8:11 PM კონსტანტინე გამსახურდია | |
ცხოვრებაში ერთხელ ხელში მოგხვდება ისეთი ქალი, რომელიც ბედნიერების ერთდერთი სასწაულია, მაგრამ ახალგაზრდული სიშლეგის ან უბედობის გამო ხელს დააცდენ მას, და მერე მთელი ცხოვრება სინანულად და მოგონებად გექცევა მასზე ხელოვნებაა თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი.... ,,...დიდი კაცი თუ გამოგვერია ვინმე,ისე დავკორტნით,როგორც დაკოდილ ძერას ყვავები" თუკი ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ, ის ღმერთიც... ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ. ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა. ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი -უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი - მდუმარეს, ხოლოლაჩარი - გმირს. ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად. სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი - კოცნით, მეფე - ღიმილით, ხოლო მოღალატე - პატივის მიგებითა. ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე. | |
|