Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » * * *
11:54 AM
* * *
მხოლოდ ფიქრიხა დამრჩენია
შენს მიმართ იცი ?!
და ხელისგულზე ფანტელივით
გამიქრა ისიც.

მინდა ოცნებით ვიმოძრავო
შენს ირგვლივ მაინც
და დავემგვანო არაფრის მთქმელ
უგულო მაისს.

მინდა ვიარო შენს გარშემო,
შენს სიახლოვეს.
ერთი ხიმილი და ამბორი
მეც მისახსოვრე.

მინდა ვილოცო სანთლით ხელში
ტაძართან მყოფმა
იქნებ ამიხდეს მე სურვილი -
შენი აქ ყოფნა.

მინდა აქ იყო და შორიდან
მიმზერდე მაინც,
მითხარი რატომ, რისთვის ჰგავხარ
უგულო მაისს?!

თუმცა, ვიცი. რომ სხვას ეკუთვნის
ეგ ცივი გული,
მაგრამ მაინც მსურს რომ დაგლოცო
მე მთელი სულით.

შენ კი წახვედი საბოლოოდ
მკვდარი დამტოვე.
და ჩემი გული ნაწამები
მთლად მიატოვე.

,ე ,აომც ,ომდა რპ,
გოსირვპ ბედმოერება.
მაგრამ უბედურს, განაწამებს
რა მეშველება?!

კიდევ ავანთებ სანთელს შენზე,
კიდევ ვილოცებ,
მაინც ვილოცებ შენს სახელზე.
თუ კი ვიცოცხლებ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 888 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.