Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » დაგიწერო ჩემო, მინდა რამე..
10:30 AM
დაგიწერო ჩემო, მინდა რამე..
იცი? - შენთან იოლია სუნთქვა და
იცი? შენთან იოლია ყოფნა...
ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი
"მომენატრე, ნეტა როდის მოხვალ?"
იცი? თითქოს დღეს სხვაგვარად დაღამდა
და სხვაგვარად მომეპარა ღამე...
და სანამ ძილს უმკლავდება თვალები
დაგიწერო ჩემო, მინდა რამე..
და სიზმარში მოგეპარო მალულად
არ მელი და არ მიცქერი როცა..
დავიხარო ფრთხილად, ღამე მოსხმულმა
ტუჩის ბოლოს დაგიტოვო კოცნა
იცი? შენთან გასაოცრად ვიღიმი
მენატრები, გეძახი და გიცდი
მინდა ერთხელ ჩაგეხუტო ისევ და...
ყურთან გითხრა, გიჩურჩულო... იცი?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 724 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.