5:25 PM ჩემს ძმას | |
ჰოი, ყმაწვილო, არაფერი გინახავს ვისაც!
შორს ჩანდა ფრონტი, ახლოს მხოლოდ ექიმი იყო. . . იმ შეხუთული შენობების სივიწროვიდან მასწავლებელთა ხუშტურები გიბრუნდებოდა, თავს ისიზმრებდი გმირად მთევარს საგუშაგოში, ომის მაცდურ და დაუნდობელ აბლაბუდაზე ფრთებშერჩენილო, მოფრთხიალე სუსტო ფარვანავ! ჩამოიფერთხა მტრედისფერმა ცამ ვარსკვლავები, შენს ფეხსაცმელს კი ექსკურსიის მტვერი შემორჩა. შენ დამშეული მუშაობდი, იხლებდი ხველასD და მტვრით მოსვრილი იჩქაროდი ქუჩის ბოლოსკენ, სადაც სევდიან და უსასო საღამოისას გიწილადებდნენ ჯარისკაცთა სარგო შაფართხელს. შემდეგ მოჯარდნენ ტკივილები, უარობდი წუწუნს, მეგობრებისთვის არ გეწადა ტანჯვის გამხელა. იმ საშინელ დროს არაერთი გახლდათ მსურველი, დანიან მკლავს რომ სთავაზობდა ჯანმრთელ ბრმანაწლავს. შენ ცნობამიხდილს, სასიკვდილო სნებით დასერილს, სიმულანტობას გაბრალებდნენ ველის მკურნალნი. და ბოლოს, უკვე სასიკვდილო ჟამის მოსვლისას, როცა დღეები საავადო ჩირქივით დიან, დანა მიუსჯის ყასაბ-ექიმს მკვლელის ხელობას. შენ ამ ჯოჯოხეთს ცრემლდაცლილი უცქერდი, ბალღო, ვენის სამხედრო ჰოსპიტალში სიხლდამდინარეს სხვათა სიკვდილის თვალდევნება გერგო სასჯელად. კეთილ მომვლელ ქალს შენ აჩუქე ანდერსენის ზღაპრების წიგნი, ხოლო ერცპრინცებს, შენს ასაკში თავში უქრით და მაგიდის ჩოგბურთს ეძლევიან ყოველცისმარე. ომი? ომი ხომ ბრწყინვალეა! ფეოდალთა ბუტაფორია! შენი წილი კი ინექცია და ფუტკარაა, ქაფური, დოზა კოფეინის, სუფრის მარილი. საშინელ ტკივილს ახლავს ურჩი სიცხის მატება და მონატრება მშობლიური სახლის. შეიღო უკვე ის ჭიშკარიც უკანასკნელი. ო, რა ამაოდ გადაწყვიტე გესვა ბევრი რძე, და წაგერთმია, რომ სიცოცხლე სიკდილისათვის. . . მაგრამ თურმე იმ დახოცილ ჯოგთა შორის ეგულვოდათ შენი ალაგი. ,,ნუთუ არ გსურის რძისფერ ნისლის შესმა უფალო?! - მე, შეშლითა მწე ჩურჩულს ვანდობ ღმერთს, შემძლეს ყოვლის - შეხედე, ცაზე მრავალია რიცხვის ვარსკვლავის, საწყალობლად რომ ღაღადებენ ქვეყნის საჩივრებს. ბოლოს და ბოლოს დაამშვიდე შენი შვილები, შესაქმისეულ ახირებებს შეეშვი ახლა და შეუდექი უკანასკნელ შემოვლას ღმერთო. მზის ღამედ მქცევო, მასპინძელო ციურ ტატნობის, კაცო მთვარეში მოვლენილო გადათელე ვარსკვლავნი ფეხით, გამოაცალე უდრტვინველი ჟამი დიდების, ომის ვაება და სიკვდილი წაჰგვარე მალე. ჩემს ძმას ხომ მხოლოდ ზღაპრის წიგნი ჰქონდა უფალო და ჯარისკაცთა სასიკვდილო ცოტა სახვევი. ყმაწვილს ჯერაც ხომ არაფერი ენახა ქვეყნად, შორს ჩანდა ფრონტი, შენ იყავი ძალიან ახლოს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |