ცხოვრებაში თანდათანობით დათოს წყალობით იცვლებოდა. ისინი ერთმანეთისთვის ყველაფერი იყვნენ, დათო გოგონას მართლა უფროსი ძმასავით ეპყრობოდა, სულ კამათობდნენ მაგრამ ეს ყველაფერი სიყვარულის გამო, იმ უზომო სიყვარულის შედეგი რომელსაც ერთმანეთისადმი განიცდიდნენ, დათო მარისთვის ყველაფერი იყო: ძმა, მასწავლებელი, მეგობარი, პარტნიორი. მარი ისევ ისეთი ბუზღუნა, ჭირვეული და საყვარელი დარჩა. დათოც უგებდა, მის ბავშურ ქცევებზე სულ ეღიმებოდა, სულ რაღაცას ასწავლიდა, სულ რაღაცაზე მიუთითებდა. როცა სკოლაში მარის დარჩენა უწევდა დათო აკითხავდა ხოლმე, ერთად მუშაობდნენ და თავისუფალ დროს საუბარში ატარებდნენ. ხან იცინოდნენ, ხან ერთმანეთს სპეციალურად აბრაზებდნენ. დათოს მოსწონდა როცა მარი ბუზღუნებდა ამიტომაც სულ აჯავრებდა ხოლმე. მარის რამე დაეკარგებოდა დათო ეძებდა, მარის სიცხე ჰქონდა დათო თავს ევლებოდა, მარი მოწყენილი იყო დათო ამხიარულებდა, მარის ვინმე წერილს მოწერდა ვინაობას დათო არკვევდა, მარი ტიროდა და დათო ამშვიდებდა. მოკლედ სულ დათო და დათო. ის გოგონას მფარველ ანგელოზად იქცა.
მათი მეგობრობა ყველასგან რაღაცით განსვავდებოდა, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის ამ ულამაზეს მეგობრობასაც და და-ძმურ სიყვარულსაც. სულ რაღაც ერთმა დღემ დათოს და მარის ურთიერთობა საგრძნობლად შეცვალა. ამ ერთ დღეს გოგონამ იმხელა შიში განიცადა, რომ დათო მის მიმართ საგრძნობლად შეიცვალა.
მარი სანამ დათოს გაიცნობდა მანამდე ერთ ბიჭს იცნობდა, გიორგი ერქვა, მარი უყვარდა, მაგრამ საშინელი ადამინი იყო, უყვარდა მაგრამ საშინლად ექცეოდა რომ გოგონას არ უყვარდა, აიძულებდა მისი თავი ძალით შეეყვარებინა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა, გოგონას მისი ძალიან ეშინოდა სულ უფრთხოდა და ცდილობდა მისგან თავის შორს დაჭერას, ისიც კი არ იცოდა ვინ იყო სახელის და ასაკის გარდა მასზე არაფერი, საერთოდ არაფერი არ იცოდა, არ იცოდა მისი თავი ვინ გააცნო რომ მერე იმის მერე აეკიდა და მოსვენებას არ აძლევდა. მარი ცდილობდა მისგან თავის დაღწევას მაგრამ რა შეეძლო? განა 13 წლის გოგოს შეეძლო 17 წლის ბიჭისგან თავი დაეცვა? რა უნდა გაეკეთებინა რომ მას აღარ მიკარებოდა და თვალითაც აღარ დანახვებოდა. სულ უკან დასდევდა, ცდილობდა ეთქმევინებინა რომ გოგონასაც უყვარდა, მაგრამ ამაოდ არაფერი გამოსდიოდა, ამიტომ ემუქრებოდა სულ რაღაცით აშინებდა და უხეშად ექცეოდა. ამას არ პატიობდა და მისთვის გაუგებარ რაღაცეებს ეუბნებოდა. სულ იმას ეუბნებოდა: ,,დრო მოვა და მაინც ჩემთან იქნები და სულ ჩემი იქნებიო,, ასეთ რამეს რომ გეტყვიან მის მიმართ რათქმაუნდა შიში გიჩნდება. ასეთმა ლაპარაკმა მარი უფრო დააფრთხო გიორგიზე აზრი უფრო მეტად შეაცვლევინა, მისი შიშით გარეთ მარტო ვეღარ გამოდიოდა, ეშინოდა სადმე არ შემხვდეს და რამე არ დამიშაოსო. ამ შიშს და მარის ასეთ საშინელ მდგომარეობა დასასრული არ უჩანდა, კლასელს თავსაც კი ვერ აცილებინებდა წესიერად, მერე გიორგიმ არ დამინახოს და არ მეჩხუბოსო. გოგო დატანჯული იყო ისედაც ამხელა ტკივილით ცხოვრობდა ეხლა კი ვიღაც სულ უცნობი არანორმალური ცდილობდა ისედაც დანგრეული ცხოვრება გოგონასათვის უარესად დაენგრია. განა რამე შეეძლო? მარტოს რამის გაკეთების ძალა ჰქონდა? ჰქონდა იმის საშუალება რომ მოეშორებინა თავიდან ასეთი არარაობა. სხვა რა გზა იყო, თუ არა გაეძლო? უძლებდა მის მუქარებს, ყვირილს, კამათს, ჩხუბს.
ამის მერე გაიცნო გოგონამ დათო ხომ დამეგობრდნენ? ხომ უყვებოდა ყველაფერს მარი მას? მაგრამ ეს დაუმალა გიორგის შესახებ არაფერი მოუყოლია, იცოდა დათო ამ ამბავს ასე არ დატოვებდა და ყველაფრის ფასად გიორგის მოძებნიდა. ამიტომაც ხმა არ ამოიღო თან იმედოვნებდა რომ რაც კოლეჯიდან გადავიდა და ძველ სკოლას დაუბრუნდა იქ ვეღარ მიაგნებდა და გიორგი აღარასოდეს არ შეაწუხებდა, მაგრამ გოგონას ამის მხოლოდ იმედი ჰქონდა, სინამდვილეში კი არ გაუმართლა და ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, დადგა დღე როცა ამ საშინელი რეალობის წინაშე დათო აღმოჩნდა და ყველაფერი ფაქტად წარმოუდგა :
,,ერთ დღეს მარიმ და დათომ მუშაობა დროზე ადრე დაასრულეს და ბაღში გასეირნება გადაწყვიტეს. გოგონამ ბიჭს კაბინეტის გასაღები მისცა და სთხოვა რომ მას დაეკეტა თვითონ კი კიბეებთან დაელოდებოდა. დათოც დასთანხმა და გასაღები გამოართვა.
მარი დაბლა ჩავიდა, იქვე კიბეებზე უნდა ჩამომჯდარიყო, რომ... უკნიდან ვიღაც მიეპარა წელზე ხელები შემოხვია და თავისკენ მისწია, მარი შეშინდა სასწრაფოს შემოტრიალდა და...
ნეტავ საერთოდ არ შემობრუნებულიყო... გიორგი... აი, ვინ დაინახა! გოგონა გაშრა
- რაო, არ გაგიხარდა?! გეგონა ვერ მოგაგნებდი? – ირონიულად და გაბრაზებული თვალებით უყურებდა ბიჭი მარის. – აბა რაო? მარი მოგწონს ძველი სკოლა? აბა რას იტყვი? არ მოგენატრე? – ბიჭმა ზედიზედ მიაყარა.
