Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 7 » არ მინდა სიტყვა
11:39 AM
არ მინდა სიტყვა

არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!
როდესაც სიტყვა დაიბადება,
სიმართლის ალი, როგორც ბურუსი
ისე ირღვევა და იფანტება.
მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ
სევდის მორევში მცურავ თვალებით,
მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ
გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.
მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
შენზე ოცნებით დაიწვა იგი.
განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს
სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.
და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს
გამოუთქმელი და მწარე ალი,
სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს
გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 776 | დაამატა: admin | ტეგები: არ მინდა სიტყვა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.