Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 19 » ჩემი სულის ნაწილი შენთანაა, შენი კი ჩემთან...
2:59 AM
ჩემი სულის ნაწილი შენთანაა, შენი კი ჩემთან...

 

ფერები...ლამაზი ფერები...მშურს შენი რადგან შეგიძლია უნჯის ერთი მოსმით ფერადი ოცნება შექმნა...მთელი შენი განცდები ტილოზე საღებავებით გააცოცხლო... მე? მე მხოლოდ ფურცელზე უშნოდ ჯღაპნა შემიძლია, რომელიც არც ფერადია და მითუმეტეს არც ლამაზი...

  ოთახში იჯექი და რაღაცას გამალებით ხატავდი. ჩემი შემოსვლა არც კი გაგიგია... შორიდან მომეჩვენა, რომ გოგოს სახე იყო... ჩავთვალე სკოლის დავალებას ასრულებდი...დგომა და ლოდინი მომწყინდა...დაგიძახე.

 -ბექა მოვედი.

 შეკრთი...უცებ თითქოს ფიქრებიდან გამოფხიზლდი,თავი გააქნიე,ფურცელი დაჭმუჭნე და სადღაც მოისროლე...გამიკვირდა...

 -უი მოხვედი? ბოდიში ნაან ვერ გავიგე როდის შემოხვედი.

 -ხოო? ისე კაი ხანია გიცდი. შენ კი რაღაცას გამალებით ხატავდი და რატომღაც გადააგდე...

 -ოო რავი არ მომეწონა. მერე უკეთესს დავხატავ.

 -და ვისი პორტრეტი იყო?

 -არავისი...სამხატვროში მთხოვეს დახატეო და...

 -ხო კაი, კაი.

 -რა ვქნათ? კინოს ვუყუროთ თუ რამე სხვა იდეა გააქ?

 -ხო ვუყუროთ. მოდი კომედია ავირჩიოთ, მე ვიცი სასაცილო ფილმი.

 -კაიიი.

  ფილმი მართლაც სახალისო გამოდგა...ბევრი ვიცინეთ და ბევრი ვიმხიარულეთ მაგრამ...იმ დღეს რაღაც აკლდა შენს სიცილს!!! ის მნიშვნელოვანი რამ, რის გარეშეც ბექა ვერ წარმომიდგენია...ასეთი არასოდეს მენახე... იცინოდი მაგრამ თვალებით ტიროდი... მე მელაპარაკებოდი მარა სხვას ეძებდი... გული ჩამეწვა...

 -ბექაა.

 -ჰოუ

 -რა გჭირს?

 -რაზე მეკითხები?

 -რაღაც ხასიათზე ვერ მეჩვენები.

 -ჰაა? გადაირიე? რამდენი ხანია ასე არ მიცინია.

 -ოოო... უკმაყოფილო ხაარ თვალებში გამჩნევ.

  დუმილი...ჰმმ... არაა ჩემზე კარგად არავინ გიცნობს. ხო ვიცი როცა ყველაზე ბევრს იცინი და ერთობი მაშინ ხარ ყველაზე ცუდად...

 -არ მოგეშვებიი... რა მოხდა მითხარი...

 -ისეთი... ნუ რავი... კაი დაიკიდე რაა.

 -ბექ თქვი... ერთი კვირაა სადღაც დაფრინავ და ვეღარ ვითმენ. თქვი ნუ დამტანჯე.

 -(ამოიოხრე) ჰო კაი... შეყვარებული ყავს... ერთად არიან.. იცი? ამ აზრს კი ვიყავი შეგუებული მარაა... მაინც შორიდან ამისი ყურება ძნელია, მიჭირს და გული მტკივა...

 -ჰაა? რაა? ვის ყავს შეყვარებული? ან რა აზრს იყავი შეგუებული?

 -ნინიზე ვამბობ... თოკო და ნინი ერთად არიან...

  ეს ისეთი სახით მითხარი მერჩივნა მიწა გამსკდომოდა... სახეზე აუტანელი ტკივილი გამოგსახოდა... ტირილი რომ შეგძლებოდა და ჩემი არ მოგრიდებოდა ცხარე ცრემლებით იტირებდი.

-ხო... შენც გაგიკვირდა და მე რაღა დამემართებოდა?

 -ხმას ვერ იებ, მაგრამ ხომ იცი ადრე თუ გვიან...

 -ვიცი, ვიცი და აღარ გვინდა ამაზე საუბარი. მოდი გარეთ გავიდეთ და სკეიტით ვისრიალოთ.

 -კაი... წამოდი.

 ოთახიდან გახვედი, მე კი იმ ფურცელს მოვკარი თვალი ან რომ ხატავდი და მერე დაჭმუჭნე.სულმა წამძლია, ავიღე, გავშალე და ელდა მეცა... ნინი... ნინი იყო დახატული ფურცელზე... მისი სახე და ნაკვთები ნაზად, ზუსტად და ულამაზესად გადაგეტანა ფურცელზე...

 იცი როგორი კარგი ხარ? სიტყვებით ვერ ავღწერ... იცი როგორ მიყვარხარ? ვერც ამას გადმოვცემ... იცი როგორ მტკივა გული შენ რომ იტანჯები? ენით ვერ გამოითქმის... ბექ... ცხოვრება გრძელდება მასთან თუ მის გარეშე, მაინც გრძელდება... შენი პატარა გული ცრემლნარევი, ტანჯული სიყვარულით ძგერს...მე შენი გული მიყვარს ყველაზე მეტად და არ მივცემ მას გაწამების საშუალებას... არ მივცემ ყორნებს უფლებას ნაფლეთებად აქციონ იგი... თუ დამჭირდა სიცოცხლესაც დავთმობ, ოღონდ შენი გული ამ სასჯელისაგან გავანთავისუფლო...

  ბექ მიყვარხარ... მიყვარს შენი გული, მიყვარს შენი ფუნჯი, რომელიც გარწმუნებ ისევ ნათელი ფერებით დაიწყებს ხატვას ძალიან მალე და ამაში მე დაგეხმარები.

 P.S   მეგობარი არის ერთი სული ორ სხეულში... ჩემი სულის ნაწილი შენთანაა, შენი კი ჩემთან... მეგობრული სიყვარული კი ყველაფერს დაძლევს და ყველა დაბრკოლებას გადალახავს.

 

                                                     

                                                    ნანა ფოცხვერაშვილი

კატეგორია: ექსკლუზივი♥ | ნანახია: 1605 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
2011-12-20 - 7:32 PM

:)) sainteresoa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.