მარიმ ხმა ვერ ამოიღო დადუმდა და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ მისი სახელი თქვა:
- გიორგი?!
- რაო? მიცანი? ხო, გიორგი ვარ, ცოტა შევიცვალე არ მოგწონვარ? ხო მაგარი ვარ?
გოგონამ ახლა ვეღარ მოითმინდა და პირში პირდაპირ მიახალა
- მაგარი? მაგარი კი არა ისევ ისეთი ნაგავი იქნები როგორიც იყავი.
- შენ კი ისევ ისეთი უკარება და ლამაზი ხარ! ვხედავ... არც ეხლა გაგიხარდა ჩემი ნახვა და რატომ?
- ვერ გიტან, მეზიზღები და ამიტომ!
- ყოჩაღ! მარი გილოცავ! საიდან საყვარელო ამხელა გამბედაობა არ მეტყვი? არა რა? მაინც ისეთივე ხარ საყვარელი და უკარება! რაო აბა ჰე არ გავისეირნოთ?
- რა? გავისეირნოთ? როდის გაგვისეირნია რომ ეხლა წამოგყვე? – მარიმ ახლახან იგრძნო რომ გიორგის წელზე ხელები ჰქონდა შემოხვეული და... – გაწიე ხელები! არ მომეკარო!
- მე ასე მინდა!
- ხელი გაიშვი! – მარი დაიბნა გიორგის უფროდაუფრო მიჰყავდა თავისთან და უფროდაუფრო უახლოვდებოდა. – ხელები გასწიე მომშორდი!
- არასდროს!
- მომეშვი-მეთქი
- არა, უკვე დროა! ამის დროც მოვიდა.
- ხელი გამიშვი! იცოდე ვიყვირებ თავი დამანებე!
- იყვირე! აქ არავინაა ვინ გაგიგონებს რო? ეხლა ჩემთან ერთად წამოხვალ.
- არ მინდა! არ მინდა შენთან გამიშვიიიიიიიიიი! – მარი უფროდაუფრო ცუდად ხდებოდა გიორგის ხელს ვერ აშვებინებდა და ძალა ეცლებოდა
- ხო კარგი! კარგი! – გიორგი დამშვიდდა, ხელები მაღლა აწია რომ დაენახებინა აი ხედავ გაგიშვიო და ნუღა მეჩხუბებიო, მაგრამ... უცებ სწვდა ხელი მაგრად ჩაავლო და კიბეებზე ძალისძალათი ჩაიყვანა.
მარი დაიბნა მიხვდა ყველაფერი ცუდად იყო გიორგი ძალას ხმარობდა, შეშინდა და ისევ ხელის გაშვებას სთხოვდა
გიორგიმ ვეღარ მოითმინა ამდენი ნერვებზე მოიშალა შემოუტრიალდა ხმამაღლა დაუყვირა მოკეტეო და უნდოდა... უნდოდა გაერტყა, ხელი ასწია და... ამ დროს
- თითი არ დააკარო! – ამ დროს დათოც გამოჩნდა და ასეთ სანახაობას შეესწრო, გიორგის ისეთი თვალებით უყურებდა
სიჩუმე ჩამოვარდა, მარტო მარი ტირილის ხმა ისმოდა, ტიროდა და შიშისაგან კანკალებდა, გიორგის კი ისევ ხელი ჰქონდა აწეული უნდოდა მისთვის... და ასე გაეჩუმებინა, მაგრამ დათოს ხმა რომ გაიგო ხელი დასწია და მარის საერთოდ მოშორდა, გოგონამ იგრძნო თავისუფლება და მაშინვე დათოსთან გაიქცა და სთხოვდა;
- დათო, შეეშვი, გთხოვ! გემუდარები არაფერი დაუშაო
- რატომ მარი? ვინ არის?
- დათო, შეეშვი, გთხოვ!
- არა მარი ასეთ რამეს არ შევარჩენ, მე შენ მოგეხვიე და ის ვინანე რომ ამის გამო დამიფრთხი ამას კი რატომ უნდა მივცე იმის უფლება რომ ასე მოგექცეს? უნდოდა რომ... არა მარი არ ვაპატიებ! გაიწი!
- არა დათო ამის უფლებას არცერთს არ მოგცემთ!
- მაგასაც ვნახავთ! ჭკუას ვასწავლი! – დათო გამწარდა შემოტრიალდა და გიორგისთან უნდა მისულიყო ჩხუბი უნდოდა... უნდოდა, მაგრამ შემოტრიალდა თუ არა სახეში გიორგის მუშტი მოხვდა, ბიჭს თვალთ დაუბნელდა მოულოდნელი იყო ეს დარტყმა, თან გიორგის ბეჭედმა თვალთან გაკაწრა და სისხლი წამოუვიდა. ტკივილისგან ჩაიკეცა ვერ ხვდებობდა ირგვლივ რა ხდეოდა გიორგი კი...
- ღმერთო! რამდენს ყბედობ! – მარი სიხარულო ეს ვინ არის?
გოგონა ბიჭს ზიზღით უყურებდა დათოს ასე რომ მოექცა, გიორგი არ ეშვებოდა
- ვინ არის ეს?!... აჰა გამოვიცნობ მორიგი თაყვანისმცემელი? ხმა ამოიიღე!
მარი ხმას ვერ იღებდა ბოლოს გიორგიმ ისე შეანჯღრია იძულებული გახდა რამე მაინც ეთქვა.
- არა! მეგობარია!
- ვსო წავედით, ეგდოს ასე ტკივილი რომ გაუვლის და მოგძებნის შენ უკვე ჩემთან იქნები! – გიორგიმ თქვა მარის გაუღიმა თვალი ჩაუკრა, უნდოდა ახლოს მისულიყო და დათოსთვის ეჩვენებინა გოგონას ძალით როგორ აკოცებდა, მიუახლოვდა სახე ხელით დაუჭირა... მაგრამ მარიმ ამის უფლება არ მისცა, სახეში შეაფურთხა უთხრა მეზიზღებიო და ხელიდან გაუსხლტა. დათოსთან მიირბინა დაიხარა უნდოდა შეხებოდა, სახეზე მოფერებოდა ენახა რამე თუ ტკიოდა, მაგრამ უკნიდან გამწარებული გიორგი მიეპარა. ახლა ხელი კი არ მოკიდა, ჩანთა ძირს დააგდებინა, ხელში აიყვანა და მანქანამდე მის ასე მიყვანას აპირებდა, გოგო უარესად ატირდა, ხვდებოდა რაღაც ცუდი ხდებოდა, დათოც ვეღარ უშველიდა ბავშვი თვალებშიც ვერ იყურებოდა, წინააღმდეგობის გაწევასაც აზრი არ ქონდა, ძალა არ ყოფნიდა, ეზიზღებოდა, შიში ჰქონდა სად მიჰყავდა ან რა უნდოდა, საშინელება იყო ის წამები, მარისთვის კი არა ნებისმიერი გოგონასათვის რომელსაც ასე ექცევიან. ღმერთმა იცის რას დაუშავებდა რა ზიანს მიაყენებდა, როგორ უნდოდა მარის ისევ დასხლტომოდა, მაგრამ არ გამოუვიდოდა გიორგის ხელში ყავდა აყვანილი ასე კი ვერაფერს შეძლებდა გარდა იმისა რომ დათოს ნაღვლიანი თვალებით უყურებდა, საშინელების მოლოდინში იყო და თითქოს ემშვიდობებოდა, ეგონა ან ვეღარასდროს ნახავდა ან თუ დაბრუნდებოდა გიორგის წყალობით სხვა ადამინი იქნებოდა, ასეთს კი ეგონა დათოც არ მიიღებდა. მადლობა ღმერთს საბოლოოდ გოგონას ვერაფერი დაუშავეს.
დათო გაერკვა სიტუაციაში, წამოდგა და რომ დაინახა მარი მისკენ აცრემლებული და შეშინებული როგორ იყურებოდა ვერ გაუძლო, დაიბოღმა და მისკენ წავიდა სასწრაფოდ, გიორგის გოგონა მანქანაში უნდა ჩაესვა, დაიხარა, კარი გამოაღო და დათოც სწვდა თავი მანქანაზე მთელი ძალით მიარტყმევინა, გიორგი ვერ მიხვდა რა მოხდა უნებლიედ მარის ხელი გაუშვა და თავზე ხელი მოიკიდა , დათომ არ აცალა გონს მოსვლა მეორეჯერ, მესამჯერე სახეში მთელი ძალით სთხლიშა, მარი შეშინდა ამხდენი სიხლის დანახვაზე უარესად ატირდა დათოს ემუდარებოდა სთხოვდა თავი დაანებე გაუშვიო. დათოც მიხვდა ზედმეტი მოუვიდა და მარის შეშინებულ თვალებს რომ შეხედა გაჩერდა, მეტი აღარაფერი დაუშავებია გიორგისთვის, ისიც უხმოდ გაშორდა მიხვდა კონკურენტი ძლიერი იყო და კარგს არაფერს უქადდა და რომ შეიძლება მარი რომ არა შემოკვდომოდა, მაშინვე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
მორჩა დამთავრდა გოგონა რომ მიხვდა ყველაფერი კარგად იყო მაშინვე დათოს მივარდა მთელი ძალით ჩაეხუტა, ბიჭიც მოეხვია მარის მოეხვია, აკოცა, მერე თვალებში ჩახედა, ცრემლები მოწმინდა
- მორჩა, პატარავ ყველაფერი დამთავრდა მე შენთან ვარ! ჩემო ანგელოზო! – ამ სიტყვებზე მარი ისევ მოეხვია. ბავშვები ასე ჩახუტებულები დიდხანს იყვნენ, მორჩა მარიმ შვება იგრძნო განთავისუფლდა ამხელა შიშისგან, განთავისუფლდა გიორგისგან, მისი მუქარებისგან და იმის შიშისგან რომ მისი მართლა ვეღარასოდეს გახდებოდა და არც სხვა საშინელებებს გაიგონებდა მისგან, დათო რომ არა ღმერთმა იცის რა მოუვიდოდა. ისე იყო თითქოს თავიდან დაიბადა და სიკვდილს გადაურჩაო. "
ამ ყველაფერმა ბავშვების ცხოვრება საგრძნობლად გამოიცვალა, რაც დათო მიხვდა რომ მარის დაკარგვა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდებდა, როცა დაფიქრდა რომ ასეთი დაუცველი იყო და გოგონა საშინელი მომავლისგან იხსნა, მას მარი უფრო მეტად შეუყვარდა, მარისაც, ამ დღიდან ერთმანეთი სხვაგვარი სიყვარულით შეუყვარდა. ეს ნამდვილი სიყვარული იყო, ნამდვილი წმინდა გრძნობა, რომელიც დაიმალა. ორივე მეგობარმა საკუთარი გრძნობები იმ დღის მერე დაასამარეს, ვერ გაბედეს ერთმანეთისთვის ამხელა ტკივილი მიეყენებინათ და ამ ძლიერ გრძნობაში გამოსტყდომოდნენ ერთმანეთს, ეგონათ უბრალოდ ცალმხრივი გრძნობა იყო და არაფერი გამოუვიდოდათ, ამიტომ ორივემ დაივიწყეს კვლავ ძველებური ურთიერთობა განაახლეს თუმცა განსხვავებული გრძნობებით. ნეტავ, სცოდნოდათ რომ ეს გრძნობა ორმხრივი იყო, მაგრამ ამას ვერცერთი მათგანი ვერ მიხვდა! რაღაც დროის მანძილზე კი ამ საიდუმლოსაც აეხადა ფარდა.

დათო მოწყენილი იყო ხმას საერთოდ არ იღებდა, უბრალოდ დისკებს აწყობდა და მარის დილის ეთერისთვის გეგმას უწერდა, მარი კი მაგიდასთან იჯდა ირგვლივ პატარები ჰყავდა მითითებებს აძლევდა ცოტა ხანში მათთან მუშაობა დაასრულდა და ყველანი გაუშა, ოთახში ის და დათო მარტოები დარჩნენ, დათო დისკებთან, მარი კი ფურცლებთან მუშაობდა, მაგრამ ერთმანეთს თვალს ჩუმ-ჩუმად აპარებდნენ. მორჩა მყუდროება მარიმ დაარღვია თავისი ბუზღუნით, ფურცლებს აქეთ-იქით ყრიდა და ნელ-ნელა ბრაზი ერეოდა.
- დაგეხმარო?! - დათო წამოდგა და გოგონას გვერდით მიუჯდა.
- არა არ გამოვა! ორი დღეა სკოლაში არ მოვსულვარ და ყველაფერი აურევიათ, ყველა ერთ პაპკაში მოუქცევიათ, საშინელებაა! ეს რა ხდება? – მარი ბრაზობდა და ფურცლებს ისევ-ისე აქეთ-იქით ყრიდა.
- ხო, შენ რომ არ იყავი არც მე მოვსულვარ და დისკებიც აურევიათ,
- საშინელებაა! დავხოცავ ყველას ეს რა გააკეთეს? – მარი არ ჩერდებოდა ბოღმა ახრჩობდა ნერვებზე იშლებოდა ამდენი ნაწვალები წყალში ჩაეყარათ. – არა რა ამათი მარტო დატოვება არ იქნება! არ იციან და ცხვირს ყოფენ!
- ხო, მართალი ხარ.
- რა ჯანდაბა ვუყო ეხლა?... ვაიმე! რომელი საათია უკვე სამეცადინო მაქვს ორ-სამ დღეში გამოცდები საშინელებააააა !... შენ რა დაგემართა? დათო კარგად ხარ?
- მე?!
- ხო, შენ
- რავი, მგონი არა!
- რატო?! რამე მოხდა?!
- კი
- რა?! არ მეტყვი?
- არა არაფერი დაივიწყე!
- რა დავივიწყო?! დათ აშკარად ცუდად ხარ!
- არც ისე!
- დათ რა გჭირს?!
- საქმე ისაა!
- რა?
- საქმე ისაა რომ!... მეტი აღარ შემიძლია, ცუდად ვარ, სიკვდილი მინდა!
- რა? რას ბოდავ?!
- არა არ ვბოდავ! სიმართლეს ვამბობ!
- დათ რას გულისხმობ? რა ხდება არ მეტყვი?
- მარი!
- ხოოოოოოო!
- მარი!
- ხო! გისმენ!
- მარი... საქმე ისაა… მიყვარს!
- ვინ?! – მარის ცივმა ოფლმა დაასხა მიხვდა დათო სიყვარულზე ელაპარაკებოდა და ცოტა ხანში ეტყოდა რომ შეყვარებული იყო, მარი ამას ვერ გადაიტანდა მას ხომ მეგობარი უყვარდა? ახლა რა ეშველებოდა ნეტავ რა რეაქცია ექნებოდა დათო რომ იმ გოგოს სახელს ეტყოდა! ამას ვერ გადაიტანდა.
- უზომოდ მიყვარს მარი და ამ სიყვარულის დაფარვა აღარ შემიძლია!
მარი გაჩუმდა, ცოტაც და გრძნობებს გასაქანს მისცემდა, თავს ძლივს იკავებდა ცრემლები ყელში ებჯინებოდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა არ უნდოდა დათოს მასზე რამე ეეჭვა
- თქვი დათო ყველაფერი, თქვი და შენც მოგეშვება და მეც.
- მარი, მაპატიე მაგრამ უნდა გითხრა სხვა გზა არ მაქვს!
- ხო ვიცი, უნდა მითხრა ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?
- არა მარი უკვე აღარ!
- ეს რას ნიშნავს?! გამოდის რომ...
- არა, არა ასე არა უბრალოდ... საქმე ისაა რომ მე... მაპატიე მაგრამ... შენ მიყვარხარ!
გოგონა გაშრა, ამას არ მოელოდა, ვეღარ შეძლო ცრემლების შეკავება, გაოგნებული სასწრაფოდ წამოდგა. დათოც ადგა გოგონა თავისკენ მოაბრუნა, მიუახლოვდა თავი გაუსწორა. თვალებში ჩახედა ცრემლების გარდა, ტკივილის გარდა ვერაფერი ამოიკითხა. მარი გაოგნებული იყო არ ეგონა თუ ეს სიყვარული აუხდებოდა, არ ეგონა თუ ასეთ რამეს დათო ეტყოდა.
- მარი, საყვარელო მაპატიე ვიცი მეგობრობას ვუღალატე, მაგრამ მეტი აღარ შემეძლო დღეს მაინც რომ არ მეთქვა ამხელა საიდუმლოს ვეღარ დავმალავდი ოდესმე მაინც ხომ გაიგებდი? მარი მაპატიე! გთხოვ ვიცი ცუდად მოგექეცი სხვა თვალით რომ შემოგხედე მაგრამ... მარი ძალიან მიყვარხარ!... ხმა ამოიღე რამე მითხარი! მეჩხუბე! მიყვირე! გამარტყი! რამე ქენი გთხოვ ასე ნუ ხარ ჩუმად ნუ ხარ გთხოოოოოოოვ!
დათო გიჟს გავდა მარის დუმილი აშფოთებდა, უფრო აღელვებდა. მარიც დუმდა ისევ ჩუმად იყო ხმას ვერ იღებდა, ცდილობდა რეალობაში გარკვევას მაგრამ არ გამოსდიოდა, ვეღარ გაუძლო დათოს მზერას, გაშორდა იქვე კუთხეში თავისთვის მიიყუჟა და თავი მუხლებში ჩარგო. დათო ამან უფრო დაძაბა, გოგონასთან მივიდა შეანჯღრია, სთხოვდა ხმის ამოღებას. მარი ისევ დუმდა.
- კარგი, ხო ჩემო სიყვარულო. გეყო ნუღარ იტანჯები! აღარ მინდა ოდესმე შენი ცრემლიანი თვალები დავინახო არც ეხლა, შენი ცრემლი გულს მიკლავს, მაპატიე მარი იმ ყველაფრის მერე რაც გადაიტანე რაც შეგემთხვა რომ მეც გიღალატე და ისე შეგიყვარე, ვიცი ამ გრძნობის ძალიან გეშინია, გეშინია ვინმე არ გიყვარდეს ისევ არ გაიტანჯო, მე ეს ვიცი და ამიტომაც გიგებ! შენი მესმის! ახლა რატომაც დუმხარ! ამ თვალებს ვერ დავპირდები რომ დაგივიწყებ, ვერ ვიცოცხლებ შენი ღიმილის, ბუზღუნის და ბავშვური გამოხტომების გარეშე, უზომოდ მიყვარხარ მარი! და ვერასდროს დაგივიწყებ! – ეს თქვა და ატირებულ გოგონას მიუახლოვდა. მარი ტიროდა, მთელი სხეული უთრთოდა. კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა, იგრძნო მისი სუნთქვა, გოგონა საყვარელი ადამინის მიახლოებისას შეკრთა, მიხვდა რომ დათოს სახე ნელ-ნელა მას უახლოვდებოდა, თვალები დახუჭა, მარტო ხელები და ტუჩები უთრთოდა, ხვდებოდა დათო აპირებდა მისთვის... მაგრამ ვერ შეძლო მაშინვე წამოდგა, ბიჭს უნდოდა ეკოცნა, უნდოდა კოცნით თვალებიდან ცრემლები ამოეშრო, მაგრამ... მაგრამ ვერ შეძლო, ვერ შეძლო, რადგან არ უნდოდა გოგონას გული სტკენოდა, ერთი კოცნაც კი ყველაფერს შეცვლიდა, დათომ იცოდა მარი ასე ახლოს ბიჭთან არასდროს ყოფილა, თვითონ კი ვერ გაბედა მისთვის პირველი ყოფილიყო, პირველი კოცნა გოგონას მისთვის ეჩუქებინა, უბრალოდ... ძლიერად მოეხვია ლოყაზე ნაზად აკოცა, ჩამოყრილი თმები თვალებიდან გადაუწია და ცრემლები ისევ მოწმინდა.
გაშორდა, კარებისკენ წავიდა უნდოდა ეგრევე გასულიყო აღარაფერი ეთქვა გოგონასათვის მაგრამ გულმა მაინც ვერ გაუძლო მაინც მოიხედა და მარის ესღა უთხრა:
- მარიკუნა, ჩემთვის ყველაფერი ხარ, მიყვარხარ ანგელოზო, უშენოდ ვერ ვიქნები მაგრამ მაინც მეყვარები, გულს შენი დავიწყების უფლებას არ მივცემ არც კი შევეცდები დაგივიწყო, თუნდაც მთელი სიცოცხლე გავიტანჯო, ყოველთვის ჩემი პატარა იქნები, მუდამ მეყვარები, გპირდები! არ მოგშორდები სადაც არ უნდა ვიყო მაინც შენთან ვიქნები!
