Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 16 » დავით-დეფი გოგიბედაშვილი ,,შენ ხარ ჩემი შინაარსი''
5:44 PM
დავით-დეფი გოგიბედაშვილი ,,შენ ხარ ჩემი შინაარსი''





შენ ხარ ჩემი შინაარსი. შენ ჩემში ხარ. სულ იყავი. სულ იყავი. შენ ჩემში ხარ, თიხა ვნახე, შიგ ჩავასხი, ღვინო, რაშიც პური ვაწე, ღამე მთვარით დღემზიანი და ღამეშიც სისხლით ნაწერ სიტყვებს სუნთქვით ვეზიარე, სუნთქვები კი გადაიქცნენ ყველა კითხვის პასუხებად, ფართე გზებიც გახდნენ ვიწრო, ბილიკებად, გზას უხდება, ზოგჯერ მგზავრი, ზოგჯერ მტვერი, ზოგჯერ დიდი სიმარტოვეც, უკანა გზა მოვიჭერი და წარსულთან მივატოვე. შენ ხარ ჩემი შინაარსი, სასიცოცხლო მნიშვნელობა, ჩემი თავი თავს წავართვი, ვის უყვარდი, ვინ გშვენოდა, ვისთან იდებ ახლა ბინას, ვინც შენი ხმა იღო ყურად, უფეხებომ გაირბინა ავადმყოფიც განიკურნა, შენ ხარ ჩემი შინაარსი, ნეტავ შენთვის მე ვინა ვარ, სიცარიელემ ამავსო, განმასიზმრა დროის დრამამ, გადის, გადის, დრო სულ გადის, ერთხელ წამითაც შეჩერდა, წამი დარჩა იმ სურათის სიმბოლოთა და ბეჭედთა, მთელი სახე რომ დაეტყო, სინამდვილეს, მას ვინ ახსნის და მუსიკაც დარჩა ექოდ, უსასრულო შინაარსის.

 
კატეგორია: ლიტერატურა ♥ | ნანახია: 2429 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 4.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.