Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » ზოდიაქოს ნიშნების შურისძიება 3
9:49 PM
ზოდიაქოს ნიშნების შურისძიება 3

სასწორი

სასწორის ნიშნის ქვეშ მყოფნი მეტად მგრძნობიარენი არიან წყენისადმი. მაგრამ სერიოზული შურისძიება მათ არ შეუძლიათ. აქ ყველაფერი ჰგავს საბავშვო ვარიანტს, აჰა შენ ასე ხომ, მაშინ მე ასე. ამ დროს, როდესაც სასწორი ფიქრობს, რომ სიმკაცრის და მზაკვრობის მწვერვალს მიაღწია, შურისძიების ობიექტი მხოლოდ მაშინ ხვდება რაშიცაა საქმე.

მითუმეტეს, როცა ხდება რაღაც წყაროების გადაკეტვა, სასწორები საერთოდ კარგავენ კონტროლს მასზე, ვის მიმართაც ანხორციელებდნენ შურისძიებას და ამიტომ საბოლოო განადგურება შეუძლებელი ხდება. უკიდურესი, რაზეც შეიძლება წავიდეს სასწორი – გამოიწვიოს მოწინააღმდეგე სიტყვიერ პაექრობაზე, წარუდგინოს ბრალდებები და მოსთხოვოს პასუხი. როგორც წესი პასუხი და განმარტება საკმარისსზე მეტია- ყველა არ არის ისეთი პატიოსანი, როგორც სასწორი…

თუმცა სასწორს აქვს შურისძიების ერთი ძლიერი მხარე, რომლის გამოყენებაც შეუძლია. მას შეუძლია თავის მოწინააღმდეგეს დააკარგვინოს მისთვის ძვირფასი ადამიანის სიმპათიები. ან სადმე ზემოთ თბილ ადგილას გაიკაფოს გზა და იქიდან დაუქნიოს ხელი მეტოქეს, რომ მას შეშურდეს და ამით სასწორი თავის შურისძიების სურვილს დაიკმაყოფილებს.

 

ღრიანკალი

ამ ნიშანს ხასიათის სისაძაგლის მხრივ, ტრადიციულად პირველობა უკავია. თუმცა დაუმსახურებლად. სინამდვილეში, თევზებს უფრო საძაგელი ხასიათი აქვს, მაგრამ ეს არავინ იცის. ნორმალური ღრიანკალი იმით განსხვავდება სხვა ნიშნებისგან, რომ მან ყველგან ცხვირი უნდა ჩაყოს, მას ყველაფერი აინტერესებს. ყველა საქმეში მას აქვს რაღაც თავისი ინტერესები, მან ყველაფერი უნდა აკონტროლოს და ანკესზე ჰყავდეს ყველა წამოგებული. შესაბამისად, საკმარისია ვინმე შეეხოს ამ ინტერესებს, რომ ღრიანკალი შხამით ივსება და გაექანება მის დასაგესლად.

ღრიანკალის თავდასხმა სხვა და სხვა სახისაა, მაგრამ მას აქვს ერთი მიზანი, მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება მეტი მორალური და ფიზიკური ტრავმა მიაყენოს, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდეს.

იგივე მიზეზის გამო ღრიანკალი ითვლება „დასცხე შენიანებს, სხვებს რომ ეშინოდეს" პრინციპის ფუძემდებლად- ღრმა, შეუხორცებელი და სისხლმდენი ჭრილობების მიყენება შენიანებისთვის ასჯერ უფრო იოლია, ვიდრე უცხოებისთვის. შენიანების ყველა სუსტი წერტილი წინასწარ ცნობილია და მათი დაჭრა არ წარმოადგენს პრობლემას. მაგალითად, მე ვიცნობდი ერთ „ღრიანკალ ქალს", რომლის ქმარი დიდ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ დარბაისულად და სოლიდურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ერთადერთხელ მაღაზიაში გამყიდველმა გამოიყვანა მწყობრიდან და ამ კაცმა მიახალა ის, რასაც ფიქრობდა მასზე. მაგრამ მისი ცოლი არ გამოტოვებდა შემთხვევას, რომ არ შეეხსენებინა მისთვის ეს ამბავი, თანაც ამას აკეთებდა მაშინ, როდესაც ბევრი სტუმარი შეიკრიბებოდა, საცოდავი ქმარი წითლდებოდა და თვალებს დაბლა ხრიდა. ასევე ღრიანკალისთვის დამახასიათებელია ის, რომ მას არ ავიწყდება ოდნავ მალამოს წასმა ჭრილობაზე, რომ არ დაკარგოს საბოლოოდ მსხვერპლი.

ღრიანკალისგან იმუნიტეტი მხოლოდ ტყუპებს გააჩნიათ. ღრიანკალი ვერ ეხება მათ გულის სიღრმეს, და თუ ეხება კიდევაც, ტყუპებს ეს გულთან ახლოს არ მიაქვთ, ყველაფერი ხუმრობაში გადააქვთ.

 

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ძალიან მოსაწყენი შურისმაძიებელია. ანუ ის მზად არის სამართლიანობის და მართლმსაჯულების სახელით დასაჯოს დამნაშავენი, მაგრამ ამისთვის უნდა შეკრიბოს რაც შეიძლება მეტი ხალხი და დასაჯოს დამნაშავე საჯაროდ. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შურისძიება მათთვის მოსაწყენი ხდება. მეორეს მხვრივ შეუძლიათ დაიმახსოვრონ წყენა და გულში დიდი ხანი ატარონ, და თუ მიეცემათ საშუალება, რომ მაწყინარზე შური იძიონ მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინ, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. შურისძიების ერთერთ სახეობაში – ეგრეთწოდებულ „ბიუროკრატიულ შურისძიებაში" მშვილდოსნებს ბადალი არ ყავთ.

მაგალითად თუ რომელიმე დაწესებულებაში თქვენ დაგჭირდათ უმნიშვნელო ცნობა და ცნობის გამცემ მშვილდოსან ქალბატონს გაახსენდა, რომ ამის წინ თქვენ მას ტრანსპორტში ფეხზე დააბიჯეთ და არ მოუბოდიშეთ, ამ ცნობის გამო თქვენ მოგიწევთ უამრავი დაწესებულების შემოვლა, მოგიწევთ ცნობის აღება იმისთვის, რომ გჭირდებათ ცნობა, იმის დასადასტურებლად, რომ თქვენ თქვენ ხართ და არა ციყვი, მთელი თქვენი საგვარტომოს მონაცემებითურთ. შემდეგ ამის განხილვას, სხვა ორგანიზაციებთან შეთანხმებას, უამრავი კომისიების გავლას მოუნდება სამი წელი. და ბოლოს მოგცემთ ცნობას, რომელსაც რეზოლუცია დასჭირდება ქალაქის ერთ ბოლოში და ბეჭედი მეორეში, თან დაავიწყდება იქ დარეკვა ან შეტყობინება ამის შესახებ.

კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1360 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 3.3/6
სულ კომენტარები: 1
2011-08-23 - 1:54 AM

მორიელმა ეტყობა მაგრად გაგამწარა :))))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.