ესღა თქვა, კარები გაიხურა და წავიდა. ოთახში გოგონა სულ მარტო დარჩა. მარტო თავის ფიქრებთან ერთად. უცებ იგრძნო ასე უბრალოდ არ ღირდა მისი საყვარელი ადამინის გაშვება, მაშინვე წამოდგა და უკან გაყვა. ეძება ყველგან ეძება ბევრი ეძახა, მაგრამ ვერ გააგონა დათო აღარსად იყო. ბოლოს ჩაიკეცა, ხელები სახეზე აიფარა, ატირდა და
- დათო, მიყვარხარ! - მხოლოდ ეს მიაძახა.

მარი იმ დღეს სახლში ძლივს მივიდა, გოგონა განადგურებული იყო, არ იცოდა რა ექნა. საშინელი სიზმარი ნახა, დილით შეშინებულმა გამოიღვიძა, სულ ოფლიანი იყო, ერთიანად ხურდა, სიცხისაგან იწვოდა, ის დღე სკოლაში არ წასულა, მაგრამ მეორე დღეს მაინც წავიდა იმ იმედით რომ შეიძლება დათოს მისთვის გაევლო და თავიდან ელაპარაკათ, მაგრამ შეცდა, დათო არ გამოჩენილა. აი მესამე დღე კი სულ სხვა იყო...
გავიდა მესამე დღე მას მერე რაც მარი დათოს მოლოდინში იყო, მისი ნახვიდან სწორედ მესამე დღე. ამ დღეს მარის გამოცდა ჰქონდა, თუმცა სულაც არ ნერვიულობდა იცოდა ყველაფერს კარგად ჩააბარებდა!
დაიწყო გაკვეთილი, მასწავლებელი შემოვიდა ბავშვებს თავიანთი ვარიანტები დაურიგა და თვითონ მაგიდასთან ჟურნალს დაუწყო თვალიერება. სულ ცოტა ხანში კარზე ვიღაცამ დააკაკუნა
- შეიძლება?!
- დიახ! მობრძანდით! – მასწავლებელი უცნობს შეეგება. – გოგონა ვინმეს ეძებთ?
- დიახ,
- ვის?
- მარის!
- მარის?! – გაიოცა მასწავლებელმა, ბავშვებმაც თავი წამოყვეს – აქ იმდენი მარია მაინც რომელს?
- არ ვიცი ზუსტად პატარა გოგონაა მარი ჰქვია.
- მარი შენ ხომ არ გკითხულობენ?! – მასწავლებელი მარის მიუბრუნდა
გოგონამ თავი გადააქნია, არა მგონიაო.
- მაშინ იქნებ ის მითხრათ აქ სტუდია სად არის?!
- სტუდია? სტუდია რად გინდათ? – ახლა მარიმ კითხა ახლადმოსულს
- ვიცი, რომ მარი გაკვეთილების მერე იქ რჩება ხოლმე, იქ მუშაობს ხოლმე
- მარი, მგონი შენზეა საუბარი. – მასწავლებელმა მარის გახედა და გაუღიმა.
- დიახ, თუ იმ მარის ეძებთ მე ვარ! – მარი მერხიდან წამოდგა და გოგონასთან მივიდა, მასწავლებელს გარეთ გასვლის ნებართვა სთხოვა და ორივენი გარეთ გავიდნენ. დერეფანში ფანჯარასთან მივიდნენ და იქ დაიწყეს საუაბარი.
- ე.ი. შენ მარი ხარ ხომ?!
- დიახ!
- აქ იმიტომ მოვედი რომ, რაღაც უნდა გითხრა
- რა ხდება?!
გოგონას ცრემლები ჩამოუგორდა, აპირებდა თქმას, მაგრამ ვერ შეძლო. მარი მიხვდა საქმე ცუდად იყო და კარგი არაფერი ხდებოდა, სხვაგვარად ამ გოგოს ასეთი რეაქცია რატომ ექნებოდა?
- კი მარა, ვინ ბრძანდებით?
- მე... მე... მე დათოს ნათესავი და მეგობარი ვარ.
- ვინ დათოსი?! – გაიკვირვა მარიმ
- დათო
დათოსი! არ იცი? მას ხომ უყვარდი ცოტა ხნის წინ არ გამოგიტყდა, ვერ ხვდები ვის ვგულისხმობ?
- ა ა ა დათო? ხო დათო კი მაგრამ... ის რა შუაშია? რომ არ გამოჩნდა წერილი გამოაგატანა ან რამე დაგაბარა?
- არა, არა წერილი არა... მარი... შემომხედე... – მარიმ გოგონას შეხედა – მარი, კარგი გოგონა ჩანხარ, შენზე ბევრი რამ მსმენია დათოსგან ვიცი რისი გადატანა მოგიხდა, ვიცი ეს ორი წელი რაც დათოს იცნობ უკეთ ხარ, ახლა აღარ ხარ მერვე კლასელი ვფიქრობ დიდი გოგო ხარ მეათეში ხარ და ეს მთელი წლები დათო შენთან იყო, ამ ყველაფრის ხათრით დათოს ხათრით იქნებ მენდო? და... იქნებ მენდო და მითხრა... დათო ისეთი სიყვარულით გიყვარს როგორც მას უყვარხარ?
მარი გაჩუმდა, ხმას ვეღარ იღებდა. არ იცოდა რა ეპასუხა ბოლოს აჯობა საკუთარ თავს და გაამხილა:
- ხო, დათო მეც ისეთივე სიყვარულით მიყვარს როგორც მას ვუყვარვარ.
გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა, მარის მივარდა მაგრად ჩაეხუტა და მთელი ხმით ატირდა. მარი უაზროდ იყო ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. გოგონა უფროდაუფრო ძლიერად ეკვროდა, მარის თმებზე ეფერებოდა, მერე მოშორდა, აკოცა, ისევ ჩაეხუტა და ბოლოს გაშორდა. ფანჯარასთან მივიდა გარეთ უაზროდ იყურებოდა და ისევ ტიროდა, მარისაც გული აუჩუყდა გოგონას ასეთ მდგომარეობას ვერ გაუძლო და თვითონაც ატირდა, თან ხვდებოდა რაღაც ვერ იყო რიგზე.
- კი მაგრამ, რა ხდება? ასე უცნაურად რატომ მექცევით?! ან ეს კოცნა, ან ჩახუტება რას ნიშნავს ეს ყველაფერი? – მარი დაიბნა და ერთადერთი რაც მოახერხა მარტო ესღა ჰკითხა გოგონას არ უნდოდა ზედმეტი კითხვებით თავი შეეწყინა თან ასეთ მდგომარეობაში იყო და.
გოგონა სდუმდა, შემოტრიალდა და მარის თვალებში ჩახედა, სევდა, ტკივილი და ინტერესი დაინახა.
- კი მაგრამ, მეტყვით რა ხდება?!
