3:41 PM გიჟი ვარ და მაპატიეთ ყველაფერი | |
სინამდვილე ბევრჯერ გამიზღაპრებია, სიმახინჯე სილამაზით დამიხატავს. ლურჯ ოცნებას ლურჯი ფრთები დამტვრევია, საქორწილო ფიქრს გასცლია თეთრი ფატა. სიძულვილში სიყვარული მიძებნია, ღალატის წილ ღალატს როგორ გავივლებდი?! იქ დავმდგარვარ სადაც მეტი სიძნელეა, გოლგოთაზე როგორ გავიაპრილებდი?! მოლოდინი ეჭვებისგან დამიხსნია, მაინც რწმენად დამისახავს რაც არ მწამდა და დღეს ის რაც ჩემი ბედის დაისია, მომყოლია სიზმარ-ცხადის გასაყართან. რაღა დამრჩა?სევდიანი ფოთოლცვენა, დარდიანი ფოთოლცვენის მუნჯი ფერი... მე კეთილი ჯადოქრების მაინც მჯერა, გიჟი ვარ და მაპატიეთ ყველაფერი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |