9:54 PM 27 დაკარგული კოცნა | |
უბრალო არითმეტიკის გარეშეც
ვხვდები რომ ასს - სამოცდაცამეტი არ აკლდება, რომ ოცდაშვიდი არ იყოფა ჩვენ ორზე სიბილა! ჩემი პირველი სიყვარულის შენ პირველ ქმართან _ დამარხვასთან ერთად მივხვდი, რომ გაიყიდე სიბილა! ჩახმახზე მომართული კერტების, ყველა კუთხეში მიმოფანტული ნაყინის და სამი წლის დაძველების მერეც მახსოვსავით, რომ ტფილი (სივით) ხარ _ მადის აღმძვრელი სიბილა! ყველა დაჟანგული კადრის და გაბზარული ლავიწის მერეც ვიცი, დამტოვე სიბილა! მენატრები, მენატრები, მენატრები მე_ჯახები, მე_ლანდები, მე_ღამეები მიტევენ სიბილა! (მიუწვდომელია გზები შენი უფალო...) დამანაწევრე, გამაბაზრე და დამალაგე თავზე შენი ფეხები გაპარსულ-გალაკული. (ოღონდ დაბრუნდი) გამშალე და შემაფარდე ყველა შენ საყვარელს შენეულ ცხრილზე გადამამრავლე და ჩამყევი ფეხით _ "ტრეტის” დაცურებულ საქანელასთან ან უთუთო თუთებთან ვერნერის ბაღში გსუნთქავ სიბილა! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |