8:26 PM ალეწილ მინდვრებს | |
ალეწილ მინდვრებს,ყვავილთა ფერში,
მზე ჩაუკოცნის მომწვანო თვალებს, ქარი მოსტაცებს ხეს ლამაზ ფოთოლს, გულში ჩაიკრავს,თავს ანაცვალებს. გაფრენილ წუთებს მისდევს წამზომი და ფიქრებს შენზე დარდი აწვალებს. იქნებ მირჩიო რა ვუყო წამებს, დროისგან დაფლეთილს,შენგან ნაწამებს. შენ ხომ ტყვიისფერ ვარდზე გამცვალე და რა ვუშველო გულის ნაპრალებს, მთვრალი დღეების ბოდვაც მახარებს, ცრემლი დაფარავს ჩუმად წამწამებს. გუშინწინ შენი სახე მესიზმრა, გუშინ ვთქვი: "ისევ გულით ვატარებ”... დღეს კიდევ ერთხელ გადაგივიწყებ, ხვალ კიდევ ერთხელ თავს შემაყვარებ... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |