Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » იმ სილამაზეს წარსულს
11:21 AM
იმ სილამაზეს წარსულს
ჩემი ბავშვობის სახლთან
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს,
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.

სხვა რამ, შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!

ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში;
ყველგან ხალისი... სევდა -
მხოლოდ პოეტის გულში.

წუხილს წაიღებს ქნარი
და სტრიქონებად დაქსოვს.
- საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი, მახსოვს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 668 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.