Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » დეფი '' სიახLOVE''
9:48 PM
დეფი '' სიახLOVE''



შთაბეჭდილებად რამე ახალი

მე დამჭირდება შენთან სიახLove

და თუ შევწყვიტე ფიქრი გნახავდი,

ჩემი სიცოცხლე დღეს სხვას ვათხოვე,

 

მახსოვს დღეები და ადგილები,

მე ყველა მიყვარს, თუ ვინმე მახსოვს,

თუ ჩემ სიყვარულს დავაკვირდები

აქვე გიპოვნი და აღარასდროს

 

აღარ ვინანებ რომ აქ ვიცხოვრე,

რადგან სიტყვებიც აზრებს კარგავენ

და სიჩუმეა ალბათ იმ დრომდე,

როცა კი ვხვდები ალბათ კარგად ვერ

 

ვერ დაგივიწყებ, ისევ მიდის დღე,

მართლაც რომ ბევრნი წავიდნენ უკვე

და მათ შემყურეს არ გაგიკვირდეს

აქ დიდხანს გავძლო, ან გზას გავუყვე

 

და თუ კი სხვები ჩემს მერე მოვლენ,

ანდა ჩემამდეც უკვე წავიდნენ,

ჩემ სიცოცხლეში ვისაც კი შევხვდი

მე ყველა მიყვარს, ყველა წამითვე.

 

 

 

 

დეფი 21 აგვისტო 2010

კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 986 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.