Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » ბულბულს
11:58 AM
ბულბულს
ბულბულს მირჩევნია შაშვი,
გალობს,ჩქარობს,ხარობს ბავშვი,--
გულწრფელს ჩამოაგვირისტებს
უცებ,რაც მოუვა თავში.

ეს ბულბული მგალობელი
მხოლოდ თვალისმოკვრამდეა.
ღმერთი ჰყავდეს მწყალობელი და,
ცოტა არისტოკრატია.

ჰგონებს ულამაზესია,
სწავლულებით სხვა ჯიშია,
მხოლოდ მთვარიანში გალობს--
ნამეტნავად აზიზია.

შაშვს სასწავლად სად სცალია,
მისი ჰობი წანწალია--
ფრანსუაა,ვიიონი---
თავისთავად ნასწავლია.

ბულბულს მირჩევნია შაშვი,
ბულბულს მირჩევნია შაშვი!
გინდა ეკლის შტოზე დასვი,
გალობს,ჩქარობს,ხარობს ბავშვი,
ისეთს ჩამოაგვირისტებს,
ას წელს არ მოგივა თავში!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1106 | დაამატა: admin | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.