Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 11 » ისე მომენატრე....
11:34 AM
ისე მომენატრე....

ისე მომენატრე;
რომ ამ დიდ სურვილს
ქარს გამოვატან და ის მოიტანს შენთან ამაღამ.
ისე მომენატრე,
სურვილი მაქვს გეძახო დიდხანს
და გამოუთქმელ სიყვარულის ამ ტყვეობაში
ჩემი სიტყვები ტანზე გცემდეს ზაფხულის წვიმად.

ისე მომენატრე,
რომ არც კი ღირს ვიძინო ღამით,
მინდა მოგიძღვნა უნაზესი გრძნობების განცდა,
რომ არასოდეს აღარ იგრძნო სულ მარტოდ თავი
და არასოდეს ჩამოუშვა ჩვენს შორის ფარდა.

ისე მომენატრე,
ქუჩას მივდევ ფეხდამძიმებული
და ფიქრი შენზე ლაბირინთს ხლართავს,
რომ არასოდეს მივადგე ნაპირს
და შენმა ცივმა ტალღებმა შთანმთქან.

მაგრამ მაინც..........
ისე მომენატრე,
მონატრება რაა მასთან,
უფრო ძლიერ მომენატრე, უფრო ღრმად და უფრო წმინდად...
განა ესაა ისეთი მონატრება, რომელმაც იქნებ გაართოს ვიღაც?

და ბოლოს, ისე მომენატრე,
სურვილი მაქვს გეძახო დიდხანს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 965 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.