0:55 AM აი, სად შემხვდი | |
აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,- შენ რომ გიყვარდა,_ ის ქალი მე ვარ, შენ უიმედოდ არ გყვარებია. მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,_ შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ, მითხარი, ხომ არ დავაგვიანე? თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა, მე უშენობის დაღი მატყვია; შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს_ ვიცი, სხვა გული არ გინატრია. შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია; შენ ეძახოდი ვირაცა ასულს და ჩემს მეტს არვის გაუგონია. მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,_ მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე. | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
| |