- ხო მარი ეხლავე!... ძალიან მიჭირს, ასეთი პატარა ხარ, ვიცი ცხოვრებამ რა ტკივილიც მოგაყენა, ვიცი რომ ამ ყველაფრის გადატანაში დათო დაგეხმარა. და ისიც ვიცი რომ ერთმანეთი არანორმალურად გიყვართ, თქვენ უკვე იცით რა არის ნამდვილი სიყვარული, მე ამხელა ვარ მაგრამ ჯერ მე არ გამომიცდია, მარი მართლა საოცარი გოგონა ხარ, ადრე დათოს არცერთი გოგო არ მომწონდა შენ კი განსაკუთრებული ხარ მართლა მომწონხარ და ვცდილობ ყველაფერი უმტკივნეულად გითხრა, ვიცი ვერ შევძლებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდი. რაც შენ გაგიცნო სულ გამოიცვალა, დიდი ხანია უყვარხარ მას მერე რაც გადაგარჩინა მერე მიხვდა რომ მისი შენდამი მეგობრული გრძნობა სადღაც გაქრა და სხვა სიყვარულით შეუყვარდი. ეს პერიოდი დათოსთან ვიყავი როცა უჭირდა და ცდილობდა მასში კვლავ მეგობრული სიყვარული დაებრუნებინა შენდამი, იცოდა ამ გრძნობის გეშინოდა და სურდა შენი დავიწყება რომ გული აღარ გტკენოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. დათოს უაზროდ უყვარხარ დამიჯერე, მარი შენსავით არავინ არასოდეს ასე ძლიერად არ ყვარებია.
მარი უარესად აცრემლიანდა, ისეთ რამეს იგებდა რაც გულს უხარებდა, მას ხომ დათო უყვარდა
- მართლა ასეა? დათოს ასე ძლიერად ვუყვარვარ?!
- ხო მარი, უფრო მეტადაც ვიდრე გგონია!
- კი მაგრამ, ამას თქვენ რატომ მეუბნებით?... დათო სად არის არ მოვიდა?! სად არის გთხოვ მითხარი მისი ნახვა მინდა.
- მარი! დათო ვეღარ შეძლებს შენთან მოსვლას!.
- არა, არა შეძლებს ვპატიობ, ყველაფერს ვპატიობ!... მეც ძალიან მიყვარს, მინდა გავახარო... სად არის? მოვიდა? მინდა ის სიტყვები ვაჩუქო რაც არასოდეს არცერთი ბიჭისთვის არ მითქვამს, უბრალოდ მინდა ვუთხრა ,,მე შენ მიყვარხარ,, ... სად არის? არ ამოვა? არ დამელაპარაკება? – მარი იცრემლებოდა უხაროდა ვერ მშვიდდებოდა ეგონა დათო დაბლა ელოდებოდა.
გოგონა უარესად გახდა არ ეგონა მარი ასე თუ შეშფოთდებოდა და დათოს ნახვას მოინდომებდა არ იცოდა რა ექნა და მწარე რეალობაში როგორ დაებრუნებინა, როგორ გაეგებინებინა რომ დათო არ იყო მოსული ამიტომაც ერთადერთი გზა…
- მარიიიიიიიიიიიიიიიიიი! - ვეღარ მოითმინა გოგონამ და დაუყვირა.
მარი შეკრთა გოგონასგან ასეთ რეაქცია არ მოელოდა.
- მარი გეყოფა! არა დათო აქ არ არის! არ მოსულა! გესმის არ მოსულაააა!
- არა?! კი მაგრამ?!... რატომ?!
- მარი მომისმინე, ახლა რასაც გეტყვი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მტკივნეულია არ ვიცი როგორ გითხრა როგორ შეგამზადო, მაგრამ ყურადრებით მომისმინე ჩემთვის ადვილი არ არის ამის მოყოლა, ჩემითვისაც მტკივნეულია მაგრამ მართლა არ ვიცი რა ვთქვა მეშინია ამის მერე არ ვიცი როგორ იქნები, კარგად მომისმინე და გთხოვ დამშვიდდი.
მარი დაიბნა და გოგონას უყურებდა ცდილობდა მის თვალებში ყველაფერი ამოეკითხა მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინა.
გოგონა კი ჯერ სდუმდა შემდეგ კი დაიწყო.
- მარი, იმ დღეს დათო შენთან რომ იყო, რომ გამოგიტყდა სიყვარულში ხომ გახსოვს?!
- კი, მერე?!
- პირდაპირ ჩემთან მოვიდა ყველაფერი მომიყვა. სახლში ვერ ჩერდებოდა გარეთ გასვლას მთხოვდა. ამ დროს ძმაკაცმა დაურეკა და დაბადების დღეზე მიიპატიჟა. არ მომეშვა, ჩამაცვა და ძმაკაცებთან ერთად მეც გამიყოლა. დიდხანს იქეიფეს, დათომ იქ დარჩენა არ მოინდომა, არც სახლში წასვლა არ უნდოდა, ამიტომ ჩემთან დარჩენა შევთავაზე, ჩემები სოფელში იყვნენ და მარტო არ მინდოდა ყოფნა დათოც დამთანხმადა, იქიდან წამოვედით ძმაკაცებიც წამოვიდნენ ჩვენთან ერთად ერთი გზა გვქონდა, დათო ქუჩაში არ ისვენებდა სულ სიყვარულზე და... და სულ შენზე გველაპარაკებოდა. მოკლედ მოვდიოდით. იქვე დიდი გადასასვლელია, უსწორმასწორო ქუჩები, ბნელი მოსახვევები, ფეხით მოვდიოდით დათოს მანქანა არ წამოვაყვანინეთ ვიცოდით დალევდა და საჭესთან მაინც თვითონ დაჯდებოდა _ გოგონა ამ ყველაფერს ყვებოდა და მდგომარეობიდან უფროდაუფრო გამოდიოდა, უარესად მოსდიოდა თვალებიდან ცრემლები. გაჩუმდა მარიმ მისი დუმილი ვერ აიტანა და გაგრძელება სთხოვა, ცოტათი დამშვიდდა და გააგრძელა. – მოკლედ ამდენ ლაპარაკში მეგობრებს მოგვცილდა, ხელიდან გაგვისხლტა, გაიქცა წინ, შუა გზაზე გაჩერდა სიყვარულზე ისევ ხმამაღლა ლაპარაკობდა მერე შენი სახელი ახსენა ხმამაღლა დაიყვირა და... მარი მაპატიე გთხოვ ჩვენი ბრალი არ იყო ისე მოულოდნელად მოგვშორდა ვერც კი შევამჩნიეთ... მარი გაგვიგე გთხოვ! – გოგონა ანერვიულდა კანკალი დაიწყო, მერე ისევ გააგრძელა – ჩვენ დავუყვირეთ, ქუჩის კუთხიდან მანქანა დავინახეთ, დავუყვირეთ მაგრამ ვერ გავაგონეთ მერე... საქმე ისაა რომ ეს მანქანა... მერე მანქანა... მანქანა – გოგონა ანერვიულდა ვეღარ ლაპარაკობდა მარის გუნება შეეცვალა ანერვიულდა მიხვდა კარგი არაფერი ხდებოდა, მაშინვე სწვდა გოგონას და
- ხმა ამოიღე!
- მარი დაწყნარდი!
- არა , არა დროზე მითხარი რა ხდება გამაგებინეეეეეეეე! – მარი უნუგეშოდ იყო ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა გოგონას მთელი ძალით ანჯღრევდა
- მარი დამშვიდდი გთხოვ!
- არა გელოდები მითხარი დროზე!
- ხო კარგი კარგი!... საქმე ისაა რომ მას... მას... დათოს... დათოს მანქანა… მანქანა დაეჯახა.

ორივენი გაჩუმდნენ, მარი გაშრა, სახეზე ფერი ეცვალა, გაფითრდა, თვალები გოგონას მიაშტერა... მიაშტერდა და ჩაიკეცა. მორჩა დასრულდა ყველაფერი დამთავრდა. დაიყვირა ტკივილი გარეთ გამოუშვა, ღმერთო როგორ ყვიროდა, რა დღეში იყო, სახეზე ხელებს იფარებდა, ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა. ეს რა დაემართა, რა გაიგო რომ დათო... არა დაუჯერებელი იყო მარი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ერთიანად ცახცახებდა, მდგომარეობიდან ვერ გამოდიოდა, ახლაღა იგრძნო გულში ტკივილი, ღმერთო როგორ ტიროდა, ვერ სწორდებოდა გოგონას ებღაუჭებოდა ისიც მარის მდგომარეობაში იყო, ორივენი ტიროდნენ ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ორივენი ტკივილისგან ცახცახებდნენ, ენით აუღწერელი იყო მაშინ მათი მდგომარეობა, ერთი მეგობრის დაკარგავს ვერ ეგუებოდა მეორე კი, ამის თქმაც არ ღირს მარიმ დათოს სახით რამდენი ადამიანი დაკარგა. მთელი ხმით ტიროდა, გულში რაღაც ჩასწყდა, ის მოაგონდა, მისი ხელები, თვალები, სიტყვები, უკანასკენლი სიტყვები მოაგონდა ,,_მარიკუნა, ჩემთვის ყველაფერი ხარ, მიყვარხარ ანგელოზო, უშენოდ ვერ ვიქნები მაგრამ მაინც მეყვარები, გულს შენი დავიწყების უფლებას არ მივცემ არც კი შევეცდები დაგივიწყო, თუნდაც მთელი სიცოცხლე გავიტანჯო, ყოველთვის ჩემი პატარა იქნები, მუდამ მეყვარები, გპირდები! არ მოგშორდები, სადაც არ უნდა ვიყო მაინც შენთან ვიქნები!_" მოაგონდა და უარესად იგრძნო თავი იმ გოგონაზე უარესად იყო, ახლა წარმოუდგენელია აქ მარის ემოიციების გადმოცემა, რა როგორ მოხდა. ერთს კი ფიქრობდა დათომ მოატყუა შეპირდა სულ შენთან ვიქნებიო, ახლა კი... ახლა კი მიატოვა მარტო დატოვა ისევ მძიმე ცხოვრება დაუტოვა, ის სიხარული რაც დათოსთან განიცადა, ის ტკივილი რაც მან დაავიწყა განმეორდა, მაგრამ ბევრად უარესი აღმოჩნდა ეს მარის ცხოვრებაში უდიდესი სევდა იყო, ყველა უბედურება ერთად აღებული ამ ტკივილს ვერ შეედრებოდა. კი შეპირდა შენთან ვიქნებიო, მაგრამ ასე მალე მიატოვა დაპირება არ შეუსრულა... მაგრამ განა დათოსი რამე ბრალია? განა დათოა ამ ყველაფერში დამნაშავე... მიხვდა მარი ეს არ იყო გასაბრაზებელი დათოსი არ უნდა წყენოდა რომ ეს პირობა ვერ შეასრულა... ისევ ისე... ისევ ცხოვრებაა ყველაფერში დამნაშავე, ისევ ბედმა და ცხოვრების რთულმა კანონებმა, ისევ ეს ისედაც ოდესღაც გულმოკლული, ისევ... ისე მარი გაამწარა, რა უნდა მისგან ცხოვრებას რას ერჩოდა, ამხელა ტკივილის სევდის ფასი რა იყო, რა დააშავა მარიმ ასეთი ბედმა ასე რომ გაწირა, მორჩა დასრულდა... მარის ცხოვრებაში ის დღე უკანასკენლი აღმოჩნდა როცა დათო ნახა, როცა მისი ხელები იგრძნო, როცა მასთან უკანასკნელად იტირა, ახლა რაღა იქნება?! მარის ცხოვრება რაღას დაესგავსება მის გარეშე ახლა რაღა იქნება, ის აღარ ეყოლება, აღარ ჩაეხუტება, თვალებიდან ცრემლებს აღარ მოწმენდს, ვეღარასოდეს გაუღიმებს, ვეღარასადოს გაუბრაზდება. გრძნობა?!... ჯანდაბას ყველაფერი, მან ხომ არ იცოდა ისე წავიდა ვერ გაიგო მარის როგორ უყვარდა, მარი ისევ ისეთი დარჩა დათომ სცადა მისი კოცნაც, მანვე დაიმსახურა მარისგან მოესმინა ,,მე შენ მიყვარხარ,, ასეთი რამ გოგონას ხომ არც ერთ ბიჭთან არ გაუკეთებია ახლაც ასე დარჩა, დათომ ვეღარ მიიღო ვერც მარის სიტყვები და ვერც მისი პირველი კოცნა, ერთადერთი რაც გაყვა ალბათ მარის სიყვარული და ჩახუტება, კიდევ კარგი დათომ იგრძნო მარის სითბო და პირველი და ერთადერთი ბიჭი იყო ვისაც ჩახუტების და თმებზე თამაშის უფლებას აძლევდა. ვისაც უფლებას აძლევდა მასთან ახლოს ყოფილიყო. მან ხომ იმხელა უბედურებას და საშინელ მომავალს გადაარჩინა გოგონა, ფაქტიურად სიკვდილის, ახლა კი ამ ყველაფრის ფასად თვითონ... თვითონ დაიღუპა.
დათოს დაკარგვით მარის ცხოვრება ისევ ჯოჯხეთს დაემსგავსა, ისევ ცრემლი, სევდა, წყენა, ტკივილი, მოგონებები, მარტოობა. მის გარეშე აი რა დაემართა, ფაქტია ბავშვობა ხელიდან ეცლება, იძულებულია საყვარელი ადამინის ასე უცებ დაკარგვა, გადაიტანოს. მაგრამ რატომ?!... განა ვალდებულია ცხოვრებისგან ამდენი დარტყმა მიიღოს, ნუთუ აღარა აქვს ამას საზღვარი? ნუთუ არ უნდა დასრულდეს ამ პატარა გოგონას ტანჯვა? ნუთუ იმის ღირსიც არ არის მშვიდად იცხოვროს? ღმერთმა უწყის მარის ცხოვრება რა არის უბრალო გამოცდა თუ სხვებისთვის მაჩვენებელი და მაგალითის მიმცემი, ღმერთმა უწყის რატომ შეემთხვა ეს ყველაფერი, არა ეს სასჯელი არ უნდა იყოს, თუ სასჯელია მაშინ რისი? რისი სასჯელია? რა დააშავა რომ დაისაჯა?... არაფერია, ამ პატარა გოგონას რა უნდა დაეშავებინა რომ საზღაური ასეთი მიიღო რომ ყველაფერი ხელიდან გამოეცალა, ხომ ნახა ცხოვრებამ როგორ დაიტანჯა, რა ფასად დაუჯდა დათოს და მარის ყველა ტკივილის ერთად გადატანა, ახლა როცა ასე კარგად იყო, როცა ახალი სიყვარული იპოვა, ხელიდან რაღატო გამოეცალა? იქნებ დათო ანგელოზი იყო მარისთვის მოვლენილი, ნუთუ ამ სამყაროს მარტო იმიტომ მოევლინა რომ მაშინ მარის დახმარებოდა და მერე ასე საშინლად დაშორებოდა? უცნაურია ეს ყველაფერი უცნაურია, როცა სიზმარში ისევ მას ხედავს თეთრები აცვია, ისევ ისე უღიმის ისევ ისე რაღაცას არიგებს, მერე იღვიძებს გოგონა და უბრუნდება მწარე რეალობას, რომ ის მარტოა, ფანჯარაში იხედება და წვიმს, მასთან ერთად ცაც ტირის, ნუთუ ეს დათოს ცრემლებია? თითოეული წვიმის წვეთი ნუთუ მისი გამოგზავნილია მარისთვის? ეს ხომ სასწაულია! ეს ხომ ნამდვილი სიყვარულია, ერთმანეთისგან ასე შორს არიან და მაინც ერთმანეთი უყვართ. ალბათ ამ წვიმას დათო თავის პატარა ჭირვეულ გოგონას უგზავნიდა, იქნებ ეს წვიმა იმის ნიშანია რომ მარი მარტო არააა! მაგრამ ფაქტია გვერდით აღარავინ ყავს თავისი ტკივილი გაანდოს და მისგან დახმარებაა მიღოს, ახლა უხილავი მგონი ახალი მეგობარი ყავს... ხო ეს წვიმაა ახლა მხოლოდ მას ენდოდაბა, იცის რომ რასაც მოუყვება დათოს მიუტანს ამბავს. ღმერთო, ასეთი სიყვარული ხომ რჩეულთა ხვედრია ისინი ხომ ცოტანი არიან, მაშინ ცხოვრებამ სამყაროს ასეთი მშვენება რატომ წაართვა? ნამდვილი სიყვარული რატომ მოაკლო, ნუთუ ამ ცხოვრების უკუღმართობას კიდევ შეეწირა ერთი წყვილი, ნუთუ ,,დათო და მარი,, იმ ყველაფრის მერე რაც ერთად გადაიტანეს არ იმსახურებდნენ ერთად ყოფნას? ეს რომ არა ისინი სამუდამოდ ერთად იქნებოდნენ. ეს რომ არა მათი გზები ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდებოდა, იმდენად ძლიერი სიყვარული იყო დროც კი ვერაფერს დააკლებდა. ვერ დააკლებდა რადგან ეს სიყვარული წმინდა იყო, ყველასგან გამორჩეული, ნდობაზე, მეგობრობაზე და პატივისცემაზე იყო დაფუძნებული, რომელი ბიჭი მოიქცეოდა დათოსავით მარისთვის ასე რომელი ბიჭი იბრძოლებდა? ის იყო ყველაფრის ღირსი იყო, მარის პირველი ჩახუტების, პირველი კოცნის, პირველი სიყვარულის სიტყვების, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო ეს ამბავი მარისთვის რომ არ შეეტყობინებინათ, დღეს უბედნიერესი წყვილი იქნებოდა დათო კი მთლიანად მარის პატრონი, მარი ყველანაირად მისი იქნებოდა. ყველაფერში პირველობას აჩუქებდა იმ სიყვარულისთვის რომელსაც ბიჭი მისდამი განიცდიდა, ეს ასე იქნებოდა მომვალში იქნებოდა მაგრამ ახლა მას შემდეგ რაც მოხდა მარი მისი ვეღარასოდეს იქნება... დრო მოვა და ალბათ ყველაფერში პირველობას სხვას დაუთმობს, ის მაშინ სხვისი იქნება, მაგრამ არა დათოსი... მისი სიტყვების, ჩახუტების, კოცნის ღირსი ალბათ მომავლაში სხვა იქნება და დათოს მაგივრად სხვას

ჩაბარდება, მაგრამ ვინ სხვას! განა გოგონა მზად არის ამისთვის რომ სხვისი იყოს? არა არ უნდა ასეთი არავინ არის ეს ჯერ არავის დაუმსახურებია,
ისევ დათოს სიყვარულით ცხოვრობს ისევ წვიმას ელოდება, ახალ მეგობარს რომ მოუყვეს მის გარეშე როგორ არის ის კი დანაბარებს გოგონას უსაყვარლეს ადამიანს გადასცემს, მათმა წმინდა სიყვარულმა ვერ გამოიღო ნაყოფი, ვერც მზის შუქი იხილა მაშინ მეგობრობა უშლიდათ გრძნობას ახლა კი... ახლა კი მანძილი... მანძილი ციდან მიწამდე.

ნეტავ ვისი იქნება დათოს მაგივრად ვინ იქნება მარის პატრონი, ნეტავ ვინ დაუბრუნებს გოგონას ლამაზ დღეებს, ახლა რომ სიყვარულის ეშინია, ამ გრძნობას რომ უფრთხის ნეტავ ვინ ასწავლის ყველაფერს? გამოჩნდება კი ის ვინც დათოს ემსგავსება? ეღირსება კი გოგონას ასეთი წარსულის მერე ბედნიერება? თუ ისევ?... ნუთუ ისევ უნდა გაიტანჯოს? ნუთუ ახალი განსაცდელი ელოდება? რა ბედი ეწევა ამ პატარა გოგონას, რომელსც წვიმა ასე შეუყვარდა, იქნებ მისი ბოლო ანგელოზად ყოფნა? და მასთან დაბრუნებამ ნეტავ უფალი გოგონას ასეთ საჩუქარს გაუკეთებს და თავისთან წაიყვანს რომ საყვარელ ადამიანს შეახვედროს? თუ სხვას სხვას გამოუგზავნის რომელიც მასთან მართლა სამუდამოდ დარჩება?

რა იქნება მარის მომავალი ღმერთმა იცის, დაე კიდევ დაიტანჯოს თუ ეს უფლის ნებაა! სხვა რა გზაა? მისი ბოლო მაინც ცრემლები და ტკივილი იქნება ალბათ, მაგრამ ასე არ უნდა ეყოფა ახლა ბედნიერება უნდა, უნდა ისეთ ადამიანს შეხვდეს რომელიც გაუფრთხილდება და ისეთს შეიყვარებს როგორიცაა, ნუთუ ამ პატარა გოგონას ნატვრის უფლება არ აქვს? იმის მერე რაც განიცადა! მგონი საკმარისია ამდენი ტანჯვა ასეთი პატარა გოგონასათვის უსამართლობაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

აააააააააააააა!
ამდენი ტკივილი, ცრემლი, სევდა უსამართლოა.

კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1637 | დაამატა: anano_oo | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 2
2011-12-30 - 5:08 PM

:(

2011-06-29 - 5:35 AM

vaimee ai dzaan dzaan magari iyoo raaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.